არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების დაკვეთა შეთანხმებაა, თუ ამასაც ჩაშლის ოპოზიცია, ვფიქრობ, შემდეგ არჩევნებს ძალიან მცირე მხარდაჭერით შეხვდებიან
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ოპოზიციის მხრიდან საკითხის ასე დაყენება, რომ პოლიტპატიმრები უნდა გახდეს ამ ქვეყანაში რაღაც მთავარ საკითხებზე შეთანხმების საგანი, თავისთავად, მიკერძოებული და არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებას 170-ზე მეტი პატიმარი ჰყავდა, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა.
„დისკუსიაში, რასაც ე.წ. პოლიტპატიმრებს უწოდებთ, შემიძლია, შემოგყვეთ და გარწმუნებთ, რომ საკმაოდ დაძაბული საუბარი გვექნება, თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად, მახსოვს, როდესაც უფლებადაცვით სფეროში ვმუშაობდი, წინა ხელისუფლებას 170-ზე მეტი პატიმარი ჰყავდა, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, ან ჟურნალისტი იყო და კრიტიკულად აშუქებდა მოვლენებს. ბევრი მათგანის მიმართ, არა მხოლოდ უკანონო პატიმრობა, არამედ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობაც იყო გამოყენებული. ეს ჩვენ ყველას გვახსოვს. რას ნიშნავს პოლიტპატიმრობა, ეს ამ ქვეყანამ და ამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, მოდით, ამ ბრალდებებს დღეს ნუ გამოვიყენებთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევთანხმდეთ.
მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან საკითხის ასე დაყენება, რომ პოლიტპატიმრები უნდა გახდეს ამ ქვეყანაში რაღაც მთავარ საკითხებზე შეთანხმების საგანი, თავისთავად, მიკერძოებული და არასწორია. პატიმრების საკითხი მართლმსაჯულების სისტემამ უნდა გადაწყვიტოს. ერთ შემთხვევაში სასამართლო ჩატარებულია, მეორე შემთხვევაში წინ არის სასამართლო პროცესები და ვფიქრობ, ოპოზიციის პარლამენტში ჩართულობა უფრო მეტად დაეხმარება იმას, რომ პარლამენტმაც თვალი ადევნოს, როგორ მიდის ეს პროცესები, რამდენად სამართლიანია ის შეჯიბრი, რაც სასამართლოში უნდა გაიმართოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში საჭიროა ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმა და ამაზე იყო პარტნიორების ღია მოწოდებაც.
„როდესაც ხელისუფლებამ არაერთი შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება იმ მთავარ საკითხებზე, რომელიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს, საჭიროა, ოპოზიციამაც რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება. თუ ჩვენ განვაგრძობთ განსხვავებების ძიებას, სადავო საკითხების შემოტანას დღის წესრიგში, მთავარი ყურადღების ქვეშ, მერწმუნეთ, ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იქნება ძალიან რთული და ეს, საბოლოო ჯამში, დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას, ასევე, ძალიან დააზიანებს ოპოზიციას, ვინაიდან ერთი, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლების გადწყვეტილება არ გაითვალისწინეს, პარლამენტში არ შევიდნენ. მეორე – დღეს არის მთელი საზოგადოების დაკვეთა, მოხდეს შეთანხმება. თუ ამასაც ჩაშლის ოპოზიცია, ვფიქრობ, რომ შემდეგ არჩევნებს ისინი ძალიან მცირე მხარდაჭერით შეხვდებიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 01:59
მსოფლიო
POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება
უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 01:48
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.
14 ივლისი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.
14 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს
სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.
14 ივლისი 2026, 00:04
მსოფლიო
CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.
13 ივლისი 2026, 23:53
მსოფლიო
იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა
უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
13 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:37
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:18
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.
13 ივლისი 2026, 21:38
საზოგადოება
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.
13 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
13 ივლისი 2026, 21:25
რეგიონი
სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.
13 ივლისი 2026, 21:23
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია
ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.
13 ივლისი 2026, 21:16
მსოფლიო
კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება
მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 ივლისი 2026, 21:16
სამართალი
პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.
13 ივლისი 2026, 21:07
ეკონომიკა
13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.
13 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.
13 ივლისი 2026, 21:00
ეკონომიკა
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.
13 ივლისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულში - ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა. ანგარიშს ევროპარლამენტის კვლევითი სამსახური აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა - ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს აღიარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ლარის გამყარების შედეგია.
13 ივლისი 2026, 20:42
მსოფლიო
„ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები“ - გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს ლინდსი გრემის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამ სიტყვებს
სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც გასულ შაბათს მოულოდნელად გარდაიცვალა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი კვირები საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების ამბიციური გეგმისთვის ნიადაგის მომზადებას დაუთმო, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.


