imedi /  26 თებერვალი 2021, 15:17 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: ლუზერები ხართ

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთიათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ. უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებს.

მეგრელიშვილი Facebook-ის საშუალებით ოპოზიციას მიმართავს და მათ ლუზერებს უწოდებს.

„თქვენ ხართ ოპოზიციური პარტიების პროვოკაცია...

თქვენდამი მხარდაჭერა ჯამში 39%-ს აღწევს;

ქუჩაში ხალხის მობილიზებას თქვენ ვერ ახერხებთ;

პარლამენტში კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა თქვენ არ შეგიძლიათ;

ლუზერები ხართ!

რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთიათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ.

უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ“, - წერს მეგრელიშვილი.

თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა იმართება.

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 18:12

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის 24 346 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 346 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 398 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გიორგი ამილახვარი

19 აპრილი 2021, 18:07

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არათუ 43%, „ქართული ოცნება“ გაცილებით მაღალ პროცენტზე იბრძოლებს მოახლოებულ არჩევნებზე

„ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ, ცალმხრივად, უაპელაციოდ მოაწერა ხელი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. დამატებით, ჩვენივე ინიციატივით, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, განვაცხადეთ თვითმმართველობის არჩევნებსა და 40-%-იან ზღვარზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

19 აპრილი 2021, 18:05

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ეს მისი პრეროგატივაა და მის აზრს ვიზიარებთ

მან ახსენა, რომ გიორგი რურუა არ ჯდება არცერთ იმ კატეგორიებში, რის გამოც ხდება შეწყალება, მაგრამ ქალბატონმა პრეზიდენტმა ასევე ახსნა, რომ ის დააყენებს ქვეყნის ინტერესებს უპირველესად. მისი პოზიცია, შესაძლოა გარკვეულ ნაწილისთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ახლაც ვადასტურებთ, რომ არ გვექნება კრიტიკული დამოკიდებულება, ამიტომ ეს მისი პრეროგატივაა და ჩვენ ამ აზრს ვიზიარებთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

19 აპრილი 2021, 18:04

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: წარმომიდგენია, რა დღეშია გაქცეული პრეზიდენტი, თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონა და მარტო აღმოჩნდა დაგებულ დიდ მახეში - ყველა ხელს აწერს მის გარდა

„ქართული ოცნების“ ამოცანა ნამდვილად იყო, რომ შედარებით კონსტრუქციული ოპოზიცია გაეთავისუფლებინა მიშას კლანჭებიდან და დღეს, სწორ დროს და სწორ მომენტში, მმართველმა გუნდმა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რამაც გააშლეგა სააკაშვილი და სწორედ ასეთი წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე. ერთი მხრივ „ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ის არის პროდასავლური ძალა, მეორე მხრივ კი უმტკივნეულო საშუალება მისცა ოპოზიციას, გამოსულიყვნენ მისი ტყვეობიდან. ვნახოთ ვინ შერჩება სააკაშვილს და ვინ გააგრძელებს რუსეთის თამაშს!“ - აცხადებს ბოჟაძე.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 17:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ ზღვარს მარტივად გადალახავს - ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი

„ქართული ოცნება“ ასეც და ისეც ზღვარს მარტივად გადალახავს. ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი. კარს მომდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შეგვიძლია როგორც ერთი, ასევე მეორე ზღვარი აბსოლუტურად თავისუფლად გადავლახოთ და ამაში საზოგადოება თავად დარწმუნდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

19 აპრილი 2021, 17:54

COVID19

18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

18+ ასაკის ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლად მიიღოს ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 17:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება იყო აბსოლუტურად ლოგიკური

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის, რომ სწორედ ჩვენ ვართ ჭეშმარიტად პროევროპული, პროდასავლური, პროამერიკული პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს. მეორე მხრივ, ოპოზიციამ გამოავლინა ის, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ რაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს გამოჩნდა, მაგალითად, როცა ჩვენ პირველად დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ოპოზიციამ თქვა კატეგორიული უარი. თქვენ გახსოვთ, გუშინდელი განცხადებებიც უკვე მეორე დოკუმენტთან დაკავშირებით. ზღვარი მკაფიოდ ივლება. „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალას, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს და ოპოზიცია აკეთებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში საპირისპიროს. თუმცა, იმედია ისინი გადაერთვებიან უკვე პროდასავლურ რიტორიკაზე მომავალში. მინდა კიდევ ერთი რამ ვთქვა, ეს შეთანხმება და ეს პროცესი საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით თამამად წარადგენს 2024 წელს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ვაშაძე

19 აპრილი 2021, 17:44

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: მივესალმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას

მივესალმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ.

