IMEDI /  11 მაისი 2021, 18:19 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: დავიწყებთ საკომიტეტო მოსმენებს, მაგრამ არ მივიღებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს სანამ ვენეციის რეკომენდაციები არ გვექნება

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

დავიწყებთ საკომიტეტო მოსმენებს, მაგრამ არ მივიღებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს სანამ ვენეციის რეკომენდაციები არ გვექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს. მომდევნო კვირას, ვგეგმავთ უკვე დაინიცირებულ პროექტში, ამ დისკუსიის შედეგად რა ცვლილებებსაც ავსახავთ, გავაგზავნოთ ისევ ვენეციის კომისიაში. პარალელურად დავიწყებთ საკომიტეტო განხილვები იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს დოკუმენტი შევიმუშაოთ ივნისის ბოლომდე იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველას გვქონდეს შესაძლებლობა მომზადებისთვის. ამას სჭირდება საინფორმაციო კამპანია, რათა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა ცვლილებები შედის, როგორი იქნება ეს ტექნოლოგიური პროგრესი საპილოტე რეჟიმში. ვგეგმავთ ეს ცვლილებები ავსახოთ ივლისის ბოლომდე. დავიწყებთ საკომიტეტო მოსმენებს, მაგრამ არ მივიღებთ ამ ცვლილებებს სანამ ვენეციის რეკომენდაციები არ გვექნება. „ქართული ოცნების“ ინიციატივა და შეთავაზებები ეფუძნება სამართლიან და რაციონალურ მიდგომებს, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამ პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოებას ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ტექნოლოგიური საკითხები საპილოტე რეჟიმში უნდა დაიტესტოს ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ყველა ვთანხმდებით პრაქტიკულად იმაზე, რომ ეს ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა და სხვა საკითხები, უნდა იქნეს გამოყენებული. ვთანხმდებით იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს, უნდა გაეზარდოთ წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში. თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება წარმომაგდენლობა საარჩევნო კომისიაში. ვთანხმდებით იმაზე, რომ საარჩევნო კომისიაში პროფესიული ნიშნით კიდევ უფრო მეტი წევრი უნდა იყოს წარდგენილი საარჩევნო კომისიაში. საუბარია იმაზე, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის დროს, გარკვეული საკითხები კიდევ უფრო სამართლიანად უნდა დარეგულირდეს. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც რჩება ღიად, თუმცა ჩენ ამ კვირის განმავლობაშიც ვგეგმავთ დამატებით შეხვედრებს იმისთვის, რომ ეს პოზიციები როგორმე შევაჯეროთ და დავაახლოოთ და სწორედ შეჯერებული ვერსია, ერთი დოკუმენტი გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ბენდელიანი

17 ივნისი 2021, 00:11

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი ვარაუდით, მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზას 4 თვეში გავხსნით

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და მაჭავრიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. ვინაიდან, პრაქტიკულად ახალი გზა შენდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

17 ივნისი 2021, 00:03

მსოფლიო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივი განცხადების ტექსტს თეთრი სახლი ავრცელებს.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:59

საზოგადოება

როდის იგეგმება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობის აღდგენა. ირაკლი ბენდელიანის განცხადება

გეგმა გვაქვს ასეთი, რომ დაახლოებით ორ თვეში, ორ თვენახევარში მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა აღვადგინოთ. ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება, რომ აღდგეს საავტომობილო მოძრაობა, თუმცა პირველი ფაქტორია, რომ ის იყოს გადაადგილებისთვის უსაფრთხო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:52

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მინდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ასეთი გვერდში დგომისთვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო

მას შემდეგ რაც ჩვენ მერიაში შევუდექით მუშაობას, ბატონი კახას დავალება იყო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფასადურად. უნდა მომხდარიყო კაპიტალურად. პირობითად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ქვეშ სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწის ზედა კომუნიკაციები. უსახური ელექტროსადენები ჩადის მიწისქვეშ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:39

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება ეს სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: წინა წლებს თუ შევადარებთ, ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა

5 400 000 კვადრატული მეტრი ფართობის გზის საფარის შეცვლა მოხდა. ეს ნამდვილად დიდი მაჩვენებელია. წინა წლებს თუ შევადარებთ ქალაქში ამდენი მასშტაბური პროექტი ერთად არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იქ არსებულ სირთულეებს ითვალისწინებენ.

ირაკლი ბენდელიანი

16 ივნისი 2021, 23:23

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამდენი შრომისა და მუშაობის შემდეგ ხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც შედეგით კმაყოფილია

დედაენისა და 9 მარტის პარკებს რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა. მოეწყო ამ 2 პარკს შორის დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია ორივე პარკისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2021, 23:18

კულტურა

გიორგი კალანდია: სკანდალი ვერ შედგა უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას

სკანდალი ვერ შედგა, უბრალო მიზეზის გამო, ნიკოს სასახლე რეალურად აი ასე გამოიყურება და იგი არანაირი ნგრევის საშიშროების წინაშე საბედნიეროდ არ დგას! - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სასახლის ფოტოებს აქვეყნებს.

16 ივნისი 2021, 23:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთს გამანადგურებელ შედეგებს მოუტანს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 22:24

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: არ ვფიქრობ, რომ პუტინს ამერიკასთან ცივი ომი სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახალი ცივი ომი სურს. „არ ვფიქრობ, რომ მას ამერიკასთან ცივი ომი სურს. ეს არავის ინტერესშია. სიტუაცია, როდესაც ახალი ცივი ომი გვექნება, არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნონა გაფრინდაშვილი

16 ივნისი 2021, 21:56

სპორტი

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა

ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრი გამოუგზავნა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმიპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულს ფეხბურთელმა საკუთარი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი გაფრინდაშვილს დღეს გადასცეს.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

16 ივნისი 2021, 21:48

რეგიონი

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

„გედების ტბაზე“ მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა.

მიხეილ ჩხენკელი

16 ივნისი 2021, 21:44

საზოგადოება

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

ამასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიღწეული შედეგი მიულოცა.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს

აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

16 ივნისი 2021, 21:36

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს კახა კალაძე

დედაენის განახლებული ბაღი მაგალითია რამდენად პროგრესულად, ხარისხიანად და საჭიროებებზე დაყრდნობით აკეთებს საქმეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის გუნდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა.

ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2021, 21:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული

აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

16 ივნისი 2021, 21:25

საზოგადოება

საპენსიო თემასთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გამართა

საპენსიო თემასთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან პარლამენტში მორიგი შეხვედრა გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 ივნისი 2021, 21:13

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნაზე: მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს

მე მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასეთი დიდი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა მერმა, ბატონმა კახა კალაძემ სიურპრიზად გაუკეთა ჩვენს ქალაქს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.