დიეგო კოლასი: საფრანგეთი საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც დაეხმარება
დიეგო კოლასი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საფრანგეთი საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც დაეხმარება. ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.
„მთელ გუნდს ვულოცავ. 2020 წელი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები დაჰპირდნენ საქართველოს, რომ კოვიდის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნენ. იმ დღიდან, 190 მლნ ევრო გამოვყავით კოვიდის პერიოდში, დახმარების სახით. ძალიან ვამაყობთ, რომ არა მარტო დავპირდით ქვეყანას, არამედ შევასრულეთ ერთ თვეში ეს პირობა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ პოსტპანდემიურ პერიოდშიც გპირდებით დახმარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიკური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, ინვესტიცია განვახორციელოთ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში. ზუსტად ამიტომ არის ეს მემორანდუმი, რომელსაც რამდენიმე წუთში ხელს მოაწერენ ბატონი მინისტრი და ქალბატონი სესილი, ასევე მნიშვნელოვანია, ასეთი მეგობრული სულისკვეთებისთვის, საქართველოსთვის და საფრანგეთისთვის, იმიტომ, რომ 3 წლის განმავლობაში, ეს არის ამბიციური პროგრამა. თქვენ სწორად ბრძანეთ ბატონო პრემიერო, რომ 150 მლნ ევრო იქნება წელიწადში, 3 წლის განმავლობაში, თანასწორ ნაწილებად და ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება, დაახლოებით 30 მლნ ევროს ოდენობით, ამ თანხის ზემოდან. მე მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს. ჯამში, ჩვენი მიზანი არის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, გავაძლიეროთ პროდასავლური გარემო საქართველოში, შევიმუშაოთ ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ საოცარი ამბები ხდება და მოხდება. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო თბილისში ხორციელდება. ძალიან საინტერესო პროექტებია, არა მარტო მწვანე კონცეფციის და ტრანსპორტის სფეროში, არამედ ინკლუზიური პროექტები ხორციელდება საბინაო მეურნეობებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის და ზოგადად, განვითარების კონტექსტში მოხდება თბილისის მასშტაბით“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა.
მან სხვადასხვა პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით.
„რამდენიმე თვის წინ თბილისს მიენიჭა „წიგნის დედაქალაქის“ სტატუსი და ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი განხორციელდება მომავალში. სხვა მაგალითებიც გვაქვს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხორციელდება, სოფლის მეურნეობის სფეროში, წყლის რესურსების მართვის სფეროში, ირიგაციის სფეროში და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. არა მარტო ახალი აპარატურა, ახალი მანქანა-დანადგარები, ახალი დინამიკური განვითარება, არამედ ადგილობრივი დემოკრატიის წეს-ჩვეულებების განვითარებაც მოხდება, განმტკიცება და ეს ყველაფერი მოიტანს წარმატებას. იქნება სხვა პროგრამები სოციალური კოდექსის განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რეგიონულ განვითარებაზეც მინდა იგივე ვთქვა. კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ხაზი გავუსვა არის არა მარტო ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს გუნდური მიდგომა და ეს ბუნებრივია, საქართველოს და საფრანგეთს შორის გუნდურ მიდგომას ვგულისხმობ და ეს არის „ჰაშთაგით“ მეგობრობა ევროპაში, რომელიც ასე შუქდება მედიაში ევროპის მასშტაბით და ასევე მინდა ვთქვა, რომ ტრადიციული პარტნიორები, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს გერმანიაში, რიგით მეორე ვთქვათ საქართველოში არის KFW, ენერგეტიკის სფეროში ერთად ვახორციელებთ პროგრამებს და მათაც ვაქებთ და ყოველთვის შევაქებთ, ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც გვაქვს ძალიან კარგი პროგრამები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ ინიციატივებს და ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მათთან მუშაობა დასავლეთ ევროპული ინიციატივის გაძლიერების და კონსოლიდაციის კუთხით. ასევე, ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთანაც. ეს არის ერთობლივი დაგეგმვის, ერთობლივი განხორციელების პროგრამა. ამიტომ გიხდით მადლობას ბატონო პრემიერო, რომ ამ ცერემონიას დღეს აქ ვმართავთ და ასევე მადლობას ვუხდი სესილს და ბატონ ლაშას ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.
საფრანგეთი საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ყველა სიახლე
20 მარტი 2026, 23:07
საზოგადოება
საპატრიარქო: სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
20 მარტი 2026, 23:02
საზოგადოება
ნინო სურგულაძე პატრიარქზე: ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს
პატრიარქის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ის სურვილია, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთიანები და ერთმანეთი გვყვარებოდა. ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა, მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ.
20 მარტი 2026, 22:50
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო. უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და ქართველი ხალხის მიმართ.
