imedi /  11 ივლისი 2017, 14:02 / სანდო წყარო

კობახიძე: კონსენსუსთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით წინადადებებს ოპოზიციისგან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"კონსენსუსთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით წინადადებებს ოპოზიციისგან და რატომ? ჩვენ გვქონდა ჩვენი წინადადებები და ეს ავსახეთ დოკუმენტში, აქედან გამომდინარე, თავისი წინადადებები ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა წამოაყენოს და დაველოდებით, რა წინადადებები ექნებათ, ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ყველა წინადადებას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენამდე 3 თვეა. შესაბამისად, კონსულტაციებისთვის დრო არსებობს.

ირაკლი კობახიძემ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების შენარჩუნებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. "მთავრობასთან სრული კოორდინაცია არსებობს და სწორედ ამიტომ, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ წინადადებებს. ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ მოლაპარაკებები. ამასთან, არის გარკვეული საკითხები, რომელიც კონსენსუსის საფუძველი იყო მმართველ გუნდში და ეს საკითხები ვერ გახდება გადასინჯვის საგანი", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საკითხს, რომ თითქოს ეს არის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ფაქტებით დაამტკიცა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არ მოქმედებს. "ასეთი კონსულტაციებისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. შესაბამისად, ამ ფორმატში შეგიძლია კონსულტაციები გავმართოთ პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს, რაიმე მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ და კონკრეტულად საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით დავამტკიცეთ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი არ იყო მიმართული. საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზეც და თავიდანვე განვაცხადეთ და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციურ პროექტში ავსახეთ, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესი რჩება. რაც შეეხება სტატუსს და კომპეტენციებს, აქ ცვლილება არ გვაქვს - სტატუსიც იგივე რჩება, კომპეტენციებიც არსებითად იგივეა. შესაბამისად, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო. საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა იყო", - განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კონსენსუსის მიღწევისკენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკეტერი და კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მოუწოდებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის მიზნით პოლიტიკურ პარტიებს შეხვედრას სთავაზობს. გუშინ პრეზიდენტის შეთავაზებას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს "ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული ერთპარტიული პროექტის" შეჩერებაში ხედავს.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

16 სექტემბერი 2024, 14:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ეროვნული უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გამთლიანდეს. ეს გამთლიანება უნდა მოხდეს არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, არამედ შერიგებით ჩვენს ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად

ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაცილებით ვრცელი იყო, ვიდრე უბრალოდ ბოდიში. ის ეფუძნება იმას, რომ ჩვენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ვუყურებთ როგორც მხოლოდ მიწას და როგორც, თუ არ ვცდები ბატონმა სააკაშვილმა „ქვების გროვა“ უწოდა ამ ტერიტორიებს. ჩვენ რა თქმა უნდა ეს შეხედულება არ გვაქვს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

16 სექტემბერი 2024, 14:15

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ქობულეთში გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ხუცუბნის თემში თეთროსანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

16 სექტემბერი 2024, 14:08

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. გარეტ უორდმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერა.

შალვა პაპუაშვილი

16 სექტემბერი 2024, 14:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში

ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში, –განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

16 სექტემბერი 2024, 14:04

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს. LIVE

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

გოგა ხაინდრავა

16 სექტემბერი 2024, 14:02

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ანონიმური წყარო FBI-დან გვატყობინებს - აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონი გასტანს ზუსტ გასროლამდე! ოლიმპიური სისტემით განსაზღვრულია სამი ცდა, წარუმატებლობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი პრეზიდენტად გამოცხადდება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ში გუშინ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნარა ბაპტიშტა და ვენსან კასელი

16 სექტემბერი 2024, 14:01

ტაბლოიდი

57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება

Daily Mail-ის ცნობით, ორსულობის შესახებ ბაპტიშტამ საზოგადოებას Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებით აცნობა, რომლებზეც მუცელი ეტყობა. 57 წლის კასელისთვის ეს მეოთხე შვილი იქნება.

