imedi /  09 აპრილი 2021, 09:49 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მიტინგისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა მემორიალი ტიტებით შეამკო.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა.

„32 წლის წინ, ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, რათა მოეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს - დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის დიდი გულისტკივილით და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს. უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. თითოეული ამ ადამიანის გმირობა ჩვენს მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ

რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 აპრილი 2021, 18:14

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ვხედავთ ღია მოწოდებებს, მოთხოვნებს, ულტიმატუმებს, რომლებსაც ჰესთან არანაირი კავშირი არა აქვს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ეს პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა სიტუაცია განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში დაიძაბა და სწორედ ამ ფონზე გამოჩნდნენ ღიად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასოცირდებიან რუსეთთან და რუსეთიდან ფინასდებიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აპრილი 2021, 18:03

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დომენიკ მანგო ჩავიდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე სკანდალურად ცნობილი ბლოგერი დომენიკ მანგო ჩავიდა. მან განაცხადა, რომ იზიარებს აქციაზე შეკრებილთა პროტესტს და „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგია.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის

„ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას.

ნინო ველთაური

15 აპრილი 2021, 17:57

რეგიონი

ნინო ველთაური: ბათუმში, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი

ბათუმში ხვალ, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგინილი, - ამის შესახებ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში „ქრონიკაში“ ჩართვისას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა განაცხადა.

დენიელ ევანსი

15 აპრილი 2021, 17:54

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა. მონაკოში მიმდინარე 1000-ქულიან მასტერსზე, 1/8 ფინალური დაპირისპირება, ნოვაკ ჯოკოვიჩს და ედუარდ ევანსს შორის, 2 სეტში ბრიტანელის გამარჯვებით, ანგარიშით: 6-4, 7-5 დასრულდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი ძალა აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.

15 აპრილი 2021, 17:41

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,317 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,317 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 294,211 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,045 ადამიანი. ვირუსისგან 257,942 პაციენტი განიკურნა.

15 აპრილი 2021, 17:37

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს. საუბარია მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე. „ბლანკოსის“ მარცხენა მცველი, ფერლან მენდი და „ჩელსის“ გოლკიპერი ედუარდ მენდი, ერთმანეთის ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან.

მარია ზახაროვა

15 აპრილი 2021, 17:36

მსოფლიო

ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქცევაზე საკადრის პასუხს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ებრაელ ხალხს, საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება

„სიხარულით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მეგობარ ებრაელ ხალხს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება! გილოცავთ!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში წარმატებას განაპირობებს გუნდური თამაში

„თითოეული ჩვენგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს. არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერცერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2021, 17:27

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

15 აპრილი 2021, 17:25

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

შოთა გულბანი

15 აპრილი 2021, 17:24

ეკონომიკა

შოთა გულბანი: წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა ენგურჰესის გარეშე

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიების და ინციდენტების შემთხვევები - რაც ნამდვილად იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ასე იყო შუახევი ჰესის, მესტიაჭალაჰესის, ბახვი ჰესის და ასე შემდეგ შემთხვევებში. ორი აზრი არაა იმაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას კარგად შესწავლილი და შესაბამისი დასკვნები გაკეთებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ნაგებობების საიმედოობა და უსაფრთხოება პროექტირების, მშენებლობის და ოპერირების ეტაპებზე, - ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის წევრი, ანალიტიკოსი შოთა გულბანი Facebook-ზე წერს.

ამირან გამყრელიძე

15 აპრილი 2021, 17:15

COVID19

ამირან გამყრელიძე: საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი - ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან - ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე - დისტანციის დაცვა; მესამე - სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიკური ჩვენთვის - დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრების გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება.

15 აპრილი 2021, 17:13

მსოფლიო

ნატო: რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს

ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ შეერთებულ შტატებს რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ჯო ბაიდენი

15 აპრილი 2021, 16:58

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

15 აპრილი 2021, 16:56

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტორია კაზასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელშიც ასევე იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სფეროში საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

15 აპრილი 2021, 16:52

სპორტი

გიორგი ბერიძემ „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. თასის ფინალში ბერიძეს შესაძლოა ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში, რადგან მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს „მტკ“-სა და „ფეჰერვარს“ შორის თამაშში გაირკვევა.