imedi  /  19 მაისი 2021, 14:48 / სანდო წყარო

„საქართველოს მომავალი ევროპულია“ - სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი სტატია

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილი

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ სათაურით „საქართველოს მომავალი ევროპულია“.

„30 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველომ განაახლა ისტორიული მისწრაფება ევროპულ ოჯახთან შეერთებისკენ. 2004 წლიდან ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა ამაზე მდგრადი პროცესის ინიცირებით, რამაც დააახლოვა საქართველო ევროპასთან. გასულ ათწლეულში, ეს მოძრაობა დაჩქარდა 2014 წლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც ასევე მოიცავდა თავისუფალი ვაჭრობის ზონას, ხოლო 2017 წელს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია გაფორმდ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოდესმე იყო. ეს ის მიღწევაა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა, როდესაც საქართველო 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკური ჩიხში აღმოჩნდა, ლატენტურმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა, ხოლო ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციის მცდელობის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა.

„ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გვსურს ჩვენი ღრმა კმაყოფილება გამოვხატოთ იმით, რომ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა. ამ ხელშეკრულებით დასრულდა კრიზისი, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლისთვის და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპული გზაზე. დიალოგის, ლიდერობისა და კომპრომისის საშუალებით, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უარი თქვეს უთანხმოებებზე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ეს ნამდვილად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა, რამაც ააღორძინა საქართველოს რეგიონში წამყვანი დემოკრატიის იმიჯი. პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, საჭიროა კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობის შენარჩუნება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოს, მისი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ პარტიული შუღლისგან შორს, აქცენტი გაკეთდება ქვეყნის წინაშე არსებული მწვავე საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა პანდემიასთან გამკლავება, ასევე მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები, სტაბილურობის შენარჩუნება და ინვესტიცია მომავალში.

„ქართველებმა დაინახეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ კრიზისის დაძლევაში. დღემდე ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია 200-ზე მეტი კონკრეტული პროექტითა და 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა განახორციელა დაახლოებით 1,85 მილიარდი ევროს ინვესტირება ეკონომიკის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ევროპიდან უფრო ხელშესახები მხარდაჭერა იქნება. ხელშეკრულება სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის დახმარებით, ეს შეთანხმება გააღრმავებს ქვეყნის ინსტიტუტების რეფორმებს, საარჩევნო პროცესი დააკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტს, ხოლო სასამართლო სისტემის რეფორმებმა უნდა შეწყვიტოს მაერთლმსაჯულების პოლიტიზირების აღქმა.

„ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს სტაბილურ, ძლიერად პროევროპულ პარტნიორს იმ რეგიონში, რომელიც აუცილებელია ევროპის ღირებულებებისთვის, უსაფრთხოებისა და ურთიერთქმედებებისთვის. იმ პერიოდში, როდესაც ხდება რეგიონალური ლანდშაფტის ფორმირება, საქართველოს მნიშვნელობა უფრო იზრდება, ვიდრე ოდესმე. ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირსა და საქართველოს ახლა სჭირდებათ ასოცირების შეთანხმების შესრულების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება. ორმხრივი დღის წესრიგის გარდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას განახლებული და გაღრმავებული აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის, რომელიც აფართოებს თანამშრომლობის სფეროებს, გაზრდის ევროკავშირის მხარდაჭერას და გააფართოებს კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის. ამის პარალელურად, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ პარტნიორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის აღსანიშნავად, ჩვენ ვთავაზობთ უახლოეს თვეებში ლიდერების შეხვედრის გამართვას უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან. რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, ევროპისა და საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე უკეთესი პასუხი არ არსებობს. ერთი მხრივ, ევროპის გადამწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერა მცირე, მაგრამ ძლიერი დემოკრატიისადმი და დესტაბილიზაციის ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილება. მეორე მხრივ, საქართველოს მტკიცე განწყობა გააგრძელოს შეუფერხებელი სვლა ევროატლანტიკური მომავლის არჩეულ გზაზე“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

ანტონიო გუტიერეში

03 ივლისი 2026, 22:45

მსოფლიო

ანტონიო გუტიერეშმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.

რუმენ რადევი

03 ივლისი 2026, 22:01

მსოფლიო

რუმენ რადევის განცხადებით, ბულგარეთი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 21-ე პაკეტს წინააღმდეგობას გაუწევს, თუ სიიდან არ ამოიღებენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და კომპანია „ლუკოილის“ თანადამფუძნებელს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მხარდაჭერის პირობები დაასახელა.

გიტანას ნაუსედა

03 ივლისი 2026, 21:26

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პარასკევს განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის.

03 ივლისი 2026, 20:42

საზოგადოება

700 ათასამდე ნერგი და აღდგენილი 700- მდე ჰექტარი - „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

„თბილისის ურბანული ტყე“ - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მორიგი ქველმოქმედება. დედაქალაქის გარშემო, კუს ტბიდან ნარიყალამდე, მწვანე ლანდშაფტის აღდგენის მასშტაბური პროექტი დასრულების ეტაპზეა.

03 ივლისი 2026, 20:37

სამართალი

სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში დასჯადია - სასამართლო პროცესები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორასამდე კანონდარღვევა და შეურაცხყოფისთვის დაჯარიმებული ათობით მოქალაქე. საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, სასამართლოებში განხილვები გრძელდება. დღეს პროცესები საჩხერეში, ხულოში, გურჯაანსა და თბილისში გაიმართა.

