სალომე სამადაშვილი: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდება
სალომე სამადაშვილი
ფოტო: არქივი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რამხელა მნიშვნელობა აქვს შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის შეთანხმება, რომლის უკანაც დგას ევროკავშირი და ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენელი მიშელის სახით.
„მას მიაჩნია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. იგი მხარს უჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც უკავშირდება შეთანხმების განხორციელებას. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა იმ მიმდინარე, ასევე სამომავლო პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება ამ შეთანხმების შესრულებას.
რა თქმა უნდა, ასევე გვქონდა საუბარი ნიკა მელიას საქმეზე, რადგან ნიკა მელიას გათავისუფლება ეს არის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ შეთანხმების შესრულებისას. გვქონდა განხილვა იმ შესაძლო გზების, თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოს ნიკას რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება“,- განაცხადა სამადაშვიმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
„მინისტრმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ამ შეთანხმების შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვისაც, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ხელი იმაზე, რომ საქართველოს აქვს მართლაც რაიმე რეალური შანსი, რომ გავიდეს ევროპულ ორბიტაზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინისტრი მიესალმა ყველას, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას. მან გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმებას შეუერთდება ყველა ოპოზიციური პარტია, რადგან ამ შეთანხმებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი საუკეთესო მეგობარი ქვეყანა, როგორიც არის ლიეტუვა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროპას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს საქართველოში, მაშინ მეორე ხაზზე საფრთხის არიან სწორად ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამიტომ ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ამ ქვეყნებს შორის ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური გამოწვევები ჩვენ გვართმევს სწორედ ამ შანს, რაც უნდა გამოიყენებოდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ გასული თვეების მანძილზე ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია ის, რომ დღეს, როდესაც ყველა ძალიან ბევრს საუბრობს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაში წინ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებზე, საქართველოს რაც შეეხება, საერთაშორისო დისკუსია შემოიფარგლება სწორად შიდაპოლიტიკური კრიზისის თემებით და ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 17:16
რეგიონი
ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ
ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
29 აგვისტო 2026, 16:46
მსოფლიო
POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.
29 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.
29 აგვისტო 2026, 16:01
მსოფლიო
ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.
29 აგვისტო 2026, 15:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.
29 აგვისტო 2026, 15:33
საზოგადოება
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
29 აგვისტო 2026, 15:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად
სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.
29 აგვისტო 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
29 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:28
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები
ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:21
მსოფლიო
აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს
აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა
რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.
29 აგვისტო 2026, 14:15
პოლიტიკა
ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.


