IMEDI /  19 აპრილი 2021, 22:30 / სანდო წყარო

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ

ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილი

ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია თუ გვინდა, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. როგორც ყველა, შევუერთდები ჩემს კოლეგებს და ყველას უღრმეს მადლობას გადაგიხდით თქვენი შრომისთვის ამ გრძელ პერიოდში. მე მესმის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და თუ ჩვენ გვინდა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა. ვფიქრობ, ბოლო შემთხვევა შეიძლება, იყოს და მხოლოდ ამით გამოვისყიდით თქვენს წინაშე იმას, რომ ამდენი გაწვალეთ, თუ ამის შემდგომ ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს და აღარასოდეს აღარ დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება. დიდი მადლობა იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ყველა სიახლე

07 მაისი 2021, 16:50

კულტურა

ქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება დღეს ვირტუალურ სივრცეში გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, ქოლგა თბილისი ფოტო 2021-ის დაჯილდოება 7 მაისს, ვირტუალურ სივრცეში გაიმართება. წელს ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო“, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მეოცე, საიუბილეო წელს, ვირტუალური და ფიზიკური ღონისძიებებით, ქოლგა თბილისი ფოტო მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს გამოფენებსა და ვორკშოპებს.

მამუკა მდინარაძე

07 მაისი 2021, 16:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს არ ჰქონია მინიშნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამნისტიის კანონპროექტზე

პრეზიდენტის კითხვები დიდწილად, ამნისტიის კანონპროექტის სამართლებრივ არგუმენტებს შეეხებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

07 მაისი 2021, 16:39

COVID19

კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა

ორსულს ფილტვისა და თირკმებლის ძლიერი დაზიანება აღენიშნებოდა, რის შემდეგაც სხვა ორგანოებიც დაზიანდა და 34 წლის ქალი 6 მაისს გარდაიცვალა“, - განაცხადა ბოკერიას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჩაძემ. მკურნალი ექიმების ინფორმაციით, პაციენტს რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე გადარჩენა ვერ მოხერხდა.

07 მაისი 2021, 16:36

COVID19

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გასაზრდელად, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი შექმნა

ვებგვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.

მიხეილ სარჯველაძე

07 მაისი 2021, 16:25

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან დაწყებული აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო

„პრეზიდენტთან ვისაუბრეთ კანონპროექტის შინაარსზე, მის ყველა დადებით და უარყოფით მხარეზე. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ ამ საკითხის ახსნა საკმარისად დამაჯერებელია იმისთვის, რომ ვთქვათ; ოპოზიციის მხრიდან დაწყებული აჟიოტაჟი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, გადაჭარბებული იყო“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მამუკა მდინარაძე

07 მაისი 2021, 16:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ საერთოდ რომ არ ამოიღოს ხმა, ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს იმის მიუხედავად, ამნისტიის პირობებს მიიღებს თუ არა

„ამ შემთხვევაში როგორც იურისტმა, ამ კუთხით მინდა გაგცეთ პასუხი. ამნისტიის პროექტში არ წერია თანხმობა, იურისტებისთვის თანხმობა და თუ წინააღმდეგი არ არის აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს, თანხმობა არის აქტიური მოქმედება, რომელიც უნდა გამოხატოს ამნისტიის ობიექტმა, ანუ, ნიკა მელიამ საერთოდ ხმა რომ არ ამოიღოს, არაფერი თქვას, ის ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს, ამნისტიის პირობები მიღებული იქნება თუ არა მის მიერ.

ირაკლი ღარიბაშვილი

07 მაისი 2021, 16:17

კულტურა

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი რეჟისორის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. “დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი ქართველი რეჟისორის ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო. იგი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კულტურას და თავისი სიტყვა თქვა ქართული კინოს განვითარების საქმეში. თანავუგრძნობ ბუბა ხოტივარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”- ში.

ირაკლი ღარიბაშვილი

07 მაისი 2021, 16:14

პოლიტიკა

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემყარება.

სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

07 მაისი 2021, 16:07

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის თემაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაზეც ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს. იქამდე, პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ წევრების რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც.

