05 მარტი 2021, 15:53 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს

დიმიტრი ხუნდაძე და ანა ნაცვლიშვილი

დიმიტრი ხუნდაძე და ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ანა ნაცვლიშვილს პასუხობს.

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კოვიდინფექციის მართვის პროცესში არამხოლოდ საზედამხედველო საქმიანობას ეწევა, არამედ უშუალოდ მონაწილეობს ყველა პროცესში პანდემიის გამოცხადების დღიდან. რადგან კომიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა საკანონმდებლო საქმიანობა, ყველა მისი საკანონმდებლო ინიციატივა შუქდება და ის არ უნდა იყოს შეუმჩნეველი, მის მოსაძიებლად მხოლოდ სურვილია საჭირო. კომიტეტი ასევე ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და ყველა სხდომის შემდეგ იმართება საინფორმაციო ბრიფინგები. აღარ ვსაუბრობ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობაზე. რომ არ ჩავთვალოთ, რომ დავიზარე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კომიტეტის აქტივობებს ამ მიმართულებით:

1. 2020 წლის 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მუშაობაში, როგორც ამ საბჭოს წევრი დღემდე, კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის თავმჯდომარე. ყოველი საბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ კი იმართება საინფორმაციო ბრიფინგები.

2. კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით პანდემიის დაწყებისთანავე ხორციელდებოდა რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი, მდგომარეობის შესწავლა და ადგილზე რჩევების მიცემა.

3. 2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიეცა უფლება დაედგინა იზოლაციის ან/და კარანტინის წესი, ასევე განესაზღვრა შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც.

4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში 2020 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, სადაც შემუშავებული იქნა COVID 19-ით (დადასტურებული ან საეჭვო) პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და სტაციონარიდან გაწერის კრიტერიუმები, რომელიც გადაეგზავნა რეკომენდაციის სახით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

5. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, 2021 წლის იანვარში შეხვდნენ კლინიცისტებს: ბატონ თენგიზ ცერცვაძეს, ზურაბ უტიაშვილს, მაია ბუწაშვილს, ბიძინა კულუმბეგოვს და დარგის სხვა სპეციალისტებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა გამოწვევებს, ხარვეზებს და მისი გადაჭრის გზებს.

6. 2021 წლის 28 იანვარს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დროებითი წესი, რაც ითვალისწინებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხის დარეგულირებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, რაც მნიშვნელოვანი იყო კოვაქს პლათფორმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ვაქცინების მისაღებად.

7. 2021 წლის 17 თებერვალს შეხვედრა შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან, ხოლო 22 თებერვალს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აკირა იმამურასთან. ასევე შეხვედრა გაიმართა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორ - ჰანს კლუგეთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პანდემიასთან და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები.

8. 2021 წლის 18 თებერვალს მიღებულ იქნა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად გულისხმობდა პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას.

9. კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის ხელშეწყობით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის განწყობის შესწავლა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

10. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად იყო ჩართული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, მათ შორის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების საქართველოსთვის დროულად მიწოდების საკითხი მან განიხილა ყველა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრისას, მათ შორის, 2020 წლის 21 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან ჰანს კლუგესთან, 2021 წლის 9 თებერვალს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორთან პიტერ ვებლერთან, 2021 წლის 15 თებერვალს, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანთან ენდი მორტონთან, 2021 წლის 16 თებერვალს, ეუთოს თავმჯდომარესთან, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ან ლინდესთან და 2021 წლის 1-ელ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სირთულეები ნაკლები ზიანით დავძლიოთ და სწრაფად დავიწყოთ ვაქცინაცია, პროცესი მაინც ჭიანურდება. საქართველომ მის მიმართ ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, მაგრამ კოვაქს პლატფორმის მიერ დაპირებული ვაქცინა ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, რაზეც განმარტება კოვაქს პლატფორმის ხელმძღვანელმა პირებმა და ვაქცინის მწარმოებლებმა უკვე გააკეთეს. მიუხედავად შეფერხებისა, ვაქცინაცია საქართველოში უმოკლეს დროში დაიწყება. მთავარია, შემდეგ არ ვთქვათ უარი ვაქცინაზე“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

რა გააკეთეს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა და ორმა კონკრეტულმა უწყებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დროულად შემოსულიყო? - სწორედ ამ შინაარსის კითხვა გაუგზავნა 9 თებერვალს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:20

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:08

მსოფლიო

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ

აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 სექტემბერი 2026, 23:39

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

01 სექტემბერი 2026, 23:01

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 სექტემბერი 2026, 22:32

მსოფლიო

ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.

01 სექტემბერი 2026, 22:07

სამართალი

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.

ნინო თანდილაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

01 სექტემბერი 2026, 21:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად

სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:34

კულტურა

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:21

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი

01 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.

თამარ იოსელიანი

01 სექტემბერი 2026, 20:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

01 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:47

საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.

01 სექტემბერი 2026, 20:42

საზოგადოება

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:38

საზოგადოება

საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.