imedi /  22 აპრილი 2021, 12:38 / სანდო წყარო

ირაკლი ქადაგიშვილი: ამომრჩევლის ხმებით სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო, ჩემთვის ეს არის სწორი დამოკიდებულება

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ მათი მანდატები უკვე აღიარებულია. აქედან გამომდინარე, ეს ის კოლიზიაა, რაზეც შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტება გააკეთოს და გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს, რას იტყვის, უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ამის შესახებ ქადაგიშვილმა ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„კონსტიტუციაში ორმაგი ჩანაწერია, ერთი მხრივ, ადამიანს უფლება აქვს, რომ მანდატი დატოვოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩანაწერია, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა დადგენილებით ძალაში უნდა შეიტანოს. ვნახოთ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კითხვა იმის თაობაზე, რამდენად სწორია, პარლამენტმა უფლებამოსილება რომ არ შეუწყვიტა, გეტყვით, რომ ამომრჩევლის მიერ მოცემული ხმებით სახელმწიფოს წინაშე ძირგამომთხრელი საქმიანობა არ უნდა აწარმოო, ჩემთვის ეს არის სწორი დამოკიდებულება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა, ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

02 აგვისტო 2021, 13:16

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ

სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მათავრობის სხდომაზე.

გიორგი ამილახვარი

02 აგვისტო 2021, 13:14

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ჩვენ გამოვრიცხავთ არა მხოლოდ ამ შეთანხმებაში დაბრუნებას, არამედ მომავალშიც კატეგორიულად გამოვრიცხავთ მსგავსი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს შეთანხმება, რომელზე ხელმოწერაც კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას ნიშნავდა, გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - რათა ქვეყანაში დასტაბილურებულიყო სიტუაცია. ჩვენ გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეთანხმება აღმოჩნდა ცალმხრივი. ყველაზე დიდიმა ოპოზიციურმა პარტიამ, არათუ ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს, არამედ ის გამოიყენა რადიკალიზაციის და პოლარიზაციის გასაღრმავებლად. ხოლო ვინც ხელი მოაწერა, მათი უმრავლესობა არ ასრულებდა პირობებს და არ მონაწილეობდა პუნქტების შესრულებაში. ამიტომ, მათი მხრიდან დესტრუქციაზე უარის თქმამ ჩვენ გვაიძულა, რომ მოგვეხდინა შეთანხმების ანულირება. ჩვენ გამოვრიცხავთ არა მხოლოდ ამ შეთანხმებაში დაბრუნებას, არამედ მომავალშიც კატეგორიულად გამოვრიცხავთ მსგავსი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ენტონი ფაუჩი

02 აგვისტო 2021, 13:08

COVID19

ენტონი ფაუჩი: „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული კოვიდშემთხვევების მატების მიუხედავად, აშშ-ში ლოკდაუნი არ გამოცხადდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული კოვიდშემთხვევების მატების მიუხედავად, აშშ-ში ლოკდაუნი არ გამოცხადდება.

02 აგვისტო 2021, 13:08

პოლიტიკა

დმანისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ „ტვ პირველს“ სიცრუეში ამხელს

"ტვ პირველის ჟურნალისტს ინტერვიუში ვუთხარი, რატომ წამოვედი სამსახურიდან, მალე გაიგებთ-მეთქი...მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეოთხე დღეა მერობის კანდიდატების სიები მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, სიუჟეტში ეს ამბავი არ მოხვდა! რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათ პრიმიტიულ ტყუილს საფუძველი გამოეცლებოდათ! ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი მათი მხრიდან",- განაცხადა მურადაშვილმა

02 აგვისტო 2021, 13:06

საზოგადოება

რომელ ოჯახებს დაეხმარება მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის დაფარვაში. პირობები დეტალურად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რა შეღავათებს გეგმავს მთავრობა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც, იპოთეკური სესხით, ბინის შეძენას გეგმავენ.

