imedi /  19 აპრილი 2021, 21:34 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნაწილმა უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ეს შეთანხმება უზრუნველყოფს პროცესების სათანადოდ მიმართულებით წარმართვას. ამ სულისკვეთებით გვქონდა საუბარი შარლ მიშელთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

„პრეზიდენტმა გაგვაცნო მისი გეგმა უშუალოდ შეთანხმების ხელმოწერის კუთხით. გვქონდა საუბარი გარკვეულ დეტალებზე. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბრობენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა პარლამენტარმა მოაწეროს ხელი შეთანხმებას.

ვფიქრობ, რომ სათანადო რაოდენობა იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება გაფორმდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომაზე. ოპოზიციის ნაწილმა უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი „გირჩმა“ მოაწერა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს „ლელოც“ მოაწერს. შეთანხმების ხელმოწერის შესახებ „ქართულ ოცნებაშიც“ განაცხადეს. ევროპელი მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ ჯაფარიძეც მოაწერს.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

08 დეკემბერი 2022, 01:02

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ბოლო ორი დღეა ნათლად ვხედავთ, გიული ალასანიას მიერ გადახდილი ფული რა შედეგს იწვევს - ისეთ ქვეყნებშიც კი ქვეყნდება მასალა, სადაც სააკაშვილის კი არა, საქართველოს არსებობა შეიძლება არ იცოდეს მოსახლეობის უმრავლესობამ

„იმ ყბადაღებულ 3000-გვერდიან დასკვნაზე რომ ლაპარაკობენ, თუ არ ვცდები, „ტვ პირველზე“ თქვეს: „ჩვენ ეს დოკუმენტი მთლიანად გვაქვს და ჩვენ წავიკითხავთ ყველაზე მძიმე პუნქტებს, რაც აქ წერია“ და ვერაფერი იმ პუნქტებიდან ვერ მოვისმინეთ. საქართველო არის სახელმწიფო, აქვს საკუთარი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის თანახმად უნდა მოხდეს ყველაფერი. ეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არსად გადაყვანას და არც გათავისუფლებას გამოჯანმრთელების მიზნით, თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შესაბამისი“, - განაცხადა სუბარმა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის მოწამვლა შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ამ ადამიანმა შეიძლება ირგვლივ ასეთი ბევრი მოიძიოს

ხელისუფლებაზე რომ აქცენტი გადადის და ხელისუფლებამ, რომ მოწამლა, ეს ხომ გამორიცხულზე გამორიცხულია და მართლა ვიღაცამ რომ მოინდომოს და აწყობდეს, სუბიექტურადაც წარმოუდგენელია, რომ ვინმე ნორმალურს, პრაგმატულად მოაზროვნეს ასეთი შედეგი აწყობდეს. შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ირგვლივ შეიძლება ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილმა] ბევრი მოიძიოს ასეთი. თავის დროზე წასულან, მოუკლავთ და იმიტომ. მაგრამ, ეს ძალიან არაადამიანური დაშვებაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბოლო 8 თვეში 15-მდე უცხოური საინფორმაციო სააგენტო ინტერესდებოდა სააკაშვილით, მას შემდეგ, რაც დაუქირავეს პიარშჩიკები, ბოლო ხუთ დღეში 30-ზე მეტი სააგენტო დაემატა ამ სიას

სპეცოპერაცია იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ექიმი რომ პაციენტს მკურნალობს, ის თუ ყველაფერს დაუჯერებს, მასზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ თუ პაციენტი მის დანიშნულებას არ ასრულებს, ან რაღაც კვებას ურჩევენ და ამას შეგნებულად არ აკეთებს, მაშინ პასუხისმგებლობა პაციენტზე გადადის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 დეკემბერი 2022, 00:34

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოსამართლეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსთხოვო ანგარიში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ზეწოლა მოსამართლეზე

