ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც პარტიები იღებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მუშაობენ საქართველოს პარლამენტში
ირაკლი ჩიქოვანი
ფოტო: IMEDI
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც პარტიები იღებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ამართლებენ იმ ნდობას, რომელიც საკუთარი ამომრჩევლისგან აქვთ მიღებული და მუშაობენ საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ის საკითხები გაამხილა, რომლებსაც ქართული დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრებზე განიხილავს.
„საუბარი შეეხო ისეთ საკითხს, როგორიცაა რეგიონალური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ალიანსის გადაწყვეტილებებზე, რომელიც ეხება ავღანეთიდან საჯარისო ნაწილების გამოყვანას, ასევე სამომავლო პერსპექტივებსა და თანამშრომლობის საკითხებს. ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, იმ ხელოვნურ კრიზისზე, რომელიც სახელმწიფოში გვაქვს. ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ვაწარმოებთ გარკვეულ კოორდინირებას, როგორ შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს, სადაც საშუალება გვექნება რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში შევძლოთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში აშშ-ის ჩართულობაზაც ისაუბრა.
„მე არ ვიტყვი იმას, რომ რაიმე ფორმით ოდესმე შემცირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების როლი მოლაპარაკებების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ყოველთვის მოქმედებს იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საქართველო მოსახლეობისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვაშინგტონში შეხვედრები სენატორ ჯეიმს რიშთან, ასევე შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, კონგრესმენებთან ადამ კინზინგერთან და ჯერი კონოლისთან გაიმართა. აუდიენცია შედგა ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ კენტთან და თეთრი სახლის წარმომადგენელ კრის სმიტთანაც.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
13 აპრილი 2026, 10:27
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 10:27
მსოფლიო
WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავს.
13 აპრილი 2026, 10:10
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.
13 აპრილი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.
13 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.
13 აპრილი 2026, 09:42
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
13 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა
„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პეტერ მადიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
13 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
13 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი პეტერ მადიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:22
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
13 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას
„ახლახან ვესაუბრე პეტერ მადიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პეტერ მადიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


