ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ
ფოტო: eu4georgia
9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
„ამ დღეს ვიხსენებთ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს. ევროპის დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა "ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ", რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში.“, - ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში.
წელს, ევროპის დღის აღსანიშნად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
9 მაისს, 17:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალური მედიის არხების საშუალებით გაავრცელებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის მიერ ექსკლუზიურად ევროპის დღისათვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას. 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა მის შესრულებაში, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა, გამორჩეულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”-ს მოსწავლეებმა და სხვა.
მუსიკალური კომპოზიციის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა გააკეთებენ განცხადებებს ევროპის დღისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოებების შესახებ. განცხადების ტექსტები იხილეთ ქვემოთ.
გარდა ამისა,საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა, როგორც ევროპის გუნდმა, ერთობლივი ვიდეო გზავნილი გაავრცელეს
9 და 10 მაისის საღამოს კი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში.
„ევროკავშირის სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება, ისეთი ახლო პარტნიორების მიმართ, როგორიც საქართველოა. COVID-19 პანდემიის დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხია. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უკვე 25 წელია ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერი და უმსხვილესი დონორია. დღეს, ევროკავშირს საქართველოში 200-ზე მეტი აქტიური პროექტი აქვს, რომელთა საერთო ღირებულება 500 მილიონ ევროს აღემატება. ამ პროექტების ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, გარემოს დაცვაში, მობილობის და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებაში.
მაგალითად, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა, 7,000-ზე მეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით ისარგებლა, 40,000-ზე მეტმა ქართულმა ბიზნესმა ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) ერთად 2016 წელს შევიდა ძალაში და რომელიც საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ევროკავშირსა და საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება 2016 წლის დეკემბერში მიიღეს და მას შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება საქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 02:13
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.
10 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ
„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 00:29
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.
10 სექტემბერი 2026, 00:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება
ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
09 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ
ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.
09 სექტემბერი 2026, 23:53
მსოფლიო
ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა და მიაჩნია, რომ მას უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.
09 სექტემბერი 2026, 23:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით
„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ, არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.
09 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: მათი რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება - პრორუსული - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა
სრული ლუსტრაცია მოხდა, თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
09 სექტემბერი 2026, 23:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება. ვიდეო
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება.
09 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია
დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ..
09 სექტემბერი 2026, 22:46
მსოფლიო
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა.
09 სექტემბერი 2026, 22:41
პოლიტიკა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. TİKA-ს მხარდაჭერით, ვეტერან ფერმერებს, სულ, 20 ხელის ტრაქტორი გადაეცათ.
09 სექტემბერი 2026, 22:15
ტექნოლოგიები
Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა - ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება
ოთხშაბათს კომპანია Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა. ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება და ის წიგნივით იხსნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფართო ეკრანს იღებს.
09 სექტემბერი 2026, 22:10
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
TRIPP პროექტის („ტრამპის მარშრუტის“) შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
09 სექტემბერი 2026, 22:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესა და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა.
09 სექტემბერი 2026, 22:01
მსოფლიო
მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება
რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოცემა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
09 სექტემბერი 2026, 21:36
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
09 სექტემბერი 2026, 21:30
კულტურა
ლევან კოღუაშვილის შავ- თეთრი ფილმი „გურია“-- მსოფლიო პრემიერა ვენეციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებულია ქართული კინოსთვის. ფესტივალის ერთ ერთ პრესტიჟულ სფოთლაით სექციაში, დღეს ლევან კოღუაშვილის შავ თეთრი ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
09 სექტემბერი 2026, 21:11
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
09 სექტემბერი 2026, 20:57
რეგიონი
შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალს, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, ოთხ წელიწადში დასრულდება.