ეს არის წმინდა იურიდიული საკითხი - არსებობს კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები - რა შემთხვევაში ექვემდებარება პირი ვადამდე გათავისუფლებას, სასჯელისგან გათავისუფლებას და ა.შ. ამ ნორმებით და კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს [მოსამართლემ], - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - არსებობს თუ არა ალბათობა, რომ სააკაშვილმა დატოვოს საპატიმრო და ის წავიდეს საზღვარგარეთ.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობს კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში ექვემდებარება პირი ვადამდე გათავისუფლებას, სასჯელის გადავადებას და ა.შ. ამ ნორმებითა და კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ

„ვინც არ უნდა იყოს, კანონის ფარგლებში, ცივი გონებით, პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. არც იმ ბულინგს უნდა დაექვემდებაროს, არც იმას, რომ მოეჩვენოს, რომ რომელიმე პოლიტიკოსის - ჩვენი ან ოპოზიციონერის, ნათქვამში. მოსამართლე იქნება ეს თუ სხვა, ყველამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში და არსებობს კონკრეტულად გაწერილი კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში ექვემდებარება პირი ვადამდე გათავისუფლებას, სასჯელის გადავადებას და ა.შ. ამ ნორმებითა და კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს [სასამართლომ]“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა „მშვიდობაც“ აღიზიანებთ

რამდენიმე მიმართულებით იბრძვიან. ერთი, ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა - მშვიდობაც აღიზიანებთ. სლოგანიც აღიზიანებთ, იმის ფონზე, რომ უკრაინის დედაქალაქში კლიჩკო გამოდის და ამბობს, პუტინს ვერ მოაპარინებს ახალ წელს, მათ გრინჩული მიდგომები აქვთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კონტექსტი ისეთია, თითქოს უკრაინელებმა 2008 წელს, ომის დღეებში გადმოგვცეს იარაღი. ეს ასე არ ყოფილა, მათ მოგვყიდეს იარაღი, რისთვისაც მადლობლები ვართ

როგორც კი საქართველო ასეთ ნაბიჯს გადადგმას, ეს ნიშნავს მხარედ დაფიქსირებას სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, რაც ომის რისკს ასმაგად ზრდის და საქართველოს ომის რისკის გადატანა ძალიან გაუჭირდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ბრიფინგს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კლიჩკო გამოდის და ამბობს, რომ პუტინს ვერ მოაპარინებს ახალ წელს. საქართველოში კი არ უნდა აღინიშნოს ახალი წელი, წარმოიდგინეთ. რაღაც გრინჩული მიდგომები აქვთ და უნდათ, რომ ბავშვებმა არ იზეიმონ

„[კიევის მერი ვიტალი] კლიჩკო გამოდის უკრაინის დედაქალაქიდან და ამბობს, რომ პუტინს ვერ მოაპარვინებს ახალ წელს. საქართველოში არ უნდა აღინიშნოს ახალი წელი, წარმოიდგინეთ. რაღაც გრინჩული მიდგომები აქვთ და უნდათ, რომ ბავშვებმა არ იზეიმონ ახალი წელი. შავი ლენტებით და შავი ძაძებით იყო შემოსილი ეს ქალაქი და ეს ქვეყანა. სოციალურ ქსელში არსებობენ ადამიანები, ვინც გადაიღებს ფოტოს [სლოგანით] „მშვიდობის ქალაქი“ და წერენ: „ეს დამაწვევინა“ და „რა უბედურებაა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 00:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის. ეს არის პოლიტიკური უმაღლესი „ლეველის“ მხარდაჭერა

პრემიერ-მინისტრს შეურაცხმყოფელი კითხვით მიმართავენ ვის მხარეს დგას. საქართველოში თავმოყვარე არც ჟურნალისტმა არც რესპონდენტს, არავინ არავის არ უნდა აკადროს ეს კითხვა. საქართველოს რაც შეუძლია, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე გადის და ეს მაქსიმუმი ზღვარი მაგალითად, ამის ინდიკატორი არის ჰააგაში სამხედრო ტრიბუნალთან მიმართებაში საქართველოს პოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

