imedi /  07 აპრილი 2021, 13:10 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი სერგი კაპანაძეს: შენნაირ „განათლებულ“ ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის „ფეისბუქზე“ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„მხოლოდ ამ, ერთ აბზაცში, სადაც დაბრალების გარდა, შენი ჭკუით, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა გადაწყვიტე:

1. "დებილი" არის სამედიცინო ტერმინი, ნოზოლოგია, როდესაც ადამიანს გონებრივი განვითარების თანდაყოლილი შეფერხება, ან ჩამორჩენა აქვს და ეს შეიძლება, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველი გახდეს. დებილიზმი ოლიგოფრენიის მსუბუქი ფორმაა. ვინც ეს არ იცის, ის სამწუხაროდ, ამ ტერმინს სალანძღავად იყენებს. ისევე, როგორც აკო მინაშვილი - “კოჭლს”.

2. "ორსაათიანი" ერთად იწერება. თუ ცალ-ცალკე დაწერ, ორი ერთსაათიანი მონაკვეთი გამოვა.

შენნაირ "განათლებულ" და "პრადვინუტ" ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს, მაგრამ, ეტყობა, მხილებამ მართლა ძალიან აგჭრა!..

აი, შენი პირველი პოსტი კი შეცდომა ნამდვილად არაა, - გაცილებით მძიმე იყო და რეაქციაც შესაბამისი მიიღე. ახლა, ზიხარ და გამწარებული ერთმანეთზე უარეს სტატუსებს აცხობ. ასეა, როცა სამშობლოს გაყიდვის "გაპრავებას" მოინდომებ“, - წერს იონათამიშვილი.

     

Sergi Kapanadze მხოლოდ ამ, ერთ აბზაცში, სადაც დაბრალების გარდა, შენი ჭკუით, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა...

Posted by Rati Ionatamishvili on Wednesday, April 7, 2021

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გუშინ გამოვლინდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი მუშაობდა შეთანხმების წინააღმდეგ

დასავლელ პარტნიორებთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კრიზისის დასრულებისთვის. იგივე გააკეთეს ოპოზიციურმა პარტიების დიდმა ნაწილმა, მაგრამ არ გააკეთა „ნაცმოძრაობამ“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 19:57

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა

„რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, ვერ ვისაუბრებ დეტალურად იმ გამოსვლებზე, რაც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ჰქონდა მას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ შეთანხმებამდე გაწეული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა, რომლითაც ყველა მხარე უნდა მოეკიდოს შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 19:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს - ნათელია, ვის აწყობდა კრიზისი

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ბატონი შარლ მიშელის მედიაციითა და ძალისხმევით, ჩვენ შევძელით შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და მომავალი კვირიდან, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორიც ის საზოგადოებამ აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დმიტრო კულება

20 აპრილი 2021, 19:38

მსოფლიო

დმიტრო კულება: ევროკავშირში რუსეთისთვის სექტორალური სანქციების დაწესების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსეთისთვის სექტორალური სანქციების დაწესების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.

კელი დეგნანი

20 აპრილი 2021, 19:37

პოლიტიკა

კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, საქართველო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ნაწილი მალე გახდება

დარწმუნებული ვარ, საქართველო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ნაწილი მალე გახდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ნატოს დაარსებიდან 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნატოს გაფართოების პოლიტიკა განიხილეს.

ნიკა მელია

20 აპრილი 2021, 19:25

პოლიტიკა

ნიკა მელია: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით

„ქართულ ოცნებას: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე“, - წერს მელია.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

20 აპრილი 2021, 19:18

პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: საქართველოს ნაკლებად აგრესიული რიტორიკა და მეტი შეთანხმება სჭირდება

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ახლა ევროპარლამენტი ელოდება შეთანხმების იმპლემენტაციას და ხელმომწერებმა პირობა უნდა შეასრულონ. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

20 აპრილი 2021, 19:17

COVID19

კორონავირუსის ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია უკვე 41 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა

18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის კორონავირუსის ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. ამ დროისთვის ( საათი) ვებგვერდზე - ადამიანია რეგისტრირებული. ამავე დროის მონაცემებით, რეგისტრირებულთა უმეტესობა უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს. მას მოსდევს „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

