IMEDI /  04 მარტი 2021, 16:45 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: თუ საარჩევნო ცვლილებებზე პარტიებს აქვთ შენიშვნა და მოსაზრებები, მათ ჯიბეში უდევთ მანდატი, შემოვიდნენ პარლამენტში და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ყველა პროცედურულ საკითხზე, რომელიც შეეხება საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ტექნოლოგიებს აბსოლუტური თანხვედრაა. არის განსხვავებული მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საარჩევნო ცვლილებებზე პარტიებს აქვთ შენიშვნა და საკუთარი მოსაზრებები, შეუძლიათ, პარლამენტში შევიდნენ და საკუთარი მოსაზრებები იქ დააფიქსირონ.

„ჩვენი დათქმაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლება იმ პარტიას ექნება, რომელიც საბოტაჟის რეჟიმიდან საპარლამენტო მუშაობის რეჟიმში გადავა და პარლამენტში შევა. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი კრიტიკული მოსაზრება აქვთ. ეს გასაგებია, მაგრამ როგორც საარჩევნო სისტემა, ასევე ადმინისტრაციების დაკომპლექტება არის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური საკითხი, ამიტომ მასზე შეთანხმებას სხვა ფორმატი სჭირდება - პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა თქვან, რომ პარლამენტში შემოდიან და იღებენ მანდატს, რომელიც მათ აქვთ. ეს საექსპერტო საკითხი არ არის, ეს პოლიტიკური საკითხია. თუ საარჩევნო ცვლილებებზე პარტიებს აქვთ შენიშვნა და საკუთარი მოსაზრებები, მათ ჯიბეში უდევთ მანდატი, შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ. არ არის არანაირი პრობლემა. ამ პროცესში უნდა ჩაერთონ, რომ მათი ამომრჩევლის ინტერესი წარმოდგენილი იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

16 აპრილი 2021, 18:57

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს

საინტერესოა, ახლა რა მიზეზით გაჯიუტდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომ ხელი არ მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მამუკა მდინარაძე

16 აპრილი 2021, 18:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ

რადიკალები ამბობენ, რომ დოკუმენტს ხელს მაინც არ აწერენ. ასევე, „ვერ ხვდებიან“, საიდან მოვიდა 40% მაშინ, როდესაც 8 მარტის შეთანხმების პერიოდში თავად საუბრობდნენ 40%-იანი ლეგიტიმაციის აუცილებლობაზე. ეს შეთანხმებაშიც აისახა და ე.წ. ჩამკეტიც ამ პროცენტის მიხედვით დადგინდა! - ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

ირაკლი ბერაია

16 აპრილი 2021, 18:48

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: დღევანდელი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩვენი სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს

„დღევანდელი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩვენი სამართალდამცველების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ისეთი დანაშაულის ჩადენისას, როგორიც ბანკზე თავდასხმაა, ყოველთვის არსებობს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკი. ასეთ დროს, საპასუხო მოქმედების შედეგი პირდაპირ კავშირშია პოლიციის მოქმედების ეფექტიანობასთან“.

ვიოლა ფონ კრამონი

16 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს სასიკეთოდ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

გიგა ბოკერია

16 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე: 40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი

40%-ზე რას გულისხმობდა ვერ მივხვდი სიმართლე გითხრათ, - განაცხადა „ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ტვ პალიტრის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.

16 აპრილი 2021, 18:35

სამართალი

სამართალდამცველებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 450 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

16 აპრილი 2021, 18:28

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ნაწილი კი თავისი მოთხოვნის ერთგული დარჩება

აუცილებელია, რომ ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რადგან ის არაა შემუშავებული რომელიმე მხარის მიერ, არამედ შედგენილია მედიატორის მიერ, რომელმაც სამართლიანად ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

16 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

„კავკასუს ორგანიკ ფრუტსმა“ ჩირის ექსპორტი 20-30%-ით გაზარდა

ჩვენი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთის ფედერაციაში გადის. შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია 20-30%-ით. ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს ივნისიდან, რადგან აქტიური პერიოდი სწორედ ზაფხულში გვეწყება. ამასთანავე, წინასწარი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს, - ამის შესახებ „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ წარმომადგენელმა, სალომე ალანიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2021, 18:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახლა ჯერი ოპოზიციაზეა - შეძლებენ, თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, რომ „ქართული ოცნება" ამ პროცესში, იყო ყველაზე კონსტრუქციული და ქვეყანაზე მოფიქრალი. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. შეძლებენ, თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას“ - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ჩირი

16 აპრილი 2021, 18:22

ეკონომიკა

ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორი“ ექსპორტს ზრდის

„ჩიკორი“-ს გენერალური დირექტორის, ანანო ბეჟანიშვილის თქმით, კომპანიას 2021 წელს ექსპორტის 50%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი. პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩეხეთსა და ისრაელში“. „ჩიკორის“ ჩირი ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს ექსპორტზე გავიდა.

გიორგი ამილახვარი

16 აპრილი 2021, 18:16

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს

შოუ დამთავრდა - დესტრუქციას ძირი გამოეცალა, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს და უცვლელად აწერს ხელს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

ანგელა მერკელი

16 აპრილი 2021, 18:14

COVID19

ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შტეფენ ზაიბერტი ავრცელებს.

გიორგი ხანიშვილი

16 აპრილი 2021, 17:59

ეკონომიკა

გიორგი ხანიშვილი: 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო $753 მილიონიდან $265 მილიონამდე შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მილიონი დოლარიდან 265 მილიონ დოლარამდე შემცირდა და ეს იმას ნიშნავს, რომ დარგი სწორი სტრატეგიით იმართება. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ გაგუა

16 აპრილი 2021, 17:55

ეკონომიკა

ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა

საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან ოთხჯერ მეტი მოთხოვნა იყო ვიდრე მიწოდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „გირჩს“ აქვს სრული უფლება, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში

საქართველოს პარლამენტის კარი ღიაა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია და ჯერ კიდევ არ არიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად - ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამს ოპოზიცია

„ქართული ოცნება“ ვერ იტყვის, თუ როგორ მოიქცევა ოპოზიცია. ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად, როგორც მინიმუმ - ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან, ვისაც მართლა აინტერესებს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, დემოკრატია და არჩევნები. ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს და კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დაეთანხმება

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება „არჩევნების გაყალბების“ შესახებ არის უსაფუძვლო და ის არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს ხელს ვაწერთ დანიელოსნის შემოთავაზებულ დოკუმენტს და ასევე „ქართული ოცნება“ მზად არის პარლამენტში გადაიტანოს პროცესი და იქ ყველა პირობა, რომელზეც ოპოზიციაც მოაწერს ხელს, შესრულდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:26

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს

ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრებზე რა შემოგვთავაზა მედიატორმა

ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხთან მიმართებაში რა იყო მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. შემოთავაზებული სახით, ჩვენ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.