imedi /  11 მარტი 2021, 11:45 / სანდო წყარო

დიეგო კოლასი: მივესალმებით სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, ვფიქრობ, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა

დიეგო კოლასი

დიეგო კოლასი

„თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განუცხადა.

„ფრანკოფონიის ფორუმზე თემა არის ერთმანეთთან დაახლოება, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთთან საუბარი და ჩვენი პოზიციების დაახლოება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს შთააგონებს იმ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მივესალმებით ბატონი შარლ მიშელის ვიზიტს და შეთავაზებას, რომ დაფუძნებულიყო მედიაცია ამ მოლაპარაკებების დასახმარებლად, მხარეების ერთმანეთთან დასაახლოებლად. ჩვენ მივესალმებით სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას, რომლის ვიზიტი ძალიან მალე დაიწყება. ბევრი იდეაა განხილვის პროცესში. მოლაპარაკებების პარამეტრები ახლა უკვე ნათელია. ჩვენ ასევე გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებების პოზიციები, რომლებმაც თავისი ინიციატივები გამოთქვეს. ვფიქრობ, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

ყველა სიახლე

20 მარტი 2026, 23:07

საზოგადოება

საპატრიარქო: სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ნინო სურგულაძე

20 მარტი 2026, 23:02

საზოგადოება

ნინო სურგულაძე პატრიარქზე: ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს

პატრიარქის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ის სურვილია, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთიანები და ერთმანეთი გვყვარებოდა. ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა, მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ.

შავკატ მირზიოევი

20 მარტი 2026, 22:50

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო. უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და ქართველი ხალხის მიმართ.

ავთო არაბული

20 მარტი 2026, 22:39

საზოგადოება

ავთო არაბული: ახლა იწყება პატრიარქის მოღვაწეობის მეორე ეტაპი

„ეს აღმავლობა იმის იმედს მაძლევს, რომ ეკლესიაშიც, სარწმუნოებასა და საზოგადოებაშიც, ის რაც ვერ შევუსრულეთ სულიერ მამას, ახლა უნდა შევძლოთ, რომ კონსოლიდაცია, ის სიყვარული, რომელსაც გვიქადაგებდა, ეს ავაღორძინოთ და მგონია, რომ ეს იქნება ახალი გზა საქართველოს გამთლიანებისა და გაბრწყინების“, - აღნიშნა არაბულმა.

აკადემიკოსი ავთო არაბული

20 მარტი 2026, 22:35

საზოგადოება

აკადემიკოსი ავთო არაბული პატრიარქზე: „საქართველო მიყვარხარ“ - რას ნიშნავდა მისთვის ამის თქმა, მხოლოდ მან იცოდა, რომ სიყვარული დაბრუნდებოდა და ჩვენ სასწაულის მომსწრე ვართ. ამას ვხედავთ, რომ საქართველო აბრუნებს სიყვარულს

ეს არა მხოლოდ გლოვაა, არის მადლიერების გამოხატვა, სიყვარულის დაბრუნება, იმ სიყვარულის, რომელსაც ასე გასცემდა პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ აკადემიკოსმა, ავთო არაბულმა. მან პატრიარქის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ჯერაც წინ არის გააზრება იმის, თუ რა დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენ.

20 მარტი 2026, 22:29

რეგიონი

ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს

ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს, რომელიც 22 მარტის ჩათვლით დარჩება.

20 მარტი 2026, 22:24

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. იგი დაუღალავად ემსახურებოდა მშვიდობას, შერიგებას და საქართველოს მდიდარი კულტურული და ზნეობრივი მემკვიდრეობის დაცვას.

20 მარტი 2026, 22:17

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

20 მარტი 2026, 22:04

მსოფლიო

ტრამპმა MS NOW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ის, რაც ზელენსკიმ თქვა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა უკრაინამ აშშ-ის დასახმარებლად, ის ამას მხოლოდ პოლიტიკური და პიარ მიზნებისთვის აკეთებს, მათ არაფერი გაუკეთებიათ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ საკაბელო ტელეარხ MS NOW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

20 მარტი 2026, 21:42

საზოგადოება

პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მივიდა.

ილია მეორე

20 მარტი 2026, 21:24

საზოგადოება

ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ - საქართველო სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობაზე დაშვებულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. სამძიმარს უცხადებენ ქვეყანას ვატიკანი, სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიები და კონფესიების წარმომადგენლები.

20 მარტი 2026, 21:20

საზოგადოება

უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება როგორც მიკროავტობუსები, ისე რკინიგზა.

20 მარტი 2026, 21:16

საზოგადოება

სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს

სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი, რასტისლავ ჩოვანეცი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

20 მარტი 2026, 21:06

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, მსვლელობით მივიდნენ.

20 მარტი 2026, 21:02

საზოგადოება

შსს: 21 მარტს, 15:00 საათიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

დეკანოზი დავით ტატანაშვილი

20 მარტი 2026, 21:00

საზოგადოება

დეკანოზი დავითი: სიონში, წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი

„აირჩა განსაკუთრებული ადგილი, ამბიონი, ამაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთი მხარე, აქ არის ორი დიდი სიწმინდე და მათ შორის კეთდება ეს საფლავი. წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი. სიონი საქართველოსთვის ისედაც დედა ეკლესიაა და პატრიარქის განსვენების შემდგომ უფრო დიდი სითბო და სიყვარული დაივანებს ამ ტაძარში“, - აღნიშნა დეკანოზმა.

ანზორ ჩუბინიძე

20 მარტი 2026, 20:52

საზოგადოება

ანზორ ჩუბინიძე: ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს - სიონში დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის

ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს, - განუცხადა ჟურნალისტებს სამების ტაძრის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ.

20 მარტი 2026, 20:39

საზოგადოება

სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

ტაძარში 24 საათის განმავლობაში ხალხის უწყვეტი ნაკადია. მოქალაქეები ქვეყნის ყველა კუთხიდან იკრიბებიან, რათა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგონ. სამებაში დღეს ქართველი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. ასევე, ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და კიდევ ბევრი სხვა უწყების თუ პროფესიის წარმომადგენლები.

20 მარტი 2026, 20:37

რეგიონი

აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფოტო განთავსდა

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი სახელმწიფო კომისიის მიერ იქნა მიღებული. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

გიორგი სიხარულიძე

20 მარტი 2026, 20:20

საზოგადოება

გიორგი სიხარულიძე: ის რაც ახლა სამების ტაძართან ხდება, ყველაფერზე მეტყველებს - საზოგადოების ასეთი კათარზისი, ასეთი ერთიანობა იმედს მაძლევს, რომ ხვალინდელი დღე კარგი უნდა იყოს

„საზოგადოების ასეთი კათარზისი, ასეთი ერთიანობა იმედს მაძლევს, რომ ხვალინდელი დღე ჩვენს ქვეყანაში იმედიანი და კარგი უნდა იყოს. ეს არის ეპოქა, რომელიც დასრულდა, მაგრამ იმედიანად ვარ, როდესაც შევცქერი ახალგაზრდებს. როდესაც ვუყურებ ამდენ ხალხს, რომელიც ასეთ სიყვარულს გამოხატავს პატრიარქის მიმართ“,- აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.