07 დეკემბერი 2022, 23:48

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე

„მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ისინი ამავდროულად თავისი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან და უდიდესი პატივისცემა იმ ადამიანებს. მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც საშინლად იქცევიან, პოლიტიკურ კონტექსტში, საშინლად დამაზიანებელ მესიჯებს ახმოვანებენ, მაგრამ შეიძლება არაფერი ჰქონდეთ საერთო იმ სკანდალთან, რომელიც რამდენიმე საათის წინ გასკდა. ეს უნდა ვაღიაროთ. რიგ შემთხვევაში, ეს ანაზღაურებაც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ არის ადამიანი წასული. არ გამოვრიცხავ პოზიციების დამთხვევას, რომ გულწრფელად უნდა იბრძოლოს ადამიანს, ასევე პატრიოტული მოტივებით, მაგრამ მათ შორის დამატებითი ფაქტორი იყოს გარკვეული ანაზღაურება. მაგრამ ის ხალხი, რომელიც სარგებლობს ადამიანის ერთი მხრივ, გულწრფელი მოტივებით და მეორე მხრივ, გაჭირვებით, მე იმ ხალხზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 23:37

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: მისი მონაცემებით, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგებით და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, არ დგას საკითხი ზონდით კვების შესახებ, იძულებით ზონდით კვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა

მისი [მიხეილ სააკაშვილი] მონაცემები, თუნდაც ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ასევე, სხვა პარამეტრების გათვალისწინებით არ დგას საკითხი ზონდით კვების შესახებ და მითუმეტეს, იძულებით ზონდით კვებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 23:34

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე: ასეთი დამოკიდებულება სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება რა თქმა უნდა სერტიფიცირებულია, კლინიკას კი რეანიმაციული განყოფილება აქვს

დანიშნულება, რაც რეკომენდებულია, ყველაფერი სრულდება. ყველა მეთოდი, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, ეს იქნება ლაბორატორიული კვლევის მეთოდები, ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდები თუ ა.შ., ეს ყველაფერი პაციენტს ჩაუტარდა. თუ რაიმე არ ჩაუტარდა, არ ჩაუტარდა მისი მდგომარეობიდან ან მისი პირადი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 23:30

მსოფლიო

ჟურნალ Time-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

ჟურნალ Time-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში, ირანის მორალის პოლიციის მიერ, ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 23:26

საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: მისი პარამეტრები შეესაბამება იმას, რომ აგრძელებდეს მკურნალობას ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც ის ამჟამად იმყოფება

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განმარტა როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ თემაზე ზურაბ ჩხაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი ან მას ამისთვის ამზადებენ.

ზურაბ ჩხაიძე

07 დეკემბერი 2022, 23:15

საზოგადოება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის პირველი დღიდან, კლინიკა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს

მას [მიხეილ სააკაშვილი] გააჩნია სხვადასხვა დაავადებები. მისი მდგომარეობა შესაბამისობაშია არსებულ დაავადებებთან, დიაგნოზებთან და შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოსვლის პირველი დღიდანვე კლინიკა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

თამარ გაბუნია

07 დეკემბერი 2022, 22:38

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმართოს

„ზოგადად, ყველასთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. თუ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვირუსის, თუნდაც, მინიმალური სიმპტომები აქვს, ტემპერატურაც რომ არ აღენიშნებოდეს, უმჯობესია, არ გავუშვათ სკოლასა და ბაღში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

07 დეკემბერი 2022, 22:37

ეკონომიკა

გივი მიქანაძემ „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის მმართველი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებულ და „მერსი ქორფსის“ მიერ განხორციელებული პროექტის - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მმართველი საბჭოს პირველ სხდომაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

07 დეკემბერი 2022, 22:34

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი გამოაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 22:33

საზოგადოება

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის

თსუ სტუდენტების განვითარებისა და პროფესიული კადრების აღზრდაზე, ასევე კვლევისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე. ამასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა თსუ პროფესორების ჩართვაზე ცენტრის ტრენინგებში. მემორანდუმს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.