ხათუნა სამნიძე: მტრობისა და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი
ხათუნა სამნიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
მტრობის და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვისთვის, რაც რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ძირითადი გზა წინ არის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს, პარტნიორებს, გულშემატკივრებს, რომლებმაც არცერთ ეტაპზე არ მიატოვეს ეს ქვეყანა და ამ ძალიან რთულ, მტკივნეულ და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღწია შეთანხმებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო, ვიხილოთ ჩვენი ყველა ოპოზიციური კოლეგა რომელიც შემოუერთდება ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა თითოეული ჩვენგანის მიმართ საზოგადოებისგან. ძირითადად, რაც გვესმოდა ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენი პარტნიორებისგან იყო, რომ არ არსებობს ნდობა ორ მხარეს შორის.
ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ შეთანხმებით, სადაც უამრავი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვიხილოთ ორი ადამიანი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები, თავისუფალი და ამით ჩვენს საზოგადოებას პირველ რიგში გავუჩინოთ ნდობა, რომ ჩვენ შესაძლებელია, შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რასაც ხელი მოვაწერეთ და რაზეც შევთანხმდით; ჩვენ შესაძლებელია ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა ყველას გთხოვოთ, ამ პირველ ნაბიჯებზე ძალიან მყიფე და სახიფათო პროცესში შევძლოთ მტრობის და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი. უამრავი შეკითხვაა.
ჩვენ ამ შეხვედრების პროცესში, ყველა შეხვედრის შემდეგ შევძელით და პასუხი გავეცით შეკითხვებს. ყველაზე მთავარი კითხვა - ხომ არ შეეხება ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს, ჩვენ მკაფიოდ ვთქვით (ორივე მხარემ) გუშინ, რომ არა, ეს ამ ადამიანებს არ შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ სამუშაო შეხვედრების შემდეგ უფრო მკაფიო იყოს ეს პოზიციები და შევძლოთ ამ პირველი ნაბიჯებით ნდობა აღვადგინოთ საზოგადოების მხრიდან, რომ შესაძლებელია კომპრომისით და თანამშრომლობით ჩვენ ამ დოკუმენტის განხორციელება შევძლოთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 01:19
მსოფლიო
The Washington Post: სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს
სენატმა სამშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს, რამაც თეთრ სახლთან პოტენციურად დაძაბული დაპირისპირების საფუძველი შექმნა, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
23 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა იუთუბერ გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეზე: საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისაგან შედგება, აზარტული თამაშების რეკლამირება-პოპულარიზაციას ახდენენ, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. არც ის არის გასაკვირი, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ
კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად „სასარგებლო" და "საამაყო" აქვთ - საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის - აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, იუთუბერ გიორგი კალატოზსა და მის მეწყვილე ტატო ბაციკაძეზე.
23 ივნისი 2026, 23:46
მსოფლიო
ტრამპი: ირანის ეკონომიკა განადგურებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ომმა ირანის ეკონომიკა მძიმედ დააზიანა, ამასთანავე მან ყურადღება გაამახვილა ნავთობის ფასების კლებაზე და ჰორმუზის სრუტის გავლით გაზრდილ ექსპორტზე.
23 ივნისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში: მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში - არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
23 ივნისი 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეშვებას დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო განცხადებები იმის შესახებ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებისთვის ირანში ვიზიტი დაგეგმილი არ არის და აღნიშნა, რომ თეირანი ამ შეთანხმებას უკვე დათანხმდა.