თინა ბოკუჩავა
ლევან ხაბეიშვილი

03 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ორი წლის შემდეგ გამხელილი სიმართლე - რატომ მოატყუა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ამომრჩეველი და რეალურად რას შეეწირა ლევან ხაბეიშვილის პარტიული თანამდებობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადაყენების მიზეზი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. სკანდალურ განცხადებას პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მას შემდეგ აკეთებს, რაც ამ თანამდებობაზე მისი ვადა იწურება.

03 ივლისი 2026, 20:30

სამართალი

გიგა ავალიანის საქმის ახალი დეტალები - გიორგი მალანიას ბრალი წარედგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის კიდევ ერთი მონაწილე გამოვლინდა. დაკავებულ მალანიას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება დასდეს ბრალად. გარდაცვლილის დედისთვის მალანიას როლი მძიმე დანაშაულში აშკარაა. საქმესთან მალანიას შეხებას გამორიცხავენ მისი ოჯახი და ადვოკატი.

03 ივლისი 2026, 20:26

პოლიტიკა

კრიტიკა შერჩევით და დასაბუთების გარეშე - რას ემსახურება იუკნევიჩიენეს ანგარიშის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტი რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციას ამჯერად სოციალურ ქსელ X-ში აცოცხლებს. შვეიცარიელი პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი პასკალ ლოტაზი ბრიუსელს დემოკრატიას უწუნებს და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას აკრიტიკებს.

03 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ირანის პრეზიდენტთან - მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად აიათოლა ალი ხამენეი დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ ყაველაშვილმა თეირანი უკვე დატოვა, მანამდე კი ირანის ლიდერს შეხვდა. ირანში იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. მათ შორის: სომხეთის პრემიერი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე.

მარკ რუტე ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ივლისი 2026, 20:13

მსოფლიო

Euronews: უკრაინა ნატოს პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდებს რუსეთის სასტიკი დაბომბვის შემდეგ

უკრაინა მოუწოდებს პარტნიორებს, მიაწოდონ ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები მას შემდეგ, რაც 2 ივლისს განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო თავდასხმამ, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - წერს Euronews-ი.

03 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთ სახელმწიფოსთან - უზბეკეთთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის ვიზიტს 8 სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმებაც მოჰყვა.

ფრიდრიხ მერცი

03 ივლისი 2026, 19:49

მსოფლიო

ტრამპის საპასუხოდ, მერცი აცხადებს, რომ გერმანიას შეუძლია დაიცვას თავისი პოზიცია თავდაცვითი ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც გერმანიის მცდელობა თავდაცვითი ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით „სასაცილოდ“ შეაფასა.

03 ივლისი 2026, 19:48

ეკონომიკა

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.

03 ივლისი 2026, 19:12

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა არჩევნებში ხმის მიცემის ახალი წესები დაამტკიცა - განსაზღვრულია 730-დღიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქალაქეს, ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად, სომხეთში ფაქტობრივად გატარებული უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 366 დღე

სომხეთის ეროვნულმა კრებამ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით და სრულად მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში „რეფერენდუმის შესახებ“.

დონალდ ტუსკი

03 ივლისი 2026, 18:46

მსოფლიო

დონალდ ტუსკი რუსეთის მიერ პოლონეთში შესაძლო პროვოკაციის შესახებ: უახლოესი თვეები შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გამოთქვა შეშფოთება შესაძლო რუსული პროვოკაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს „ნატოს სიმტკიცის გამოცდას“.

03 ივლისი 2026, 18:34

მსოფლიო

POLITICO: ბელგიის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლშია - სიცხის ტალღამ 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბელგიის მთავრობა მზარდი კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებებმა გასული კვირის რეკორდული სიცხეები 1200-ზე მეტ დამატებით გარდაცვალებას დაუკავშირეს - ამ ფაქტმა ოპოზიციური პარტიები აიძულა, მთავრობის წევრები ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების დაცვის უუნარობაში დაედანაშაულებინათ, - წერს გამოცემა POLITICO.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 ივლისი 2026, 18:29

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად

იგი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს. ასევე მან კომენტარი გააკეთა კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებაზეც, რომელმაც აღნიშნულ ფაქტს „ანტიამერიკული პაქტის განმტკიცება უწოდა.

03 ივლისი 2026, 18:28

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

03 ივლისი 2026, 18:19

მსოფლიო

POLITICO: იტალია ბულგარეთს შეუერთდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

იტალია ბულგარეთს შეუერთდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 ივლისი 2026, 18:09

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკავშირში ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკა ხშირად არის დაფუძნებული იმაზე, თუ რა უნდა ევროკავშირის ბიუროკრატიას და რა სჭირდება ევროკავშირს. ისინი არ ითვალისწინებენ თუ რა სჭირდება ცალკეულ სახელმწიფოებს

„თუკი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გააჩნია, მას აქვს ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური კავშირები დაამყაროს ისე, როგორც მას წარმოუდგენია ქვეყნის ინტერესებისათვის და ქვეყნის განვითარებისათვის. მაგრამ ჩვენ ევროკავშირში ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკა ხშირად არის დაფუძნებული იმაზე, თუ რა უნდა ევროკავშირის ბიუროკრატიას და რა სჭირდება ევროკავშირს. ისინი არ ითვალისწინებენ თუ რა სჭირდება ცალკეულ სახელმწიფოებს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.