კახა კუჭავას ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა
კახა კუჭავა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში თავისი პირველი ვიზიტი დაასრულა. მიმდინარე კვირას კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში და ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენმდივნის მოადგილეს შეხვდა.
ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობას და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას.
უახლოეს მომავალში საქართველოს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი თბილისში ჩამოვა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 15:37
კულტურა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტებს თბილისი მასპინძლობს
ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე 7 დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება. „ღამის სერენადები“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაგრძელდა. კონცერტში მონაწილეობდნენ ფესტივალის მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
19 სექტემბერი 2026, 15:33
ჯანდაცვა
„თეორიიდან კლინიკურ წარმატებამდე“ - თბილისში მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია იმართება
სპეციალისტები ერთმანეთს კლინიკურ გამოცდილებას გაუზიარებენ, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებსა და პრაქტიკაში დანერგილ სიახლეებს განიხილავენ, მათ შორის თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვან მიმართულებებს, დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიდგომებს. ღონისძიებაში მონაწილეებს, უწყვეტი პროფესიული განვითარების 12 ქულა მიენიჭებათ.
19 სექტემბერი 2026, 15:30
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებზე: თუ დაკავებულები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და გათავისუფლდებიან
თუ დაკავებული ადამიანები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და გათავისუფლდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტების შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 15:29
თავდაცვა
სანაპირო დაცვის საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში ნატოს მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა სწავლება ჩაატარა
ლექციები მოიცავდა საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოების, ნავსადგურის დაცვისა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებს. სწავლება სანაპირო დაცვასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ემსახურება
19 სექტემბერი 2026, 15:12
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დასრულდა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც, ოფიციალური სტუმრის რანგში, წელს, პირველად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.
19 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს
რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ.
19 სექტემბერი 2026, 14:58
კულტურა
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ ბაზრობაში მონაწილეობდა
ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული კინოს საერთაშორისო პოპულარიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.
19 სექტემბერი 2026, 14:55
მსოფლიო
პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიას წარმოადგენს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის უმთავრეს გარანტად ბირთვულ ტრიადას ასახელებს და აცხადებს, რომ მისი გაძლიერება შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტია.
19 სექტემბერი 2026, 14:47
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე: მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ
„ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მათ „ჯუჯა ბავშვებს" უწოდებს.
19 სექტემბერი 2026, 14:45
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებზე: ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს
ყველა ის პატიმარი, რომელიც გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, რა თქმა უნდა, შედეგად სახელმწიფოსგან ადეკვატურ, ჰუმანურ მიდგომასაც მიიღებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტების შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 14:25
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
19 სექტემბერი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფერმერის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 14:20
მსოფლიო
ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი: გაერთიანებული სამეფო დაღმასვლის გზაზეა, არავინ არის საკმარისად მტკიცე იმისათვის, რომ გაუმკლავდეს იმიგრაციის, სოციალური შეღავათების პრობლემას, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ცუდად დასრულდება
მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან "ბიბისისთან" განაცხადა.
19 სექტემბერი 2026, 14:15
პოლიტიკა
აქტივისტი გიორგი ჩუბინიძე: გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემს მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას - არ მოგცემთ უფლებას თქვენისთანებს ასეთები იკადროთ, რასაც ახლა კადრულობთ, გიჩივლებთ კი არა, მეტს ვიზამ
გოგი გვახარიას გადაეცით, მეც მყავს დედა, მამა, ორი ბებო და ორი პაპა, რომლებიც გაფაციცებულები კითხულობენ გოგი გვახარიების, ნატა ფერაძეების და მათი ბაბლის მიერ ჩემს მიმართ გამოხატულ უსამართლო ლანძღვას და კიდევ უფრო მეტის გულშემატკივრობას, - წერს გერმანიაში მყოფი ოპოზიციონერი აქტივისტი გიორგი ჩუბინიძე, რომელმაც მეორე აქტივისტს, ასევე გერმანიაში მყოფ ნატა ფერაძეს, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა.
19 სექტემბერი 2026, 14:08
მსოფლიო
Reuters: ლონდონის საზღვაო სადაზღვევო ბაზარმა შავი ზღვის მაღალი რისკის ზონა გააფართოვა
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, ლონდონის საზღვაო სადაზღვევო ბაზარმა მაღალი რისკის ზონა გააფართოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 14:08
ეკონომიკა
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ფერმერის დღე 2026“-ს მასპინძლობს
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწრებიან.
19 სექტემბერი 2026, 14:04
რეგიონი
ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეგენდარული „ქართული ხმების” სოლო კონცერტი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საღამო ანსამბლის დაარსებიდან 40 წლის იუბილეს მიეძღვნა. შესრულდა ანსამბლის რეპერტუარიდან ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერები.
19 სექტემბერი 2026, 13:54
ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის მხარეში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
19 სექტემბერი 2026, 13:36
საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქველმოქმედო ფონდის „Hong Kong Shine Tak Foundation“ მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა.
19 სექტემბერი 2026, 13:33
მსოფლიო
POLITICO: უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, თუმცა, მოკავშირეებს დახმარების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ
უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები უფრო მეტად სჭირდება, თუმცა, მოკავშირეებს უკვე ეჭვი ეპარებათ, შეძლებენ თუ არა კიევის დახმარებას რუსეთის მზარდი მასშტაბის თავდასხმების გასამკლავებლად, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის ელჩმა ნატოში ალიონა გეტმანჩუკმა.