07 მაისი 2021, 16:02

რეგიონი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია „სულა“ კახეთში მეღვინეობას აფართოებს

2018 წელს დაფუძნებული კომპანია “სულა” კახეთში გაშენებულ ვენახებსა და ღვინის საწარმოებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, რომ არა მიდგომა, რომელიც წარმოებულ პროდუქტსა და თავად კომპანიას გამორჩეულს და, შესაბამისად, წარმატებულს ხდის. აქ პროდუქტი ქართულია, საქმისადმი დამოკიდებულება – ევროპული, კომპანიის ამბიცია კი – საერთაშორისო.

07 მაისი 2021, 15:47

COVID19

ბრიტანეთში 40 წელს ქვემოთ მოქალაქეების ნაწილს „ასტრაზენეკას“ ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების უსაფრთხოების მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, 40 წელს ქვემოთ, 18-დან 39 წლამდე მოქალაქეებს, რომელთაც ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები აქვთ, ვაქცინის არჩევის შესაძლებლობას მისცემენ და ალტერნატიული ვაქცინით აცრიან, - ამის შესახებ BBC წერს. მარეგულირებლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის განვითარების რისკს შორის გამოვლენილი კავშირია.

07 მაისი 2021, 15:34

რეგიონი

სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი სოციალური პროგრამის ფარგლებში ფულად დახმარებას გაუწევენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

თამარ გაბუნია

07 მაისი 2021, 15:28

COVID19

თამარ გაბუნია: ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ სასარგებლოდ, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ავტორიზაციის გადაწყვეტილება იქნება დადებითი

მისივე თქმით, ჯანმო-ს შუალედური ანგარიში იყო საკმაოდ მყარი "სინოვაკის" და "სინოფარმის" სასარგებლოდ, ანუ ის ძირითადი დადებითი მხარეები, რომელიც ორივე ვაქცინას ახასიათებს ძალიან კარგად იყო ასახული შუალედურ ანგარიშებში, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ ავტორიზაციის გადაწყვეტილება იქნება დადებითი.

თამარ გაბუნია

07 მაისი 2021, 15:21

საზოგადოება

თამარ გაბუნია: წამლის ხარისხის ლაბორატორია სახელმწიფო ხარჯებით შეიქმნება

„ვფიქრობ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და მომავალი წლისთვის უკვე გვექნება გამართული. საწყისი მინიმალური ინვესტიცია, რომელიც ბაზისური ლაბორატორიისთვის არის საჭირო, შეფასებულია 3 მილიონი დოლარით - ეს არის ბაზისური აღჭურვილობის ჩათვლით, ინფრასტრუქტურული საჭიროებისთვის მისი ნაწილი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

07 მაისი 2021, 15:13

COVID19

თამარ გაბუნიას განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულებზე მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

სააღდგომო დღესასწაულების გამო მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ამ ორკვირიან პერიოდში ინფიცირების გარკვეული მატება შესაძლოა იყოს და დაემთხვევა მაისის შუა რიცხვებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

07 მაისი 2021, 15:11

ეკონომიკა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ბასკინ რობინსი“ გაიხსნა

დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის“ ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.

გურამ მაჭარაშვილი

07 მაისი 2021, 15:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობა განახორციელონ პოლიციელებზე

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ოპოზიცია აპირებს ასე სისტემატურად ხულიგნობას, ძალადობას პოლიციელებზე არაერთგზის, ამ შემთხვევაში შეიძლება გავამართლოთ მათი ასეთი აღშფოთება იმაზე, რომ პოლიციელებზე ძალადობასა და ხულიგნობაზე განმეორებითი შემთხვევებისთვის მკაცრდება სანქციები,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

07 მაისი 2021, 15:01

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური იმყოფება. ის პირველი მივიდა სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციაზე.

ეკატერინე ტიკარაძე

07 მაისი 2021, 14:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდვითარება არის რთული და საყურადღებო

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.

ანრი ოხანაშვილი

07 მაისი 2021, 14:54

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: თუკი ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის უნდა იყოს თითოეულ პუნქტში დასაბუთებული

ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელია დასაბუთება, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის უნდა იყოს თითოეულ პუნქტში დასაბუთებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.