imedi /  15 მარტი 2021, 23:24 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ლიდერებში არიან დამნაშავეები და ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავს სტრასბურგში გასაჩივრებას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი არის აღიარებული კრიმინალი რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ოპოზიციის ლიდერებში დამნაშავეები არიან.

„უდანაშაულობის პრეზუმპცია რომ არ დავარღვიო, დავიწყებ სააკაშვილით, რომლის მიმართაც არის რამდენიმე განაჩენი და ის ემალება გამოძიებას. ეს პირველი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, აღიარებული კრიმინალი რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდზე. ნიკანორ მელია, რომელსაც აქვს ასევე მსჯავრი კონკრეტულ დანაშაულზე. ის აკოტრებდა კერძო ბანკს.

უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მლნ და ამისთვის აქვს შეფარდებული სასჯელი. აღარ გავაგრძელებ. ეს ლიდერები, რომლებიც იპარავდნენ ხალხის ფულს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. არიან დამნაშავეები და მათი დანაშაულები არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ, ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავს ვერც ერთი სასჯელის გაგზავნას სტრასბურგში, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი არიან აღიარებული დამნაშავეები შესაბამისად, თუმცა რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

09 ივლისი 2026, 13:27

საზოგადოება

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს - დახმარება ექნება, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების შესახებ შეკითხვაზე პასუხად.

09 ივლისი 2026, 13:27

მსოფლიო

უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ფრონტზე სიტუაცია ისეთი კარგი არ არის, როგორც ზელენსკი აცხადებს

უკრაინულმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-მ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც მიმოხილულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და არსებული საფრთხეები.

კახა კალაძე

09 ივლისი 2026, 13:24

პოლიტიკა

კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა. მისივე განმარტებით, აღნიშნული რეზოლუციაც, წინა ვარიანტის მსგავსად, ტყუილითა და ცილისწამებითაა გაჯერებული.

კახა კალაძე

09 ივლისი 2026, 13:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება

სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას - „ტელეკომპანია „იმედის” 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოვლინდა“. საუბარია „ქარდზე“, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

ბონი ტაილერი

09 ივლისი 2026, 13:21

კულტურა

მომღერალი ბონი ტაილერი გარდაიცვალა

მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის წუხელ „მოულოდნელად“ გარდაიცვალა პორტუგალიის საავადმყოფოში, „იმ დაავადების შედეგად, რომელსაც მკურნალობდა“.

მარიამ ლაშხი

09 ივლისი 2026, 13:19

რეგიონი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა

ზემო აჭარაში, შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და ხელოვნების სკოლაში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

09 ივლისი 2026, 13:15

საზოგადოება

საქპატენტმა ჟენევაში მასშტაბური ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა წარუდგინა

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა.

09 ივლისი 2026, 13:11

სამართალი

სულხან თამაზაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად კი საექსპერტო-კრიმინალისტიკური და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტები მოინახულა.

09 ივლისი 2026, 13:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

09 ივლისი 2026, 12:58

მსოფლიო

მერცის განცხადებით, აშშ-მა გერმანიას Tomahawk-ის ტიპის რაკეტების ყიდვის ნებართვა მისცა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ ბერლინს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების ყიდვის უფლება მისცა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 12:54

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს.

09 ივლისი 2026, 12:52

ეკონომიკა

სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლონდონის საფონდო ბირჟისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს აიუნა ნეჩაევას და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კახა კალაძე

09 ივლისი 2026, 12:49

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ

„ჩვენ მომავალშიც ისეთივე პასუხისმგებლობით განვაგრძობთ თბილისის გამწვანებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ქალაქი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს; ქალაქი, სადაც სისუფთავე, წესრიგი, სიმწვანე და ადამიანზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რადგან ქალაქის სიყვარული სიტყვებით კი არ იზომება, არამედ ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და გაფრთხილებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

09 ივლისი 2026, 12:48

რეგიონი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საპარკინგე სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, შემზღუდავი ბარიერებისგან ტერიტორიას ათავისუფლებს.

09 ივლისი 2026, 12:43

რეგიონი

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება

პროექტის დაწყებას საფუძველი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.

დავით ქართველიშვილი

09 ივლისი 2026, 12:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკრაინული საზოგადოება ხელისუფლებას სიგნალს უგზავნის - ხალხი ჯერ კიდევ მზად არის სახელმწიფოს გვერდით დადგეს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად არის მზად უსასრულო მობილიზაციისა და ომის ტვირთის ასატანად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკების შემდეგ, ლვოვში პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს სამხედრო გაწვევის ცენტრის თანამშრომლებს და მათი სამსახურეობრივი ავტომობილი გადააყირავეს. ანალიტიკოსი წერს, რომ მსგავსი ინციდენტი ივნისში კიევშიც დაფიქსირდა, რაც მეტყველებს მოსახლეობის სურვილზე, შეწყდეს საომარი მოქმედებები. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ იმავეს აჩვენებენ საზოგადოებრივი გამოკითხვებიც.

მარკ რუტე

09 ივლისი 2026, 12:33

მსოფლიო

მარკ რუტეს განცხადებით, ტრამპთან უთანხმოების შემდეგ ანკარაში გამართული სამიტის დროს ალიანსმა ერთობა აჩვენა

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოებები ალიანსის დემოკრატიული სიძლიერის მაჩვენებელი იყო და ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გაკვეთილი უნდა გახდეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში გამართული სამიტის შემდეგ.

ჯინ კეროლი

09 ივლისი 2026, 12:11

მსოფლიო

CNN: სასამართლომ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლის სასარგებლოდ 5 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაავალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თამარ ბაგრატიონი

09 ივლისი 2026, 12:01

საზოგადოება

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. .

ჯასტინ ბიბერი

09 ივლისი 2026, 11:58

კულტურა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჯასტინ ბიბერიც იმღერებს

ჯასტინ ბიბერი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, შესვენების დროს დაგეგმილ შოუში მიიღებს მონაწილეობას. FIFA-ში განაცხადეს, რომ ვარსკვლავი შეუერთდება მანამდე გამოცხადებულ შემსრულებლებს: მადონას, შაკირასა და BTS-ს 11-წუთიან შოუში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური პერფორმანსი იქნება.