imedi /  20 აპრილი 2021, 15:10 / სანდო წყარო

ზაალ უდუმაშვილი: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე პარტიაში არანაირ შეთანხმებას არ განვიხილავთ

ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე პარტიაში არანაირი შეთანხმებას არ განვიხილავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე მისულები მათ პოზიციას გააცნობენ.

„ბუნებრივია, შარლ მიშელთან შეხვედრაზე მივალთ და გავაცნობთ ჩვენს მყარ პოზიციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე არანაირი შეთანხმებას არ განვიხილავთ პარტიაში. მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როდესაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ეს არის ჩვენი მთავარი პოზიცია, რითაც შარლ მიშელის წინაშე წარვდგებით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

ყველა სიახლე

07 მაისი 2021, 21:08

სამართალი

პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა.

07 მაისი 2021, 21:03

COVID19

ჯანმო Sinopharm-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:59

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა

ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამომავლოდ, ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ დაადო ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ოპოზიციამ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ამ საკითხზე ერთი კვირის წინ სთხოვა.

07 მაისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს წარმომადგენლობა ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე მზადყოფნას გამოთქვამს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპულმა საბჭომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ორგანიზაციის წარმომადგენლობაში არ ადასტურებენ.

07 მაისი 2021, 20:06

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 207 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მაისი 2021, 19:48

სპორტი

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

07 მაისი 2021, 19:33

COVID19

ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში Sinopharm-ის ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

სოზარ სუბარი

07 მაისი 2021, 19:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, როგორც გათვალისწინებულია

ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში. ერთადერთი განსხვავება რაც ჩავდეთ, არის ცოტათი გამკაცრება, ცოტათი მეტი შემზღუდავი ნორმები, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

07 მაისი 2021, 19:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მაისი 2021, 19:04

COVID19

გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა

იმუნიზაციის დაჩქარების მიზნით, გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

07 მაისი 2021, 18:55

სპორტი

სოფიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ორი ქართველი იასპარეზებს

8 მაისს, სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზენ. საქართველოს სახელით, დარჩენილი 2 ლიცენზიის მოპოვებას დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (77 კგ) შეეცდებიან. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

07 მაისი 2021, 18:44

რეგიონი

ახალციხეში სუპერმარკეტში მანქანა შევარდა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მსუბუქი მანქანა შევარდა, ჩამტვრეულია მარკეტის მინები. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლინდსი გრემი

07 მაისი 2021, 18:40

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი: „რესპუბლიკური პარტია“ დონალდ ტრამპის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებს

სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დონალდ ტრამპის გარეშე წინსვლას ვერ შეძლებს.

07 მაისი 2021, 18:15

სპორტი

ქუთაისი სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

ქუთაისში დაიწყო საერთაშორისო ტურნირმა სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც 5 ქვეყნის 40-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობს. საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

07 მაისი 2021, 17:57

რეგიონი

ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება, - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის მიხედვით, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონა ადმინისტრაციისა და საფეხბურთო გუნდებისთვის. ამასთან, მოეწყობა ახალი ტრიბუნები, რომელიც გადაიხურება და შეიცვლება საფეხბურთო მოედნის საფარი და დამონტაჟდება განათება.

ირაკლი კობახიძე

07 მაისი 2021, 17:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას

„მერობის კანდიდატების დასახელება როგორც წესი ხდება 2-3 თვით ადრე. ჯერ არის საკმარისი დრო დამატებით ვიმსჯელოთ გადაწყვეტილებებზე . მერობის 64 კანდიდატია წარსადგენი და სათანადო დროს საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

07 მაისი 2021, 17:39

საზოგადოება

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 87 პროექტი დაფინანსდა

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სხვადასხვა ტიპის 87 პროექტი დაფინანსდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 1 355 778 ლარია.

ირაკლი კობახიძე

07 მაისი 2021, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა გეგმა აქვს პრეზიდენტს ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით

ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ პრეზიდენტის პოზიცია და ამის მიხედვით, კანონმდებლობის შესაბამისად გავყვებით პროცედურებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

07 მაისი 2021, 17:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იყო ხარვეზი, რომელიც პოლიციელს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იყო ხარვეზი, რომელიც პოლიციელს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კოდექსში შესატანი ცვლილებების გარშემო უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მონაწილეობა არ მიიღეს კანონპროექტის განხილვაში.