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:05

პოლიტიკა

ნათია თურნავა: საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ისე რჩება

„ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები არ გამოირიცხება არა თუ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა დედაქალაქში დროდადრო. მთავარი არის, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება და რა თქმა უნდა დაგმობილია ჩვენგან, რადგან არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს იმიჯს და ასეც იქნება“, -- განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ის დარგები, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ მეტად განვავითაროთ ექსპორტი, მიიღებენ კომბინირებულ დახმარებას

„ის დარგები, და ასეთი არის დაახლოებით 60-მდე დარგი, სადაც გვაქვს პოტენციალი რომ უფრო მეტად განვავითაროთ ექსპორტი და ექსპორტი ჩვენი სავალუტო შემოსავალი არის, ჩვენი ეკონომიკის, ლარის სიძლიერე არის, ან ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციაში შევიდეთ იმპორტულ ანალოგიურ საქონელთან და ჩავანაცვლოთ იმპორტი, მიიღებენ ჩვენი პროგრამიდან კომბინირებულ დახმარებას. ეს არის ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რითიც ჩვენ თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მათ ბანკებში და პლუს, სრულიად ახალი კომპონენტი არის გრანტი. გრანტი იქნება აღებული სესხი 15%-ის ოდენობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაცილებით უფრო აიაფებს დაფინანსებას და ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას მცირე ბიზნესებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 12:59

პოლიტიკა

პარლამენტში დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვა დაიწყო

რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.

ნიკოლ ფაშინიანი

02 აგვისტო 2021, 12:45

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

ჯო ბაიდენი

02 აგვისტო 2021, 12:38

COVID19

ჯო ბაიდენი: ის, რაც ახლა ამერიკაში ხდება, არავაქცინირებულთა პანდემიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკაში არავაქცინირებულთა პანდემიას აქვს ადგილი.

არჩილ თალაკვაძე

02 აგვისტო 2021, 12:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შეთანხმებასთან დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს, ვინც უნდა დაუბრუნდეს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია

„ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ასრულებდა ამ თვეების განმავლობაში შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ყველა პუნქტი რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, გახლავთ პირნათლად შესრულებული. ბოლო სხდომებზე „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ცალმხრივ რეჟიმში ახორციელებდა. შესაბამისად, ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც დავამარცხებთ არჩევნებში. არჩევნებიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ისინი ეცდებიან ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას, თუმცა, ერთი თვის შემდეგ გარწმუნებთ, ქვეყანა დაუბრუნდება და გადავა მშვიდი განვითარების ეტაპზე. ჩვენ წინ გვაქვს წლები, როცა მთელს ჩვენს ყურადღებას და ენერგიას მივმართავთ იმ საჭიროებებისკენ, რაც ხალხს აწუხებს. რა თქმა უნდა, რადიკალური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს და სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის პოლიტიკური პარტია, ვინც სტაბილურ, მშვიდ და განვითარებად მომავალზე აიღებს პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

02 აგვისტო 2021, 12:20

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენები: მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ კორონავირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა

მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ვირუსმა, რომელმაც COVID-19-ის პანდემია გამოიწვია, ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა. ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების ანგარიშშია ნათქვამი.

კრისტინა ტიმანოვსკაია

02 აგვისტო 2021, 12:18

მსოფლიო

ბელარუსმა მორბენალმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

„ახლა ტიმანოვსკაია ტოკიოშია. მას კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და პრესასთან. მან უკვე შეიტანა საბუთები პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე. ის კარგად არის, თუმცა ცხადია, რომ ეს სტრესული სიტუაციაა არა მხოლოდ სპორტსმენისთვი, არამედ ადამიანისთვის“, - განაცხადა მან.

02 აგვისტო 2021, 12:14

პოლიტიკა

პარლამენტში შეიქმნა ეთნიკურად აზერბაიჯანელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელთაც საკუთარი თავდაპირველი გვარების აღდგენა სურთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

02 აგვისტო 2021, 11:58

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აგვისტომდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისა და ბიზნესებისთვის

„სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით ჩვენ გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის. მაგალითად, 2012 წელს დაკეტილი იყო ყველა ბაზარი პრაქტიკულად. პირველ რიგში რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნო - ევროკავშირის ბაზარი, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი მეღვინეებისთვის, რომ ყოველგვარი ტარიფის გარეშე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. მეორე - რუსეთის ბაზარი გავხსენით, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეღვინეებისთვის. ჩინეთის ბაზარი - ჩინეთთანაც მოვაწერეთ ჩვენ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაფერი ჯამში რა თქმა უნდა აისახა ჩვენი კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

02 აგვისტო 2021, 11:45

სამართალი

დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

02 აგვისტო 2021, 11:43

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებში ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:40

ეკონომიკა

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინის შესაძენად სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა დღეს იწყება

„ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:36

ეკონომიკა

პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

ჩვენ უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.