20 აპრილი 2021, 19:13

COVID19

მექსიკის პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

20 აპრილი 2021, 19:11

პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპული სტილით მოქმედებენ

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გამბედაობა გამოიჩინეს, რაც არ იყო მარტივი. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

ელისო ბოლქვაძე

20 აპრილი 2021, 19:07

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან ურთიერთობის კუთხით, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან გეგმები დავსახეთ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს, კრისტოფერ ანდერსონსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ ოფიცერს, კატარინ შვაიცერს შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის ვიზიტი და მისი გამოკვეთილად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი სამ წელიწადში წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ ვისმენთ მკაფიოდ მხარდამჭერ განცხადებებს ხელისუფლების მისამართით. ჩვენი პარტნიორები ძალიან აფასებენ „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ეს შეთანხმება გაფორმებულიყო. ასეთია საერთო დამოკიდებულება ევროპარლამენტის წევრებს შორის. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან გვქონდა შეხვედრა და მათი დამოკიდებულებაც არის იგივე. აფასებენ „ქართული ოცნების“ ძალისხმევას და მთლიანობაში შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 18:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ გადადგას ნაბიჯები რადიკალიზმისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება არის ერთგვარი საწყისი წერტილი და დანარჩენი დამოკიდებულია მხარეების მოქმედებაზე.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:50

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მადლობა ბატონო პრემიერო, ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისა და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის

მადლობა ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრიუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისა და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი

20 აპრილი 2021, 18:50

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში გიორგი რურუასა და ნიკა მელიას თავისუფლებაზე ვიხილავთ

„დღევანდელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან ემსახურება სწორედ იმას, რომ კიდევ ერთხელ, მასთან ერთად გავიაროთ შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და პირველ რიგში - პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, ვიხილავთ როგორც ერთ პოლიტპატიმარს, გიორგი რურუას, ისე მეორე პოლიტპატიმარს, ნიკა მელიას თავისუფლებაზე. ეს გახსნის გზას იმისთვის, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ამან უნდა მიიყვანოს ეს ქვეყანა იმ არჩევნებამდე, რომელიც, ფაქტობრივად, შინაარსით, არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ თავისი პოლიტიკური დატვირთვით, ეს იქნება რეფერენდუმი ამ ქვეყნის მომავლისთვის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ჯორჯ კენტი

20 აპრილი 2021, 18:48

პოლიტიკა

ჯორჯ კენტი: იმ პარტიებს, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მოვუწოდებთ, პარლამენტში საკუთარ კოლეგებს შეუერთდნენ

„საბედნიეროდ, გუშინ საქართველოში ჩვენ ყველამ ერთგვარი გარღვევა ვიხილეთ. ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისსა და ვაშინგტონში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას კომპრომისის მიღწევისკენ მოვუწოდებდით, რომელიც ქვეყანას პოლიტიკური წინსვლის საშუალებას მისცემდა და ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევებზე ფოკუსირებას შეძლებდნენ, როგორიც არის რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია, პანდემიის შედეგად შემქნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ის დემოკრატიული რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ქართველი ხალხი ელის“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტრუქციული დიალოგის მომხრე ვართ და საქართველოს პარლამენტში მუშობას ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, დრო გაერთიანებისა და არა დაყოფის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ოპოზიციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:42

პოლიტიკა

შარლ მიშელი პარლამენტში დეპუტატებს ხვდება

კანონმდებლებთან შეხვედრამდე შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

20 აპრილი 2021, 18:42

სპორტი

ბითაძემ სან ანტონიოსთან სასტარტოში ითამაშა: 23 წუთი, 5 დაფარება, 9 მოხსნა, 7 ქულა

„სან ანტონიოსთან” მატჩში გოგა ბითაძემ 5 დაფარებით კარიერის რეკორდი გაიმეორა. ქართველმა ცენტრმა კარიერაში მეოთხედ და მიმდინარე სეზონში მეორედ – სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ბითაძეს სათამაშოდ მთლიანობაში 23 წუთი დაეთმო, რა დროშიც 7 ქულა, 9 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით საფუძველი, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

„ჩვენ, ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი, მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. ახლა ჯერი არის ოპოზიციასა და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.