23 ივნისი 2026, 22:22
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ასამბლეაში საქართველოს არყოფნაზე: ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, სასარგებლო იქნება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი თეოდორ ბოვენი ასამბლეაში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
23 ივნისი 2026, 22:08
პოლიტიკა
ალენ ბერსე საქართველოზე: როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. როგორც ვიცით, იზოლაცია გამოსავალი არ არის. მე განვაგრძობ ჩართულობას ყველა დონეზე. შედეგი ამ დისკუსიის არსებითი ნაწილია, მან უნდა მოიტანოს ხელშესახები პროგრესი, მხოლოდ ასე შეიძლება წინსვლა
კითხვა, რომელსაც მე უნდა ვუპასუხო და დავსვა, არის, რომელ ნაბიჯს ექნება ყველაზე დიდი გავლენა, - ასე უპასუხა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის, ერიკ-ნიილეს კროსის კრიტიკულ განცხადებას და კითხვას საქართველოსთან მიმართებაში 52-ე მუხლის გამოყენებისა და ახსნა-განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
23 ივნისი 2026, 21:44
სპორტი
რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის ისტორიაში ახალი მწვერვალი დაიპყრო და მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა - პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კარიერაში უკვე მეექვსე მსოფლიო პირველობაზე მოახერხა გოლის გატანა.
23 ივნისი 2026, 21:35
მსოფლიო
POLITICO: ბუდაპეშტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა ოფიციალური თავის გახსნის პროცესი შეაფერხა
უნგრეთმა შეაფერხა პროცედურული ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 21:29
საზოგადოება
ინგუში ბიჭის ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. 8 წლის ინგუში ბიჭი, რომელმაც მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიან 10 კილომეტრის მოშორებით მაშველებმა იპოვეს.
23 ივნისი 2026, 21:19
საზოგადოება
ქვეყანა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქვეყანა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. სასტუმროებში უკვე მაღალი დატვირთვაა. საერთაშორისო აღიარება, უსაფრთხო გარემო და პირდაპირი მიმოსვლა ის მთავარი ფაქტორებია, რაც უცხოელ მოგზაურებში წლების განმავლობაში მაღალ ნდობას აჩენს. კერძო სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ მიმდინარე სეზონიც წარმატებული იქნება.
23 ივნისი 2026, 21:11
პოლიტიკა
სახალხო დამცველი პარლამენტში 2025 წლის ანგარიშით წარდგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახალხო დამცველი პარლამენტში - ლევან იოსელიანი კანონმდებლების წინაშე „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშით წარდგა.
23 ივნისი 2026, 20:54
სამართალი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფით არ მართლდება - სიძულვილის ენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფით არ მართლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო მსგავს სამართალდარღვევებს მკაცრად აკონტროლებს. დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. განაჩენი ფინანსური სანქციაა.
23 ივნისი 2026, 20:46
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, „გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026“-ზე მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი
Factory Tbilisi-ში 20 ივნისს საერთაშორისო აღიარების მქონე ინდუსტრიის ლიდერებთან და იმ ქართველ ხელოვანებთან გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდის, დიზაინისა და ციფრული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან.
23 ივნისი 2026, 20:42
მსოფლიო
The Associated Press: „თალიბანის“ დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
„თალიბანის“ დელეგაცია სამშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 20:42
საზოგადოება
თბილისი საჯარო სერვისების მასშტაბურ ფორუმს პირველად მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ გახდეს სახელმწიფო მომსახურება კიდევ უფრო ეფექტიანი, სწრაფი და მოქალაქეზე ორიენტირებული - დედაქალაქი საჯარო სერვისების მასშტაბურ ფორუმს პირველად მასპინძლობს. ასამდე ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი, ქართულ გამოცდილებას იზიარებს.
23 ივნისი 2026, 20:37
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
23 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
კრიტიკა ევროპარლამენტიდან და რეზოლუციები ოპოზიციის გზავნილებით - პოლიტიკური განცხადებები საქართველოს პარლამენტში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ფაქტების წარმოდგენა ყველა იმ კრიტიკის საპირისპიროდ, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტიდან ისმის. რეზოლუციები ოპოზიციის გზავნილებით, მმართველი გუნდისთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. სწორედ ეს იყო პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა.
23 ივნისი 2026, 20:28
პოლიტიკა
თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
23 ივნისი 2026, 20:27
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტი: სამხრეთ ლიბანში ისრაელის ოკუპაცია უნდა დასრულდეს
მაშინ, როდესაც ლიბანელი და ისრაელელი დიპლომატები დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის იკრიბებიან, ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ბეირუთი „არაფერს დათანხმდება ქვეყნის სამხრეთში ისრაელის ოკუპაციის დასრულების გარდა“.


