15 სექტემბერი 2022, 14:32 / სანდო წყარო

ანა ნაცვლიშვილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩართვაზე: ბატონმა შოლცმა ეს დააკონკრეტა? მე ბატონი შოლცისგან არ მომისმენია, რომ მან რომელიმე სართულზე, რომელიმე ოთახში შესვლისკენ მიგვითითა

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ წევრის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გერმანიის კანცლერს არ დაუკონკრეტებია, რომ ოპოზიცია სამუშაო ჯგუფების მუშაობაში უნდა ჩაერთოს.

„ბატონმა შოლცმა ეს დააკონკრეტა? მე ბატონი შოლცისგან არ მომისმენია, რომ მან რომელიმე სართულზე, რომელიმე ოთახში შესვლისკენ მიგვითითა“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. მისივე თქმით, კომიტეტების ფორმატში, მუშაობს იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 პუნქტი შესრულდეს.

„ახლა, როდესაც კომენტარს გაძლევთ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომიდან ვარ გამოსული, სადაც უნდა შევბრუნდე და სწორედ კომიტეტზე ვმუშაობ სწორედ იმ 12 რეკომენდაციის შესრულების ხელშესაწყობად, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა.

ყველა სიახლე

ალექსანდრე ლუკაშენკო

28 სექტემბერი 2022, 16:59

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პეტერ ფიშერი

28 სექტემბერი 2022, 16:57

საზოგადოება

გერმანიის ელჩმა საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ გახსნა

კონფერენცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებს ზრდასრულთა განათლების 100-მდე ექსპერტი, მკვლევარი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი გერმანიიდან, ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან და DVV International-ის პარტნიორი რეგიონებიდან - კავკასია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა, მოლდოვა და ცენტრალური აზია.

28 სექტემბერი 2022, 16:46

საზოგადოება

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო. არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ბრიტნი სპირსი და ელტონ ჯონი

28 სექტემბერი 2022, 16:38

კულტურა

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა დუეტი ჩაწერეს და ვიდეორგოლი გამოუშვეს

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა მათ ახალ დუეტზე Hold me Closer გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვეს. DW-ს ინფორმაციით, ეს სპირსის პირველი მუსიკალური ნამუშევარია 2016 წლის ალბომ Glory-ს შემდეგ. ვიდეო მეხიკოშია გადაღებული, მისი რეჟისორი ტამუ მუინოა, ქორეოგრაფი კი ჯეიკობ ჯონასი.

28 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს.

28 სექტემბერი 2022, 16:34

სამართალი

კაცი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ შეურაცხადად ცნო

მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ოჯახური ძალადობის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

28 სექტემბერი 2022, 16:31

საზოგადოება

თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან მიმდინარეობს.

28 სექტემბერი 2022, 16:27

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება (ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ხათუნა ბურკაძე

28 სექტემბერი 2022, 16:21

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: აუცილებელია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, გაეროსა და ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების ნაკადების მართვის საკითხები.

28 სექტემბერი 2022, 16:20

პოლიტიკა

ლაშა დარსალია და ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2022, 16:17

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს შესაძლებლობა მიეცემათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდადებულთან.

28 სექტემბერი 2022, 16:13

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას.

28 სექტემბერი 2022, 16:09

პოლიტიკა

პარტია „დროას“ და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა - შსს მათ აქციის გამართვის ადგილად გველეთს სთავაზობს

პარტიას „დროა“ და სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

ზურაბ ქადაგიძე

28 სექტემბერი 2022, 16:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას: ოგბუნუჯუს რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება-პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური პროსტიტუციით დაკავდე

ოგბუნუჯუს, რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება-პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური-პროსტიტუციით დაკავდე, რომ იქნებ ერთი ორი გრამი მიამატო შენ წონას- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რითაც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ დაგეგმილ ლარსის გამშვებ პუნქტთან მიმდინარე აქციას ეხმიანება.

28 სექტემბერი 2022, 15:55

კულტურა

რუსლან აბაშიძე ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერას დაესწრო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ირაკლი კოვზანაძე

28 სექტემბერი 2022, 15:53

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს

ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის პარამეტრების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია როგორც ფისკალური ასევე მონეტარული სტაბილურობის თვალსაზრისით. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

ანკა ფელდჰუზენი

28 სექტემბერი 2022, 15:52

მსოფლიო

უკრაინაში გერმანიის ელჩი: ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში

უკრაინაში გერმანიის ელჩის, ანკა ფელდჰუზენის განცხადებით, ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

28 სექტემბერი 2022, 15:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა - ლარსთან აქციის გამართვას პოლიტიკურად არ ვეთანხმები

„ხოშტარიასა და ოპოზიციის ნაწილის პოზიცია სუფთა პრორუსული პოზიციაა, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ამერიკელების და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციას, არამედ თავად უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „დროას“ მიერ ლარსთან აქციის გამართვაზე საუბრისას.

28 სექტემბერი 2022, 15:47

სამართალი

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

28 სექტემბერი 2022, 15:39

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.