12 ქვეყანა საქართველოს მხარდაჭერას ერთობლივი განცხადებით უცხადებს
ფოტო: shutterstock.com
12 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მნიშველოვნად მიიჩნევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის საქმეზე და რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საერთაშორისო მართლწესრიგისა და იმ ადამიანების ინტერესების დაცვით, რომელთა ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის თანმდევი ოკუპაციით დაირღვა და დღემდე ირღვევა.
ქვეყნების განცხადებით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ 23 000 იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობა მოკლებულია თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობას. აქვე ხაზგასმულია, რომ სასამართლო ადგენს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, მისცეს ქართული წარმოშობის მოსახლეობას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობა.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაცია იყო პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევაზე, 160 სამოქალაქო პირის იძულებით დაპატიმრებისა და მათ მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო. განცხადებაში, ასევე, ხაზგასმულია სასამართლოს დასკვნა, რომ ომის, ქართველი ტყვეების მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრა.
ქვეყნები, ასევე, ხაზს უსვამენ, რომ სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაძლიერებული სამხედრო ძალების ყოფნა მას შემდეგაც, რაც მას ოფიციალურად დაეკისრა ჯარების გაყვანა კონფლიქტამდე განლაგებულ პოზიციებზე.
განცხადებაში, ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, სრულად დაემორჩილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ შორის, წერტილი დაუსვას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა და უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საქმეების ადეკვატური და ეფექტური გამოძიება.
ყველა სიახლე
21 ივნისი 2026, 18:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება
კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.
21 ივნისი 2026, 18:00
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება
პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
21 ივნისი 2026, 18:00
სპორტი
დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა
დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა.
21 ივნისი 2026, 17:41
მსოფლიო
ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს
მეტეოროლოგები სეტყვას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე პროგნოზით მომდევნო კვირიდან გერმანიის ძირითად ნაწილში ისევ ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.
21 ივნისი 2026, 17:37
მსოფლიო
ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა
დაკავებულს ბრალი ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში წარუდგინეს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველი კაცი ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.
21 ივნისი 2026, 17:31
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ ტარდება
მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ იმართება, რომელიც ზაფხულის მზე-ბუდობის, სიუხვისა და ნაყოფიერების დღეს ეძღვნება.
21 ივნისი 2026, 17:30
სპორტი
ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
21 ივნისი 2026, 17:22
მსოფლიო
ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა
უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალები რუსი ოკუპანტების სამიზნეების, მათ შორის ნავთობ-ბაზების, ტერმინალის, გაზის ინფრასტრუქტურის, საჰაერო თავდაცვის სისტემების და ლოგისტიკის განადგურების შესახებ იუწყება.
21 ივნისი 2026, 17:20
კულტურა
ელისო ბოლქვაძე: იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. პირველ რიგში, ეს საქართველოს გამარჯვებაა
იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, - განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.
21 ივნისი 2026, 17:20
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია და ამ მოლაპარაკებების შედეგები თვალსაჩინო გახდება
„ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია და ამ მოლაპარაკებების შედეგები თვალსაჩინო გახდება. ჩვენი სახსრებიდან 6 მილიარდ დოლარს, რომელიც კატარში ინახება, დაგვიბრუნებენ. შეერთებულ შტატებს მხოლოდ ერთი შიში აქვს, რომ ჩვენ არ შევქმნათ ბირთვული ბომბი. გარდაცვლილმა ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ბირთვული ბომბი არ გვჭირდება. ამერიკელებმა გვითხრეს, უბრალოდ გადმოიტანეთ ეს წერილობით და მოაწერეთ ხელი. ჩვენც მოვაწერეთ. ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე. ეს ჩვენი უფლებაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
21 ივნისი 2026, 17:14
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
21 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
კიევში ლგბტქ თემის მხარდამჭერი მარში გაიმართა
ორგანიზატორების ცნობით, „თანასწორობის მარშში“ 5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის კანადის ელჩი უკრაინაში. პარალელურად, უკრაინის დედაქალაქში კონტრაქცია მოეწყო.
21 ივნისი 2026, 16:51
მსოფლიო
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. შვეიცარიაში გაფრენის წინ მან თავის მთავარ პრიორიტეტებად მოლაპარაკებების პროცესის სტრუქტურის შემუშავება, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში წინსვლა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა დაასახელა.
21 ივნისი 2026, 14:58
მსოფლიო
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
საპატრულო კონტროლის გამკაცრებასთან ერთად ქალაქის ყველა შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები განათავსეს, ბიურგენშტოკში უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ირანის დელეგაციას შეხვდება.
21 ივნისი 2026, 14:53
კულტურა
„იმედზე“, 16:00 საათზე, ფილმის - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაიმართება
ადამიანები, ვინც არ იციან დანებება და ვისაც ქვეყანა მხარში დაუდგა - 16:00 საათზე, „იმედზე“, ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ ჩვენება გაიმართება, რომელიც ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადდა.
21 ივნისი 2026, 14:38
კულტურა
გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 180-ე სეზონი სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერით დაასრულა
გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 180-ე სეზონი სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერით დაასრულა. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა.
21 ივნისი 2026, 14:36
რეგიონი
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი" გრძელდება
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი" გრძელდება. საოცრებათა მოედანზე შეკრებილ სტუმრებს დღესაც არაერთი გასართობი და მუსიკალურ ღონისძიებას ელოდებათ. ფესტივალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ლაუნჯ-ზონები და კაფე-ბარები, მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილია ფოტო ზონები და გასართობი სივრცეები.
21 ივნისი 2026, 14:29
მსოფლიო
მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა
ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამინდის პირობებზე რეაგირებისთვის უწყებათაშორისი მექანიზმი აამოქმედა. საგანგებო ზომების მიღებისთვის ემზადება საბანკო სექტორიც. ექსტრემალურმა სიცხემ შესაძლოა ხანძრები, წყალდიდობები და სხვა კატასტროფები გამოიწვიოს, რაც სადაზღვევო სისტემასა და საბანკო სექტორს ტვირთად დააწვება.
21 ივნისი 2026, 14:28
მსოფლიო
სალონიკსა და ვაშინგტონში პრაიდები გაიმართა
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ ლგბტქ თემის მარშის პარალელურად ბერძენი ბერი, პროტესტის ნიშნად, სატვირთო მანქანის წინ გზაზე დაწვა. პოლიციამ ის ძალის გამოყენებით გაიყვანა, რასაც ლგბტ აქტივისტების მხრიდან დაცინვა მოჰყვა
21 ივნისი 2026, 14:27
მსოფლიო
მედია: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრების ნდობის დაკარგვის ფონზე, შესაძლოა, ხვალ გადადგომის შესახებ განაცხადოს. ამის თაობაზე ბრიტანული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს.


