კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად , ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად, ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ კორეის გამოცდილებას ციფრული მმართველობის, ელექტრონული სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
კორეის რესპუბლიკა ციფრული მმართველობის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სახელმწიფო სერვისებს, მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფს, მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.
„ძალიან შთამბეჭდავი იყო გამოცდილება, რომელიც კორეელმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული. უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ქართველ და კორეელ სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ ახალი მიდგომები და ინოვაციური პროექტები“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.
ცენტრი ორი ქვეყნის პრაქტიკული თანამშრომლობის პლატფორმა გახდება. ერთობლივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს შორისაა ვირტუალური ასისტენტის განვითარება, ციფრული იდენტობა, ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფო სერვისებში ინტეგრაცია და სხვა თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებები.
„კორეელ კოლეგებთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებშიც თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ შორისაა ვირტუალური ასისტენტი, ციფრული იდენტობა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სახელმწიფო სერვისებში. ამ ტექნოლოგიების დანერგვა საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად მივაწოდოთ“ – განაცხადა ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძემ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად, არიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 20:43
მსოფლიო
Financial Times: CIA-ს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ამერიკის მხრიდან უფრო აქტიურ ჩართულობას გეგმავს
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს განუცხადეს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ამერიკის მხრიდან უფრო აქტიურ ჩართულობას გეგმავს, რათა ჩიხში შესულ დიპლომატიურ პროცესს ახალი იმპულსი მიეცეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 20:37
პოლიტიკა
ოფიციალური თბილისი გაეროში, ევროკავშირისა და ლიეტუვის წარმომადგენელთა დეზინფორმაციულ კამპანიას პასუხობს - საქართველოს ხელისუფლების მოწოდება და მტკიცე პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაეროში ევროკავშირის წარმომადგენელს, საქართველოს ხელისუფლება დეზინფორმაციასა და ცილისწამებაში ამხელს.
09 სექტემბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
გაშიფრული კამპანიის რეალური მიზნები - „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის სტრატეგია და ფაქტების გარეშე შეტევა ხელისუფლებაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური და მედიადისკუსია პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ - „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექსპრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს.
09 სექტემბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სამიტზე. „ქრონიკა“ პარიზიდან
120 ქვეყნის ორი ათასამდე დელეგატი და პირველი კოსმოსური სამიტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზშია.
09 სექტემბერი 2026, 19:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ამერიკისა და ევროპის გაყოფა, MAGA-ს დაპირისპირება ევროპულ ისტებლიშმენტთან და შემდეგ იმის ყურება, თუ როგორ ანადგურებენ მოკავშირეები ერთმანეთისადმი ნდობას - კრემლისთვის იდეალური სტრატეგიაა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დასავლეთში, კერძოდ, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება.
09 სექტემბერი 2026, 19:40
რეგიონი
თამარ იოსელიანი: ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით
„იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ქვეყანა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 19:39
პოლიტიკა
გივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან რადოვან ფუქსთან, შეხვედრა გამართა.
09 სექტემბერი 2026, 19:29
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორები მსოფლიო სავაჭრო სისტემისთვის
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო სექტორს და შესაბამისად, არსებობს ის გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სექტორი და ამ გეგმას ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმ,ა ბათუმში გამართულ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 19:26
მსოფლიო
CNN: უკრაინის საბრძოლო ოპტიმიზმი ნელ-ნელა ქრება მაშინ, როდესაც რუსეთი მის „საფორტიფიკაციო ზოლს“ უახლოვდება
ირინა რიბაკოვა საშინელი სიცხადით აცნობიერებს, რომ ფრონტის ხაზი ნელ-ნელა კრამატორსკს უახლოვდება - მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი აღმოსავლეთ უკრაინაში იმსახურა, იგი თვალს ადევნებდა, როგორ იხევდნენ უკან მისი დანაყოფები ერთი სტრატეგიული ცენტრიდან მეორისკენ, თუმცა, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირა ნამდვილი „სიგიჟე“ იყო, - წერს ტელეკომპანია CNN-ი სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ოპტიმიზმი ნელ-ნელა ქრება მაშინ, როდესაც რუსეთი მის „საფორტიფიკაციო ზოლს“ უახლოვდება“.
09 სექტემბერი 2026, 19:12
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უმნიშვნელოვანესი პროექტია შუა დერეფნის კონტექსტში, ჩვენ გავიმყარებთ პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ
ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ მაღალია ინტერესი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის, ზოგადად, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.
09 სექტემბერი 2026, 18:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური უსაფრთხოებისთვის - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით მოწვეულია უმაღლეს დონეზე
პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
09 სექტემბერი 2026, 18:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე კვლავ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ერთი წლის ვადით გაგრძელებაზე. ამის მიზეზი სლოვაკეთის პოზიცია გახდა.
09 სექტემბერი 2026, 18:44
მსოფლიო
მედია: უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე
უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას ამის შესახებ Telegram-არხები და რეგიონის ოფიციალური პირები ავრცელებენ.
09 სექტემბერი 2026, 18:16
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, სარატიფიკაციო შეთანხმებები განიხილა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე , ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა.
09 სექტემბერი 2026, 18:13
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.
09 სექტემბერი 2026, 18:11
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს განხორციელებული აქვს 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. 2012 წელს თუ გვყავდა 8 ათასი მეზღვაური, დღეს უკვე 21 ათასი მეზღვაური გვყავს, რაც ნათლად აჩვენებს ზრდის ტენდენციას
2012 წლიდან დღემდე, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს განხორციელებული აქვს 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. 2012 წელს თუ გვყავდა 8 ათასი მეზღვაური, დღეს უკვე 21 ათასი მეზღვაური გვყავს, რაც ნათლად აჩვენებს ზრდის ტენდენციას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“.
09 სექტემბერი 2026, 18:10
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა
ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა,“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
09 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ამომრჩევლებმა საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - 2024 წელს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი სხვადასხვა პარტია რომ გააფერადეს, მხარს რას უჭერდნენ? - ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ და ხელისუფლებაში რომ იყვნენ რას გააკეთებდნენ? ამ ადამიანებს ანდობდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს?
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ შავ დღეშია, მათ შორის, ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ ქვეყანაში შავი ფულის შემოსვლა მინიმუმამდეა დასულია - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
09 სექტემბერი 2026, 18:04
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი დიდია - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი
ჩვენ გავამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.


