IMEDI /  14 მაისი 2021, 22:08 / სანდო წყარო

ანდრიუს კუბილიუსი: მკაცრად უნდა მივუდგეთ ღირებულებების მიმართ ქვეყნების ერთგულებას, როდესაც საქმე ევროკავშირის გაფართოებას ეხება

ანდრიუს კუბილიუსი

ანდრიუს კუბილიუსი

ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც 1993 წელს დამტკიცდა. ეს არის ძირითადი ღირებულებების მიმართ ერთგულებაზე. ეს კრიტერიუმები იყო უმთავრესი, როდესაც ჩვენ, ცენტრალური ევროპის ქვეყნები ევროკავშირში გავწევრიანდით, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.

„ცენტრალური ევროპიდან ორგანიზაციას აქვს არასახარბიელო მაგალითები. ხშირად ისმის უნგრეთის და პოლონეთის კრიტიკა, რადგან სრულყოფილად ვერ ასრულებენ სწორედ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც კოპენჰაგენის კრიტერიუმები ეწოდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გაწევრიანების შემდეგ ახალი წევრები ცენტრალური ევროპიდან მოდუნდნენ და ამიტომ არის კრიტერიუმების შესრულებაზე ახლა გაძლიერებული აქცენტი.

დღეს გამოცდილებიდან გამომდინარე გაცილებით მეტადაა აქცენტი ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ჩვენი გაწევრიანების დროს. გაფართოების შესახებ ევროკავშირში ყველა მსჯელობა ამ მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილებით იწყება და ძალიან მარტივი არგუმენტია - ცენტრალური ევროპა გავაწევრიანეთ, ახლა პრობლემები გვაქვს, არ გვინდა გვქონდეს დამატებითი პრობლემები და ამიტომ მკაცრად უნდა მივუდგეთ ღირებულებების მიმართ ქვეყნების ერთგულებას, როდესაც საქმე გაფართოებას ეხება“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ყველა სიახლე

დავით ზილფიმიანი

21 ივნისი 2021, 20:17

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: არჩევნების არგაყალბებასთან დაკავშირებით აღარ მაქვს უფლება, რომ რაიმე სახის სკეპტიციზმი ჩამოვაყალიბო

რაც არ უნდა მოინდომოს ცესკომ, შეუძლებელია, რომ მას შემდეგ, რაც ოქმები არსებობს, ატვირთულია და ასლი ყველა პარტიას აქვს, ვინმემ, თუნდაც ჟვანიამ, თავის გემოზე შეცვალოს მონაცემები, ჩემთვის ეს დახურული თემაა, - ამის შესახებ „ევროპელი-სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 20:15

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: დღემდე არავის წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გადადგომის საფუძველი გახდებოდა

„იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, არსებითი და კრიტიკული კითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა პირველ რიგში საუბნო საარჩევნო კომისიების კომპეტენციას, ჩატარებულ ტრენინგებს, იმ შეცდომებს და გარკვეულ ხარვეზებს, რომლებიც ოქმებში იყო დაფიქსირებული. კითხვები უკავშირდებოდა დავების პროცესს და ოქმის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.

გივი მიქანაძე

21 ივნისი 2021, 20:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თამარ ჟვანიასგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი, კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ

„დროებით საგამოძიებო კომისიას არ დაუტოვებია არცერთი კითხვა, რაზეც 7 თვის განმავლობაში ოპონენტები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითომდა ეს არჩევნები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავდა. სამსაათნახევრის განმავლობაში უწყვეტად გვქონდა საუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ მისგან“.

თამარ ჟვანია

21 ივნისი 2021, 19:51

პოლიტიკა

თამარ ჟვანია: წასვლას არ ვაპირებ

„როგორც ხედავთ, მე აქ ვარ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

21 ივნისი 2021, 19:45

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.