გიგა ბოკერია

19 აპრილი 2021, 17:33

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენს პარტნიორებს რომ უფრო მყარი პოზიცია ჰქონოდათ, ახლა მოლაპარაკებების სხვა ფაზაში ვიქნებოდით

სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის დადასტურება იმ პრობლემის, რომელზეც „ევროპული საქართველო“, ამ შეთანხმების კონტექსტშიც, ვსაუბრობთ. პირდაპირი ვაჭრობის შემოთავაზებაა პოლიტიკური პატიმრებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

ხატია დეკაონიძე

19 აპრილი 2021, 17:32

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა მიუღებელია

„საღამოს, პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ, განცხადებას ოფიციალურად გამოვაცხადებთ, მაგრამ მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

19 აპრილი 2021, 17:31

რეგიონი

რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

„ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21, 22, 23 და 24 აპრილს, 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ყოველდღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“ - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ჟოზეფ ბორელი

19 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

ბორელი: მივესალმებით, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის შეთავაზება მიიღოს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მხარეები ნაბიჯს გადადგამენ შეთანხმების მისაღწევად

მივესალმებით პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის შეთავაზება მიიღოს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მხარეები ნაბიჯს გადადგამენ შეთანხმების მისაღწევად, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

19 აპრილი 2021, 17:25

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდებიან

„შევდივართ დამატებითი კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სამადაშვილმა.

19 აპრილი 2021, 17:20

პოლიტიკა

IDFI: მისასალმებელია, რომ მმართველი, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოხატეს

მისასალმებელია, რომ მმართველი პარტიის, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გამოხატეს შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაშია აღნიშნული.

19 აპრილი 2021, 17:18

კულტურა

ელისო ბოლქვაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის ასოცირებულ პროფესორს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებულ პროფესორს, თეა ქუთათელაძეს შეხვდა. შეხვედრაზე სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

19 აპრილი 2021, 17:18

კულტურა

ელისო ბოლქვაძე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

„შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ხელოვნების მიმართულების უმაღლესი აკადემიური განათლების მნიშვნელოვანი კერაა, რომლის მისიაა ხელოვნების დარგების განვითარება და კვლევა, ხელოვნების დარგების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და პროფესიონალების აღზრდა. უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა, ხელოვანთა, მკვლევართა, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მჭიდრო კავშირს, რომელთა ჰარმონიული თანამშრომლობით იქმნება სწავლების, შემოქმედებითი განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების ერთიანი არეალი. ასევე, ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო ასპარეზზე ხელოვნების დარგების (თეატრალური, აუდიოვიზუალური, ქორეოგრაფიული, სამუსიკო) მნიშვნელოვანი და მდგრადი განვითარების საფუძველი. უნივერსიტეტის მისიაა იქცეს გამოცდილების გაზიარების, ახალგაზრდა შემოქმედთა ურთიერთობებისა და კულტურათა დიალოგის საერთაშორისო ცენტრად.

19 აპრილი 2021, 17:13

სამართალი

თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. თბილისში, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების, მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით წვის 3-3 ფაქტი გამოვლინდა.

არჩილ თალაკვაძე

19 აპრილი 2021, 17:07

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს

„ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის საერთაშორისო დასკვნაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2021, 17:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: კარგად იციან, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიან, პასუხს ვერ გასცემენ მათ გაქცეულ ბელადს და რადიკალებს

ასეთი უმძიმესი ტესტის წინაშე „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილა - პრეზიდენტის განცხადებამ მათ საბოლოოდ მოუჭრა ყველა გზა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დმიტრო კულება

19 აპრილი 2021, 16:58

მსოფლიო

დმიტრო კულება: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციები უნდა დააწესოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციები უნდა დააწესოს.