გიგი უგულავა: უნდა ველოდოთ ყველაფერს: პიკეტს, მანიფესტაციებს - სადაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს
გიგი უგულავა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
პროტესტი იქნება უმწვავესი - უნდა ველოდოთ ყველაფერს - სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის ცნობილია იმ სამართალდამცველების სახელები, რომლებიც ნიკა მელიას დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ და უნდა იცოდნენ, რომ მათ ექნებათ „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში აღარ იქნებიან.
„ჩვენ ვხედავთ არნახულ საერთაშორისო მხარდაჭერას ნიკა მელიას მიმართ და უდიდეს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და ხდება ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ჩვენ აქ ვაპროტესტებთ უკუსვლას, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანა შინაარსობრივად ემსგავსება რუსეთს და ბელარუსს. აქაური ჩვენი ხალხის პროტესტის გარეშე არაფერი და ვერაფერი მოხდება, სამწუხაროდ. განცხადებები დარჩება განცხადებებად, თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ. პროტესტს, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გავიდა ყველა წითელ ხაზს იქით, როდესაც ვანდალიზმი გახდა ამ ხელისუფლების ჩვეული ცხოვრების წესი, როდესაც მილიონზე მეტ ადამიანს გადააქცევ შენს ქვეყანაში მეორე ხარისხოვან მოქალაქედ, მიიღებ აუცილებლად მწვავე პროტესტს.
პროტესტი იქნება უმწვავესი მანამ, სანამ პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც არა ვინმეს აკვიატებას, არამედ ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალს. რასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას, უნდა ველოდოთ ყველაფერს - პიკეტი, მანიფეატაციები ყველა ქალაქში, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ყველგან, იმიტომ, რომ ეს მიწა არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ, მეგობრებო, რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ, ამ ფუფუნებას თქვენ ვერ მიიღებთ. ამიტომ ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ აი, ის სამარცხვინო რამ, რაც მათ ჩაიდინეს და მათი კოლეგა რომ ციხეში გაუშვეს, მხოლოდ მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად სირცხვილის ბოძზე გამოკრული და ასევე, ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცველებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდუალურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა. ის დრო წავიდა აი, ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენ ყველას გამოვადგებით - არა! ვინც არის ვანდალი, ვინც აი, ასეთ რამეზე მოაწერს ხელს, უნდა იცოდეს, რომ მას ექნება „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში არ იქნება იმიტომ, რომ ის არის მონა და ჩვენ სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება ის, ვინც ემსახურება ხალხს და არა ერთ ვიგინდარა მილიარდერს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 15:09
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ისტორიულ ჰერეთში, ადგილზე, სადაც მოღვაწეობდა წმინდა მოწამე, მღვდელი მიქაელ ყულოშვილი, რომელიც არის არამარტო ქართველი ქრისტიანების, არამედ მთელი საქრისტიანოს მფარველი
„ძალიან მიხარია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მარიამობის დღესასწაულის წირვას დავესწარით, რომელიც მეუფე თეოდორე ჭუაძემ აღასრულა“, - განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლისთვის მიმართვისას. აღსანიშნავია, რომ ტაძარი ერთადერთი მუდმივმოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა ისტორიულ საინგილოში/ჰერეთში.
28 აგვისტო 2026, 14:55
მსოფლიო
DW: ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას სთხოვს
ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ, ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოსთხოვა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი: ევროპული ეკონომიკური მოდელი დიდხანს ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორისაა იაფი იმპორტირებული ენერგია, ღია გლობალური ვაჭრობა, ჩინურ ბაზარზე მზადრი წვდომა, ამერიკის მხრიდან სრტატეგიული დაცვა და დასავლეთის ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ფაქტორები გაქრა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ეკონომიკურმა მოდელმა აქამდე არსებული უპირატესობა დაკარგა და მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
28 აგვისტო 2026, 14:35
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე, როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება. შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა
შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს ეხმიანება.
28 აგვისტო 2026, 14:26
რეგიონი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიაზე: ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა
ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას.
28 აგვისტო 2026, 14:15
პოლიტიკა
„თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას“ - აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულების მიერ პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან
მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 პირიდან 9, აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულია. დაკავებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.
28 აგვისტო 2026, 14:11
საზოგადოება
შიო მესამე: წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე
მარიამობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
28 აგვისტო 2026, 13:51
მსოფლიო
Reuters: ირანის ომის დიპლომატია ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებისკენ იხრება
ირანთან ომის მედიატორები კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას ჰორმუზის სრუტის გახსნას უთმობენ. თეირანი დათანხმდა, შეიმუშაოს პირობების სია, რომელთა შესრულების შემთხვევაში სრუტეში გემების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, იუწყება Reuters-ი.
28 აგვისტო 2026, 13:32
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: მესტიისა და თელავის აეროპორტების ახალი ტერმინალები ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს
მესტიისა და თელავის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების სამგზავრო ტერმინალების მშენებლობა ქვეყნის შიგნით ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.
28 აგვისტო 2026, 13:31
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: წარსულში ხომ გვახსოვს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ როგორ ამუნათებდა ადამიანებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო?! ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს არ ეღიარებინათ თავიანთი ნამოქმედარი
ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს არ ეღიარებინათ თავიანთი ნამოქმედარი და რატომ? იმიტომ, რომ არ აინტერესებთ რეალურად ამ ადამიანების ბედი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.
28 აგვისტო 2026, 13:26
მსოფლიო
POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერას ამოწმებს, პარალელურად კი ევროპაში ჯარების შემცირებას განიხილავს
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ გუშინ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში არსებული ძირითადი მიზნების მხარდაჭერაზე მათი პოზიცია შეამოწმა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 13:22
საზოგადოება
ცოტნე ანანიძე: პრეზიდენტის შეწყალების აქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართ არა მტრული, არამედ, სამართლებრივი და ჰუმანურია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
28 აგვისტო 2026, 13:18
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ ჩავიდა
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან, სამი წელიც არ იყო გასული. ინფორმაციას „პრაიმ ტაიმი“ ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.
28 აგვისტო 2026, 12:44
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი შეწყალების აქტზე: ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ერთ რამეს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი ყველა დანაშაულის მიმართ, რომელიც ეხება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მეორე მხრივ, როცა სახეზე იქნება დანაშაულის აღიარება და მონანიება, რა თქმა უნდა, ამ დროს სახელმწიფო იქნება ჰუმანური
ეს გასაკვირი არც იყო, პირიქით ჩვენ ის გაგვიკვირდებოდა თუ მათ [ოპოზიცია] გაუხარდებოდათ ამ ადამიანების თავისუფლება. ეს ბუნებრივიც იყო მარტივი მიზეზის გამო. მათთვის მთელი ეს პროცესი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ. ეს ადამიანები გაწირეს კანონთან დაპირისპირების გამო ძალიან კონკრეტული მიზნით, რომ შემდგომ თავიანთ პატრონებთან ჰქონოდათ სავაჭრო, სახვეწარი და დამატებითი მხარდაჭერის იმედი“, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას.
28 აგვისტო 2026, 12:34
სამართალი
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს.
28 აგვისტო 2026, 12:33
მსოფლიო
Bloomberg: სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 2/3-ით აღდგა
სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტმა ომამდელი მოცულობის დაახლოებით 2/3-ს მიაღწია, რაც ირანის ომის გავლენას ნავთობის გლობალურ ფასებზე ამცირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ორგანიზაცია Goldman Sachs Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 11:55
ეკონომიკა
თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 11:55
მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით უნდა შეიცვალოს.
28 აგვისტო 2026, 11:53
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში
ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


