07 მარტი 2021, 12:27 / სანდო წყარო

ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეს: რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის რა არაკაციც იყავი და ხარ

ნიკოლოზ მეტრეველი

ნიკოლოზ მეტრეველი

სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ჩემი ზოგიერთი წესიერი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. უფრო მეტიც, რეჟიმის შნირი იყო, - ასე პასუხობს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოსა“ და მისი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

„როდესაც ხალხს გლდანის ციხეში მასობრივად კლავდნენ, თვითონ მათ ქონებას იფორმებდა და კიდევ რა ჩამოვთვალო არ ვიცი! უამრავი ადამიანი მხვდება და ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ იმდენი ნაცებს არ უქნიათ, რაც ხაზარაძემ ზემოდან დაგვიმატაო. მოკლედ და გასაგებად - რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ“ - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ცოტა ხნის წინ, „ლელომ“ განცხადება გაავრცელა. პარტია ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 14:59

ეკონომიკა

„აფბა“ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას იწყებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იწყებს ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლას. როგორც „აფბას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში, გადამცემი ქსელის განვითარებას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

ვასილ ხოდელი

12 აპრილი 2021, 14:55

ეკონომიკა

ვასილ ხოდელი: „ლიბერთის“ ნებისმიერი სესხი საბაზრო პირობებით გაიცემა

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავეცით პასუხები იმ შეკითხვებს, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას. კერძოდ, ჩვენ მიმართ დასმულ ორივე შეკითხვაზე გვაქვს მკაფიო პასუხი, - ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ.

12 აპრილი 2021, 14:53

COVID19

პაატა იმნაძე: საბედნიეროდ, ჯერჯერობით ქვეყანაში მარტო ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ქვეყანაში მარტო ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული. არის კიდევ სხვა შტამები, იგივე ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე ცენტრის ხელმძღვანელებმა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ნახევარზე მეტ შემთხვევაში ბრიტანული შტამის გავრცელების ფაქტი დაადასტურეს. კერძოდ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთლიანად ევროპაში ე.წ. ბრიტანული შტამი დაახლოებით, 90%-ის შემთხვევებში ცირკულირებს, საქართველოში კი უკვე 50-70%-ის შემთხვევაში.

პაატა იმნაძე

12 აპრილი 2021, 14:45

COVID19

პაატა იმნაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის კარანტინის მოხსნაზე: მიმდინარეობს რისკების შეფასება და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება

„ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი მოქმედებდა ქვემო ქართლში, როდესაც იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. იგივე რეჟიმი მოქმედებდა სვანეთში შარშან ზაფხულში, როდესაც სვანეთში სიტუაცია განსხვავდებოდა და იქიდან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი. სხვათა შორის არა მინიმალური 5-დღიანი, არამედ გაცილებით მეტი. ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება. ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები“, - განაცხადა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 14:42

COVID19

რამდენ აცრილ ადამიანს გამოუვლინდა საქართველოში გვერდითი მოვლენა. ამირან გამყრელიძის განმარტება

„მოგეხსენებათ, ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი. დადგენილია სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებენ სამედიცინო დაწესებულებები, თუ ასეთი მოვლენა აღინუსხება. ამ დროისთვის, ოფიციალურად, აღნუსხულია 34 გვერდითი მოვლენა. მათგან, 7 უფრო მძიმე იყო, დანარჩენი - შედარებით, ნაკლებად მძიმე“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ხათუნა ზახაშვილი

12 აპრილი 2021, 14:32

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ქვეყანაში ვაქცინის მხოლოდ შემოტანა არაა ხსნა, მთავარია, ის თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს

ქვეყანაში ვაქცინის მხოლოდ შემოტანა არაა ხსნა, მთავარია, ის თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს. გვახსოვდეს, რომ ვიდრე აცრილები არ ვართ, აუცილებელია, გავაგრძელოთ ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც რეკომენდებულია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კელი დეგნანი

12 აპრილი 2021, 14:29

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მჯერა, პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნისთვის სასწორზე და წავლენ რთულ კომპრომისზე

პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის“,- განაცხადა დეგნანმა.

