imedi /  12 მარტი 2021, 14:42 / სანდო წყარო

პიტერ სიიარტო: მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

დავით ზალკალიანი პიტერ სიიარტო

დავით ზალკალიანი
პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და პროგრამაში საქართველოს გამორჩეულ როლზე ისაუბრა.

„უნგრეთი, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ განლაგებული ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი მხარდამჭერია, სადაც საქართველო ნამდვილად ძირითად როლს თამაშობს. ჩვენ აღმოსვალეთ პარტნიორობის პროგრამას განვიხილავთ, როგორც საუკეთესო მექანიზმს ევროკავშირის გაძლიერებისთვის.

ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად სწორედ ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ახლი პარტნიორების, ახალი მოკავშირეების ძებნა არის საჭირო. ამ მიმართულებით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოხარული ვართ, რომ საქართველო დგამს ამ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეგიძლიათ უნგრეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა სიიარტომ.

პრესკონფერენციაზე სიიარტომ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოსთან უფრო ძლიერი თანამშრომლობის აუცილებლობას და კვლავ დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა ამ გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონტრიბუცია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იძლევა ნატოსთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის უფლებას. უნგრელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს 9%-ით შემცირდა გლობალური ვაჭრობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენ 9%-ით გავზარდეთ ვაჭრობა. უნგრული ფარმაცევტული კომპანია საქართველოში მოქმედ 10 წამყვან კომპანიას შორისაა, ქ. ქუთაისში წარმატებით მუშაობს უნგრული ავიაკომპანია “WizzAir”, აქტიურად ვთანამშრომლობთ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში, ასევე შესაძლოა უნგრული კომპანიები ჩართული იყვნენ საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის წყლის მომარაგების სიტემის უზრუნველყოფაში.

უნგრულმა “Exim” ბანკმა 140 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო, რათა გამარტივდეს უნგრული კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და განვითარდეს უნგრულ-ქართული ბიზნესების თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ცენტრალურ ევროპაში ენერგომომარაგების დივერსიფიცირების კუთხით. უნგრეთის ინტერესშია, რომ კავკასიის გაზი ჩავიდეს ცენტრალურ ევროპაში და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, როგორც სატრანზიტო ქვეყანას“, - განაცხადა მინისტრმა.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. სიაარტოს განცხადებით, აქტიურია უნგრული სტიპენდიების მოთხოვნა საქართველოდან და წელს 262-მა სტუდენტმა შეიტანა შესაბამისი განაცხადი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში.

პრესკონფერენციის დასასრულს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი და საქართველო კვლავაც განაგრძობენ მუშაობას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 00:01

მსოფლიო

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

ლევან მაჭავარიანი

15 აპრილი 2026, 23:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია

არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:51

პოლიტიკა

პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

სკოტ ბესენტი

15 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:32

საზოგადოება

პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი

დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

15 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:16

პოლიტიკა

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

კეროლაინ ლევიტი

15 აპრილი 2026, 23:15

მსოფლიო

თეთრი სახლი ირანთან შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს

თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან „შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს“. ამასთანავე აღინიშნა, რომ პირისპირ მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სავარაუდო ადგილი პაკისტანი იქნება.

15 აპრილი 2026, 22:52

საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

15 აპრილი 2026, 21:43

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.

ბორის პისტორიუსი

15 აპრილი 2026, 21:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

15 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

მაია ბითაძე

15 აპრილი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის

მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.