გრიგოლ ლილუაშვილი: ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა საშუალებას, რათა ომი ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად დამაზიანებლად წარმართულიყო
გრიგოლ ლილუაშვილი
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. საინფორმაციო ომი და დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა მეთოდსა და საშუალებას, რათა ეს ომი საქართველოსთვის მაქსიმალურად დამაზიანებლად წარმართულიყო, - ამ თემაზე საუბრით დაიწყო გრიგოლ ლილუაშვილმა, საკუთარი 2020 წლის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო 2020 წლის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც რეგიონულ ჭრილში ჩვენს წინაშე იდგა. ეს იყო ჩვენს მეზობლად არსებული კონფლიქტი, ვგულისხმობ ყარაბაღს, როდესაც ქვეყანაში მომეტებულად წარმოჩინდა ყველა ის რისკი, რისი გადალახვაც ჩვენ შევძელით ძალიან წარმატებულად.
არსებული, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. საინფორმაციო ომი, დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა მეთოდსა და საშუალებას, რათა ეს ომი წარმართულიყო მაქსიმალური სიმწვავით და დამაზიანებლად ჩვენი ქვეყნისთვის.
ამას თან ერთვოდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით გამოწვეული ის შეზღუდვები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის სასიამოვნო არ იყო. ხშირად, ამ საინფორმაციო ომის ფარგლებში, გადაუდებელი ღონისძიებების წინააღმდეგ ხდებოდა ჩვენი თანამოქალაქეების პროვოცირება, საწინააღმდეგო აქციების მოწყობა და მომეტებული აგრესიის ფონზე, ხშირ შემთხვევაში, უკანონო ქმედებებით გამოხატვა.
განსაკუთრებულად ეს შეიმჩნეოდა იმ ორ რეგიონში, სადაც ჭარბად ცხოვრობს ეთნიკური წარმოშობით სომხური და აზერბაიჯანული დიასპორა, ჩვენი თანამოქალაქეები და ამ საინფორმაციო ომის ფარგლებში შეეცადნენ, გაეღვივებინათ შუღლი როგორც ეთნიკურ, ისე რელიგიურ ნიადაგზე“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროვოკაციულ შემოტევებთან გამკლავება შეძლო.
„სამსახურმა შეძლო, გამკლავებოდა ამ პროვოკაციულ შემოტევებს, რაც გამოიხატა ასევე, რაც ჩამოვთვალე, ამ მუხლებით სისხლის სამართლის საქმის, ანუ გამოძიების აღძვრაშიც, რომლის ფარგლებში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით, გამოგვეკითხა, ტემპერატურა დაგვეწია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ყველა იმ აქტივისტისთვის, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით ზიზღისა და დაპირისპირების, სიძულვილის ენით ცდილობდნენ კონფლიქტის გაღვივებას.
შესაბამისად, შევძელით, რომ გამოძიების პროცესს მისცემოდა პრევენციული ხასიათი, რამაც ნამდვილად გადააზღვია სიტუაცია აფეთქებისაგან. შესაბამისად, ამ ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ ახლო კომუნიკაციაში გახლდით როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ჩვენს კოლეგა უწყებებთან, რათა მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან ეს მოჭარბებული რისკები, რისკი იმისა, რომ კონფლიქტი არ გაგრძელებულიყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს შიგნით.
ხშირ შემთხვევაში ის ტროლები, ის საინფორმაციო სახელდახელოდ შექმნილი სააგენტოები, „ფეისბუკ“ მისამართები იმართებოდა რუსეთის ტერიტორიის მხრიდან და აშკარად იკვეთებოდა ტენდენცია, თუ რა სურდა ჩვენს მტრულად განწყობილ მეზობელს ჩვენს ტერიტორიაზე.
ასევე, ამას თან დაერთო მიზანმიმართული, დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია ჩვენი სამსახურის და ზოგადად, სამართალდამცავი უწყებების მიმართებით, რომელსაც, ჩვენდა გასაკვირად, უფრო სამწუხაროდ, აქტიურად ემსახურებოდა ჩვენი მასმედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი და ბევრი წყარო.
დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენდა როგორც სამსახურის საქმიანობა, ასევე მისი კონკრეტული თანამშრომლების, სახელებისა და გვარების გამჟღავნება. ამ მიზნისთვის გარკვეული სუბიექტები აქტიურად იყენებდნენ ადამიანების ოჯახურ და პირად ტრაგედიებს, მტკიცებით ფორმაში ვრცელდებოდა ისეთი აბსურდული ვერსიები, რომლებიც აშკარად ემსახურებოდა ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციასა და პირდაპირ წყალს ასხამდა ჩვენი მტრულად განწყობილი მეზობლის ინტერესებს, რასაც ისინი კარგა ხანია, ცდილობენ. ამაში ეხმარებოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, და ასე ვთქვათ, თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, რაც არის დამაზიანებელი. შეიძლება, ამან გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რომლის გამოსწორებაც ჩვენ გაგვიძნელდეს და ნდობის აღდგენას ბევრი დრო დასჭირდება“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რატკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.


