IMEDI /  29 აპრილი 2021, 18:22 / სანდო წყარო

გრიგოლ ლილუაშვილი: პანდემიის პერიოდში დეზინფორმაცია ემსახურებოდა ძალოვანი სტრუქტურების, ხელისუფლების მიმართ უნდობლობას, რაც გამოიხატებოდა ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებსა და მოწოდებებში

გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

სხვადასხვა აქტორების მიერ მართული დეზინფორმაციული ომის შემთხვევებს, კამპანიებს ადგილი ჰქონდა ასევე საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით, რათა მომხდარიყო ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს პოლარიზება და რადიკალიზაცია, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ლილუაშვილი აღნიშნულს ჩვეულ მეთოდს უწოდებს და აცხადებს, რომ სპეცსამსახურებმა მსგავსი პრაქტიკა არამარტო საქართველოში, არამედ ვროპის ბევრ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენეს.

„ეს არის ჩვეული მეთოდი, სხვათა შორის ბოლოდროინდელი პრაქტიკით განმტკიცებული რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რაც მათ აქტიურად გამოიყენეს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში და ასევე გამოიყენეს აშშ-ის ტერიტორიაზეც. ასევე საინფორმაციო ომში მზარდ ტენდენციად გამოიკვეთა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის ონლაინ აპლიკაციები, რომელთა დაფიქსირებაც შევძელით, სადაც ხდება საზოგადოებრივ აზრზე განსაკუთრებული მანიპულაციის განხორციელების აშკარა მაგალითები, გვაქვს ეს სახეზე. ასევე, განვაგრძობდით პრევენციული ხასიათის მუშაობას საინფორმაციო ომის ფარგლებში უკვე საქართველოში მოქმედი აქტორების გამოვლენისა და მათი დაფინანსების წყაროების გადაკეტვის კუთხით, რაც მეტწილად გამოგვდიოდა და გამოგვივიდა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ასევე დადგინდა სხვადასხვა აქტორებს შორის ურთიერთკავშირი.

„განსაკუთრებით მტკივნეული იყო დეზინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც პანდემიის პერიოდში ემსახურებოდა არა მარტო ძალოვანი სტრუქტურების, არამედ ზოგადად ხელისუფლების და საჯარო უწყებების მიმართ უნდობლობის გაჩენას. ეს ხშირად გამოიხატებოდა ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებში, მოწოდებებში. ამას, რა თქმა უნდა, მხარს უჭერდნენ ისევ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და მიზანმიმართულად ხდებოდა იმ პრევენციული ღონისძიებებისთვის ხელშეშლა და უნდობლობის გაჩენა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ დაძაბავდა და გააუარესებდა გარემოს, როგორც პანდემიის მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების გარემოს და ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყნისას. კარგად გახსოვთ ყველას, თუ რა საინფორმაციო ომი იყო გაჩაღებული რუსეთიდან მართული საინფორმაციო წყაროების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რა საშინელი სიცრუე ტირაჟირდებოდა მოსახლეობაში, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ხდებოდა აღნიშნული შტამების შემუშავება და შემდეგ მათი გამოცდა საქართველოს მოქალაქეებზე და მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. დეზინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს, უფრო სწორად მძლავრ იარაღს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ტექნოლოგიურ განვითარებებს თან ახლავს ახალი გამოწვევები, რომლითაც ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების გარემოზე ზემოქმედება ხორციელდება.

„ნომერ პირველ გამოწვევად არის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება ტექნოლოგიური მიღწევები, ვინაიდან განვითარება, პროგრესი გარდაუვალია, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ამ ტექნოლოგიურ განვითარებებს თან მოჰყვება ახალი გამოწვევები, რომლითაც ხშირ შემთხვევაში ახდენენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე ზემოქმედებას. არ დაგიმალავთ, ეს არის ახალი გამოწვევები, ეს არ არის კლასიკური გაგებით ტრადიციული გამოწვევები, შესაბამისად ამ ფონზე, ქვეყნის და ჩვენი სამსახურის წინაშე ძალიან აქტუალურ საკითხად რჩება კიბერუსაფრთხოების საკითხების მოგვარება, მოწესრიგება, რასაც ემსახურებოდა ბოლო პერიოდში, 2020 წლის განმავლობაში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში დაინიცირებული ცვლილებების პაკეტი კანონში, რომელიც იმედი გვაქვს, თავის დადებით დასრულებას ჰპოვებს მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ არის აუცილებელი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს წესრიგი ამ მიმართულებით, დაწესდეს აუცილებელი სტანდარტები, რომელიც უნდა დაიცვას როგორც საჯარო სამსახურებმა, ისე კერძო სექტორის იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, ბანკებმა და ა.შ. და უმორჩილესად გთხოვთ თითოეულ დეპუტატს, გაითვალისწინოთ, რომ ეს საკითხი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 20:59

პოლიტიკა

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.