ჯენიფერ ენისტონი/ნიკოლა კოლანი/ენდრიუ სკოტი

16 სექტემბერი 2024, 13:47

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს Emmy 2024-ის წითელ ხალიჩაზე. ფოტოგალერეა

ლოს-ანჯელესში Emmy-ს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. ტრადიციულად, მათი ჩაცმულობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ეკა სეფაშვილი

16 სექტემბერი 2024, 13:46

პოლიტიკა

„ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალური საკითხების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

სოსო არჩვაძე

16 სექტემბერი 2024, 13:44

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: ეკონომიურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 13.2 ათასით გაიზარდა, რაც ადასტურებს შრომის ბაზარზე ვითარების ერთმნიშვნელოვან გაუმჯობესებას

საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2024 წლის მეორე კვარტალში ორიათასიან ზღვარს გადააჭარბა და 2004.9 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის წლიური მატების ტემპი (+11.1%), სულ ცოტა, 5.8-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ინფლაციის საშუალო ტემპს (+1.9%). აღნიშნულმა ვითარებამ რეალური ხელფასის მატება მაქსიმალურად მიუახლოვა საშუალო ხელფასის ნომინალური ზრდის მაჩვენებელს. კერძოდ, 2004 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასის მატების ყოველ 100 ლარზე მისმა რეალურმა მატებამ 91.5 ლარი შეადგინა, - წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

გიორგი გამსახურდია

16 სექტემბერი 2024, 13:31

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: აბსოლუტურად მოზომილ, პატრიოტულ და დიპლომატიურ განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თავისებური დეზინფორმაციული კუდები მოაბეს და დაატარებენ წინ და უკან. თქვენ 26 ოქტომბერს გაგეცემათ პასუხი

გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება.

16 სექტემბერი 2024, 13:12

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

16 სექტემბერი 2024, 13:10

ეკონომიკა

ვარლამ ებანოიძე: Keepz-ის აქტიურ ნაბიჯებს ღია ბანკინგში გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის

ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიის - Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა.

16 სექტემბერი 2024, 13:02

არჩევნები 2024

ჩხოროწყუში, გვარამია/მელიას პარტიის მთვრალმა წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება

წუხელ, გვიან ღამით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა პარტია „ახალის“ წევრმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა.

კახა კალაძე

16 სექტემბერი 2024, 12:52

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებზე: რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, ქართველ ხალხს, ტერიტორიებს არ დავკარგავდით, არ დავკარგავდით გმირ ჯარისკაცებს, მშვიდობიან მოსახლეობას

„ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია“, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას.

16 სექტემბერი 2024, 12:51

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გივი მიქანაძე

16 სექტემბერი 2024, 12:49

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ პარიზში, სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარიზში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილი

16 სექტემბერი 2024, 12:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არის ძალიან საწყენი და ამავე დროს, ძალიან აგდებული დამოკიდებულება თავად შერიგების პროცესის მიმართ - სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ

ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები 2012 წელს თქვა, არაფერს ახალს არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ ერთი და იმავეს - მან ციტატაც კი წაიკითხა 2012 წლის გამოსვლიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

16 სექტემბერი 2024, 12:43

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს

ახალგაზრდებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო სიის ოცეულიდან ვაკო თურნავამ, დეპუტატმა და დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, განათლების და სპორტის, ტექნოლოგიების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კახა კალაძე

16 სექტემბერი 2024, 12:36

პოლიტიკა

კახა კალაძე: სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული

სანამ 14 მილიარდზე გადავალთ, ველოდებით იმ რამდენიმე მილიარდიანი დახმარების მიღებას, რომელიც კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ეს მილიარდები არსად არ ჩანს, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ევროკავშირისგან 14 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების თემაზე ოპოზიციისგან „ქართული ოცნებისთვის“ დებატების შეთავაზებაზე კომენტარი სთხოვეს.