www.imedi.ge /  01 აპრილი 2021, 13:43 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი ამოცანაა უფრო გამწვავდეს ურთიერთობა ოკუპანტ რუსეთთან, დაიხუროს ტურიზმი, ჩამოიქცეს ეკონომიკა

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. მისი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნების მანიაკალური სურვილი აქვს და მისი დღის წესრიგი უცვლელია.

„კრემლისათვის მართლაც და ეს სასარგებლო იდიოტი სექტა რეალურად არ უფიქრდება იმას, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამგვარმა პერფორმანსებმა რუსეთში მცხოვრები ქართველების მიმართ. რა პრესში შეიძლება მოექცეს რუსეთში ჩვენი ათასობით თანამემამულე. საერთოდ, ამაზე ფიქრობენ ოკუპანტისთვის სტრატეგიული ობიექტების გამსხვისებელი ფსევდო-პატრიოტი ნაცსექტანტები?!

ცხადია, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც პოზნერი აინტერესებს, არც ოკუპაციაზე შესტკივა გული და არც პატრიოტული გრძნობები ამოძრავებს. გარეჯი ხომ მათთვის თურმე არაა საქართველო. მათი ერთადერთი ამოცანაა კიდევ უფრო გამწვავდეს ურთიერთობა ოკუპანტ რუსეთთან, დაიხუროს ტურიზმი, ჩამოიქცეს ეკონომიკა, ქვეყანა წელში ვერ გაიმართოს და მოხდეს სოციალური ბუნტი. ეს არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა.

ცნობისათვის, ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში, ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული, აშშ მოქალაქის პასპორტით და კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით. მას არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი. შესაბამისად, მას ისევე, როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა, რეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში შემოსულიყო.

რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დაირღვა კოვიდ-შეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველა დამრღვევს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული (ცხადია, ყველასათვის უკიდურესად მიუღებელი) მოსაზრებების გამო ითხოვდა.

შეიძლება გაიმართოს ფართო დისკუსია თემაზე - საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა? თუმცა, მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად „ნაცმოძრაობის“ მომხრე ლიეტუველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიონისი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

ასევე უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის, პროტესტის გამომხატველი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და სხვები.

დასაფიქრებელია ისიც, თუ რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახალგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა საარჩევნო კამპანია;

ესეც განვიხილოთ - უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად პაკლონნაია გარაზე მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე? უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება ჩეკისტების სამჭედლოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის უფლება?

უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვექცეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმითვე, „ფეესბე-ს“ რევოლუციის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;

ისიც უნდა მოვიფიქროთ, თუ რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;

და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში?!

თუ ამ ყველაფრისთვის მზად არიან, კი ბატონო, საზოგადოება სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ეს პროცესი!

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდო-პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია.

ჩვენი ქვეყნის ამოყირავებას კი ვერც 15 მაისამდე და ვერც შემდეგ ეღირსებიან, რაც უნდა აჩხავლონ დაქირავებული, ფუყე თავთავი აქტივისტები!“ - წერს აბაშიძე.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.

ყველა სიახლე

ეთერ ლიპარტელიანი

28 აგვისტო 2026, 22:37

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.

28 აგვისტო 2026, 22:32

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აგვისტო 2026, 21:58

მსოფლიო

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.