თამთა მეგრელიშვილი: მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები
თამთა მეგრელიშვილი
ფოტო: IMEDI
მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
„და მაინც ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა. რევოლუციური სცენარის ავტორი - მიხეილ სააკაშვილი, მთავარ როლში - ნიკანორ მელია, მეორეხარისხოვან როლებში ოპოზიციური პარტიებიდან საუკეთესონი, განსაკუთრებით გამორჩეულნი აგრესიულობასა და დაუმორჩილებლობაში, ასევე მოქნილნი (ადვილად შემხტომნი საპატრულო ეკიპაჟის მანქანასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამტან მანქანაზე), სიმაღლეზე ძრომასა და ბოქლომის შებმაში. სხვა საჭიროებები ეტაპობრივად გამოიკვეთება და თავი უნდა გამოიჩინოთ! მთავარი მიზანი და დაკვეთაა - რევოლუცია! ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ პარტია,რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, ამიტომ მივყვეთ გეგმას.
გეგმა „ა“ - არჩევნები გაგვიყალბეს. ამაში უნდა დავარწმუნოთ ამერიკაცა და ევროპაც.
ჩათვალეთ, მეც გზაში ვარ, მოვდივარ!
გეგმა „ბ“ - არავითარი გადათვლა,
უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართულობაზე.
მოპოვებული მანდატების მიუხედავად, უარი პარლამენტში შესვლასა და მუშაობაზე!
ხომ გახსოვთ, მე მოვდივარ?!
გეგმა„გ“ - ნიკანორ მელია დასცინებს სახელმწიფოს, კანონსა და კანონმორჩილ ხალხს; გამაგრდება ჩვენს ოფისში და შექმნით ხელოვნურ დაპირისპირებას.
დაღვარე სისხლი!
„გააკეთეთ ისე, გაანძრიეთ ხელი, რომ ჩამოვიდე!“
ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე ნიკანორი დაიჭირეს, სისხლი ვერ დაღვარეთ!
გეგმა „დ“ დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელის მიერ მუშავდება, ჩვენ მიერ ხელმოწერილი არ იქნება!
ნიკას ვუყიდოთ გმირობა- ჩავსვათ ციხეში!
გმირის სახელს ციხეში ჯდომით „გავუჩალიჩებთ“!
გირაოს გადახდაზე - ჩვენი პრინციპული უარი!
ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), ნიკანორ მელიასთვის თანხა გამოყო. გირაოს თანხა 40 000 ლარი
გადახდილია.
ნიკანორ, შენივე გმირობა 40 000 ლარად გაიყიდა!
არჩევნები გაგვიყალბეს, რადგან ჩვენ ისევ ვერ გავიმარჯვეთ.
ეს ვერც ამერიკას და ვერც ევროპას ვერ დავაჯერეთ.
პარლამენტში შესვლაზე - ერთიანი უარი!
თითქმის ყველა შევიდა, ჩვენიანმაც კი ხელი მოაწერა.
პოლიტიკურ კოლაფსში ვართ, მაგრამ ვთქვათ, რომ ნიკანორს ველოდებით!
ხალხისა და სახელმწიფოს პროვოცირებამ ხელოვნური დაპირისპირებისთვის ისევ პარტიის იმიჯს დაარტყა, ამიტომ ნიკანორ მელია ციხეში!
ნიკანორ მელია გმირად უნდა ვაქციოთ!
ის გვჭირდება ციხეში!
ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) თანხა გამოყო. გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია.
ნიკანორ მელია იძულებულია გამოვიდეს.
პოლიტიკური რბოლა დასრულდა.
ფინიში ყველამ გადაკვეთა,
ერთმა გუნდმა კანონიერად, ზოგიერთებს ევროპული სახრე გადაარტყეს, ზოგსაც მოწეულზე აუცდა ფეხი, შეისეირნა და ჩარჩა.
მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა.
ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა“, - წერს მეგრელიშვილი.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.