მიხეილ ხიდურელი

12 აპრილი 2021, 14:22

ეკონომიკა

FDI-ის გრანტის მექანიზმით ათამდე საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი (FDI გრანტი), რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. „ამ ეტაპზე FDI-ს გრანტის მექანიზმით ათამდე საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ჩვენი ინვესტიციების გუნდი აწარმოებს“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

12 აპრილი 2021, 14:21

თავდაცვა

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სპეციალური ტექნიკა გადასცა. საქართველოს ტექნიკა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში გადმოეცა.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 14:20

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვიდმეტივე კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაშია, წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო

„შეიძლება თავი მოგაწყინეთ, მაგრამ ჩვიდმეტივე კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ, როგორმე უნდა მოვითმინოთ და გარკვეული პერიოდი თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. და რა თქმა უნდა, მეხუთე, დღეს მთავარი - იმუნიზაციის მეტად გააქტიურება. თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას. ამ დონეზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში შევალთ უფრო მეტად დამშვიდებულები, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 14:14

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის

დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყენაში აცრილია 20 622 ადამიანი, გუშინ კი 928 ადამიანი აიცრა, ბოლო 1 კვირის განმავლობაში კი საშუალო რაოდენობა 1200-ის ფარგლებშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

12 აპრილი 2021, 14:10

კულტურა

იყო თუ არა ადრეული Homo-ს ტვინი პრიმიტიული. უახლესი კვლევა, რომლის ფარგლებშიც დმანისში აღმოჩენილი თავის ქალაც შეისწავლეს

მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა სტატია The Primitive Brain of Early Homo (ადრეული Homo-ს პრიმიტიული ტვინი). სტატიაში, რომლის ავტორებიც შვეიცარიის, საფრანგეთის, ისრაელის, აშშ-ის, ისრაელის, ინდონეზიისა და საქართველოს სამეცნიერო ცენტრებს წარმოადგენენ, გაანალიზებულია აფრიკაში, აზიასა (იავა, ჩინეთი) და დმანისში ნაპოვნი ადრეული Homo-ს ტვინის აგებულება.

12 აპრილი 2021, 14:03

საზოგადოება

რა უნდა იცოდეთ საგნების არჩევის შესახებ - გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე 15 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

12 აპრილი 2021, 13:58

რეგიონი

დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

ვახტანგ მეგრელიშვილი

12 აპრილი 2021, 13:48

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: წარმოდგენა არ მაქვს, რა შეხვედრები განახლდა, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ პროცესში

„წარმოდგენა არ მაქვს, რა შეხვედრები განახლდა, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეთანხმება რამე ფორმით შედგეს და ეს კონფლიქტი დასრულდეს, მაგრამ ამის ლოდინი აღარ არის ჩვენი ვალდებულება. ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების ერთადერთ ვარიანტად ვხედავ, რომ ეს კატასტროფული დაპირისპირება ამ ორ დიდ პარტიას შორის დასრულდეს“ - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

12 აპრილი 2021, 13:47

სამართალი

აფხაზეთის მთავრობის შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით, 6 პირია დაკავებული.

12 აპრილი 2021, 13:40

სპორტი

რა შედეგით დაასრულეს ქართველმა მოჭიდავეებმა ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირი. დეტალურად

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან, ტურნირის ჩემპიონი გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები ნიკოლოზ ჭიკაძემ (77 კგ) და ბაკურ გოგოლმა (82 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ) და თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) გახდნენ.

12 აპრილი 2021, 13:36

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, თუმცა კრემლისგან პასუხი ჯერ არ მიუღია

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იულია მენდელმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, თუმცა კრემლისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მამუკა ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თვითონ მონაწილეობდა არაერთი რეკეტის საქმეში

მამუკა ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თვითონ მონაწილეობდა არაერთი რეკეტის საქმეში და ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებს გამიჯვნას „ნაცმოძრაობისგან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. კობახიძე ინტერვიუში IRI-ის კვლევების მიხედვით „ლელოს“ რეიტინგის ვარდნის ფაქტსაც გამოეხმაურა.

12 აპრილი 2021, 13:18

მსოფლიო

ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობა დაგმეს

ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობა დაგმეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.