imedi /  08 მარტი 2021, 16:20 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან რეგულარულად ინტერესდებიან საქართველოში არსებული ვითარებით

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

„ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან რეგულარულად ინტერესდებიან საქართველოში არსებული ვითარებით და ეს დებატები მათ შესაძლებლობას მისცემთ, იმსჯელონ საქართველოზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ხვალ დაგეგმილია საქართველოს შესახებ დებატები ევროპარლამენტში. ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირიდან. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან აიტერესებთ და დაინტერესებულები არიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით.

ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტიდან რეგულარულად ინტერესდებიან საქართველოში არსებული ვითარებით და ეს დებატები მათ შესაძლებლობას მისცემთ იმსჯელონ საქართველოზე.

ევროპარლამენტში მოხსენებას წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა დასაგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ძირითადად შეფასებები შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდება. ევროპულ ინსტიტუტებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს უყურებენ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოში და პირადად მის ჩართულობას მედიაციის პროცესში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ყველა დაინტერესებულია, მხარებმა კომპრომისს მალე მიაღწიონ და ვიხილოთ პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 18:45

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

15 აპრილი 2026, 18:43

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება

გრან პალეში (Grand Palais) ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით.

15 აპრილი 2026, 18:41

პოლიტიკა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

15 აპრილი 2026, 18:39

პოლიტიკა

პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესების საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღო.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 18:31

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში

„ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

15 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება და 72 ხმით მხარი დაუჭირა.

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონი

15 აპრილი 2026, 18:27

მსოფლიო

ტრამპი მელონიზე: ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის განცხადებით, ორ ლიდერს შორის არსებული მჭიდრო კავშირი წარსულს ჩაბარდა, რისი მიზეზიც ირანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური რომის პოზიცია გახდა.

კირ სტარმერი

15 აპრილი 2026, 18:15

მსოფლიო

კირ სტარმერი: ჩვენ არ ვაპირებთ ირანში მიმდინარე ომში ჩათრევას - ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა სხვა კურსი ამერჩია, ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ დათმობს და არ შეიცვლის პოზიციას ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კრიტიკის მიუხედავად.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ფაქტია, რომ ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს საერთაშორისო ზეწოლას უმკლავდება - ამ ვითარებაში ჩვენი საელჩოები უფრო აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას

ჩვენი საელჩოები გაცილებით უფრო აქტიურები უნდა იყვნენ და აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

ქადაგიშვილი: პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა, გადაივლის და დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას

პოლიტიკა და პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა გადაივლის და საბოლოო ჯამში დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას

ის რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის? მიდიან აბსურდამდე ანუ ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 17:57

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს

„რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ პირობითად სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს პირველ რიგში. ერთია პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და მეორეა რეალობა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობის დროს ადრე თუ გვიან ყოველთვის იჩენს თავს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2026, 17:53

რეგიონი

ქუთაისის მერიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მიხეილ პოპშოი

15 აპრილი 2026, 17:52

მსოფლიო

მოლდოვა დსთ-ს ოფიციალურად 2027 წლის 8 აპრილს დატოვებს

მოლდოვის ხელისუფლებამ დსთ-ს სამდივნოს, რომელიც ქალაქ მინსკში მდებარეობს, 8 აპრილს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად მიმართა, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ პოპშოიმ.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის სტაბილურობა და მდგრადობა, რაც საქართველომ გამოიჩინა, აჩვენებს, რომ საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ყველაზე უფრო მყარი სახელმწიფო

გეოპოლიტიკური მოცემულობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო არის უალტერნატივო და საქართველოს მისწრაფება ევროპასთან მიმართებაში არის უცვლელი. საქართველო ამ გზაზე ივლის თავისი ნებით და არა სხვისი მომსახურე სახელმწიფოს როლში. დღეს, ამასთან შეგუება არის ყველაზე მთავარი გარკვეული წრეებისათვის დასავლეთში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2026, 17:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და მაიკლ ო’ფლაერტიმ თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2026, 17:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე

სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთში.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2026, 17:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პატრიარქის წინააღმდეგ, მოსაყდრის წინააღმდეგ

„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, მოსაყდრის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.

მასუდ პეზეშკიანი

15 აპრილი 2026, 17:26

მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი: აშშ-ის და ისრაელის ნებისმიერი მცდელობა ირანს კაპიტულაცია აიძულოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული

ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ამერიკისა და ისრაელის ნებისმიერი მცდელობა ირანს კაპიტულაცია აიძულოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2026, 17:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, ახლა მორიგ სერიას უყურებს და ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში ვენესუელაში მოხდა გარე ჩარევით პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა

„ოპოზიციას თავი კინოში ჰგონიათ, ყველაფერს უყურებენ, როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რომელიც მათ სჭირთ. ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.