20 მარტი 2026, 22:39
საზოგადოება
ავთო არაბული: ახლა იწყება პატრიარქის მოღვაწეობის მეორე ეტაპი
„ეს აღმავლობა იმის იმედს მაძლევს, რომ ეკლესიაშიც, სარწმუნოებასა და საზოგადოებაშიც, ის რაც ვერ შევუსრულეთ სულიერ მამას, ახლა უნდა შევძლოთ, რომ კონსოლიდაცია, ის სიყვარული, რომელსაც გვიქადაგებდა, ეს ავაღორძინოთ და მგონია, რომ ეს იქნება ახალი გზა საქართველოს გამთლიანებისა და გაბრწყინების“, - აღნიშნა არაბულმა.
20 მარტი 2026, 22:35
საზოგადოება
აკადემიკოსი ავთო არაბული პატრიარქზე: „საქართველო მიყვარხარ“ - რას ნიშნავდა მისთვის ამის თქმა, მხოლოდ მან იცოდა, რომ სიყვარული დაბრუნდებოდა და ჩვენ სასწაულის მომსწრე ვართ. ამას ვხედავთ, რომ საქართველო აბრუნებს სიყვარულს
ეს არა მხოლოდ გლოვაა, არის მადლიერების გამოხატვა, სიყვარულის დაბრუნება, იმ სიყვარულის, რომელსაც ასე გასცემდა პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ აკადემიკოსმა, ავთო არაბულმა. მან პატრიარქის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ჯერაც წინ არის გააზრება იმის, თუ რა დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენ.
20 მარტი 2026, 22:29
რეგიონი
ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს
ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს, რომელიც 22 მარტის ჩათვლით დარჩება.
20 მარტი 2026, 22:24
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. იგი დაუღალავად ემსახურებოდა მშვიდობას, შერიგებას და საქართველოს მდიდარი კულტურული და ზნეობრივი მემკვიდრეობის დაცვას.
20 მარტი 2026, 22:17
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.
20 მარტი 2026, 22:04
მსოფლიო
ტრამპმა MS NOW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ის, რაც ზელენსკიმ თქვა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა უკრაინამ აშშ-ის დასახმარებლად, ის ამას მხოლოდ პოლიტიკური და პიარ მიზნებისთვის აკეთებს, მათ არაფერი გაუკეთებიათ“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ საკაბელო ტელეარხ MS NOW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
20 მარტი 2026, 21:42
საზოგადოება
პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მივიდა.
20 მარტი 2026, 21:24
საზოგადოება
ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ - საქართველო სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობაზე დაშვებულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. სამძიმარს უცხადებენ ქვეყანას ვატიკანი, სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიები და კონფესიების წარმომადგენლები.
20 მარტი 2026, 21:20
საზოგადოება
უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება როგორც მიკროავტობუსები, ისე რკინიგზა.
20 მარტი 2026, 21:16
საზოგადოება
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი, რასტისლავ ჩოვანეცი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
20 მარტი 2026, 21:06
საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, მსვლელობით მივიდნენ.
20 მარტი 2026, 21:02
საზოგადოება
შსს: 21 მარტს, 15:00 საათიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.
20 მარტი 2026, 21:00
საზოგადოება
დეკანოზი დავითი: სიონში, წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი
„აირჩა განსაკუთრებული ადგილი, ამბიონი, ამაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთი მხარე, აქ არის ორი დიდი სიწმინდე და მათ შორის კეთდება ეს საფლავი. წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი. სიონი საქართველოსთვის ისედაც დედა ეკლესიაა და პატრიარქის განსვენების შემდგომ უფრო დიდი სითბო და სიყვარული დაივანებს ამ ტაძარში“, - აღნიშნა დეკანოზმა.
20 მარტი 2026, 20:52
საზოგადოება
ანზორ ჩუბინიძე: ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს - სიონში დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის
ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს, - განუცხადა ჟურნალისტებს სამების ტაძრის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ.
20 მარტი 2026, 20:39
საზოგადოება
სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება
ტაძარში 24 საათის განმავლობაში ხალხის უწყვეტი ნაკადია. მოქალაქეები ქვეყნის ყველა კუთხიდან იკრიბებიან, რათა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგონ. სამებაში დღეს ქართველი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. ასევე, ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და კიდევ ბევრი სხვა უწყების თუ პროფესიის წარმომადგენლები.
20 მარტი 2026, 20:37
რეგიონი
აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფოტო განთავსდა
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი სახელმწიფო კომისიის მიერ იქნა მიღებული. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
20 მარტი 2026, 20:20
საზოგადოება
გიორგი სიხარულიძე: ის რაც ახლა სამების ტაძართან ხდება, ყველაფერზე მეტყველებს - საზოგადოების ასეთი კათარზისი, ასეთი ერთიანობა იმედს მაძლევს, რომ ხვალინდელი დღე კარგი უნდა იყოს
„საზოგადოების ასეთი კათარზისი, ასეთი ერთიანობა იმედს მაძლევს, რომ ხვალინდელი დღე ჩვენს ქვეყანაში იმედიანი და კარგი უნდა იყოს. ეს არის ეპოქა, რომელიც დასრულდა, მაგრამ იმედიანად ვარ, როდესაც შევცქერი ახალგაზრდებს. როდესაც ვუყურებ ამდენ ხალხს, რომელიც ასეთ სიყვარულს გამოხატავს პატრიარქის მიმართ“,- აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.