21 ივნისი 2021, 19:17

მსოფლიო

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გია აბაშიძე

21 ივნისი 2021, 19:12

საზოგადოება

გია აბაშიძე: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობას იწყებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „სოციალურ კოდექსზე“ მუშაობის დაწყების პროცესს ეხმიანება და კოდექსის ძირითად ასპექტებს მიმოიხილავს.

21 ივნისი 2021, 19:04

პოლიტიკა

რაფაელ ჟოზანი: საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური სტრატეგია სოციალური დაცვის სისტემის განვითარების კუთხით

საქართველოში სოციალური კოდექსი პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორის, რაფაელ ჟოზანის განცხადებით, ამ გზით, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასა და სტანდარტებს დაუალოვდება.

დავით ქართველიშვილი

21 ივნისი 2021, 19:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა

დაუჯერებელია დე-ფაქტო ხელისუფლებას თავისი ციხეების არქივში მსგავსი ფაქტი ჰქონოდა და არ გაეშუქებინა, რადგან არცერთი უკანონოდ დაკავებული ქართველის დაოქმებული ინფორმაცია ციხიდან არ ქრება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, - განთავისუფლების წინა პირობას წარმოადგენს ე.წ. „სახელმწიფო“ საზღვრის გადაკვეთის აღიარება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ,,მთავარი არხის’’ ეთერში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 18:49

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული ძალის „სამოქალაქო შეთანხმების“ შტაბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

21 ივნისი 2021, 18:43

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არანაირი ფაქტი, მოწმე, დოკუმენტაცია უბრალოდ სადღაც ვიღაცამ თქვა და საზოგადოებას რეალობად ასაღებენ. „მანიები“ ხომ არსებობს, მაგრამ ესენი „მეგალომანიაკები“ არიან

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „მთავარი არხის“ მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

21 ივნისი 2021, 18:36

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

22 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი: 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, „ა“ მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენის და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

კახა კუჭავა

21 ივნისი 2021, 18:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

კახა კუჭავას განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის საერთო სურვილს და მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება ნატოში გაწევრიანების პროცესში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლსა და გამ

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე: ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება სათანადო შედეგი

ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე, ამის მიუხედავად ხმების 57%-ს ვერ მიიღებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

21 ივნისი 2021, 18:31

მსოფლიო

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია სასანქციო სიაში შეიყვანა.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციურ არხებზე: ეჯიბრებიან ამაზრზენი ტყუილების, „ფეიკებისა“ და დეზინფორმაციის გავრცელებაში

„ახლა ნელ ნელა ვრწმუნდები, ამათ ისეთი ფსიქოლოგიური აშლილობა აქვთ და გარკვეული თუ გაურკვეველი რაღაც-რაღაცების დაუკმაყოფილებლობა, რომ თუ ვინმე უშველის კარგი ფსიქოლოგი, არა ძალიან მაღალ კვალიფიციური ფსიქოლოგი. ესენი ისეთ რამებს იგონებენ და აბრეხვებენ ხოლმე, მხოლოდ კარგი ფსიქოლოგი ვერ უშველის, შეიძლება სხვა რამემ უშველოს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ში.

21 ივნისი 2021, 18:21

მსოფლიო

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

იაგო ხვიჩია

21 ივნისი 2021, 18:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩვენ არც მერობის კანდიდატებს ვაყენებთ და არც - მაჟორიტარობის

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით ისინი არც მერობისა და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს არ აყენებენ და მათგან ოპოზიციას გზა ხსნილი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციას უნდა უნდოდეს გაერთიანება და ეს გაერთიანება იწყება საკუთარი ხელმოწერილი სიტყვის პატივისცემით.

მამუკა ხაზარაძე

21 ივნისი 2021, 18:10

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებზე: პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ

„თქვენ იცით ჩვენი წინადადება - ზეპარტიული მერის კანდიდატი შეთანხმებული ასევე ოპოზიციასთან. ასე, რომ პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ. მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღოს 43 პროცენტი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

შარლ მიშელი

21 ივნისი 2021, 18:07

მსოფლიო

შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.