ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართულმა ოცნებამ“ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია, სწორედ ის არის
ვლადიმერ ბოჟაძე
ფოტო: IMEDI
საქართველოში 6 თვიანი ხელოვნურად შექმნილი, დაძაბული პოლიტიკური პროცესი დასრულდა. ალბათ მოსახლეობა ელოდა, რომ პარტიები ახლა მაინც მოიცლიდნენ და დაინტერესდებოდნენ მათი რეალური პრობლემებით. თუმცა, ასე არც ამჯერად მოხდა, ამომრჩევლებს კი არა საკუთარ პარტიულ აქტივსაც არ შეხვედრია არცერთი პარტია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძეს სოციალურ ქსელში წერს.
„პარტიებს ბევრი პრობლემა აქვთ: პოლიტიკური, იდეოლოგიური, სტრუქტურული და ორგანიზაციული პრობლემები, შიდა დემოკრატია, ამომრჩევლისა და წევრების წინაშე ანგარიშვალდებულება, ფინანსური გამჭვირვალობა და სხვა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ ვინმეს შეიძლება დღეს საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია ეწოდოს, სწორედ ის არის. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან. შემდეგ შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. პარტიის წევრებთან შეხვედრებზე წავიდა ფაქტობრივად ყველა ლიდერი, რითიც კიდევ ერთხელ მოხდა ერთიანობის დემონსტრირება, ამით წერტილი დაესვა მოარულ ხმებსა და უსაფუძვლო ჭორებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა დემოკრატია და წევრების წინაშე ანგარიშვალდებულება, მათი პოზიციების, პრეტენზიებისა თუ იდეების მოსმენა. ასე წარმატებულად წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება უშუალოდ საარჩევნო კამპანია, უფრო მეტი შეხვედრები ხალხთან, ამომრჩევლებთან, ახლა უკვე მათი პრობლემებისა და იდეების მოსმენა, მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პროექტების განხორციელება, სწორი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ. ეს ყველაფერი საკმარისზე მეტ პირობას ქმნის იმისთვის რომ პარტიამ, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გაიმარჯვოს მერების და მაჟორიტარების არჩევნებში და რაც მთავარია, გაიმარჯვოს პროპორციულ არჩევნებში და უპრობლემოდ გადალახოს 43% ბარიერი. იმ ფონზე როცა ოპოზიციამ უკვე რამდენი ხანია ატყუებს ამომრჩეველს შეხვდებით და თქვენს პრობლემებზე ვისაუბროთო, როცა უკვე 6 თვეა ვერ ამტკიცებენ რომ ,,არჩევნები გაყალბდა“ იმას ნიშნავს რომ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება. #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024“, - წერს ბოჟაძე.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 15:16
პოლიტიკა
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ტელეკომ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 15:12
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელ X-ში ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ უნგრეთს „კარპატების რვიანში“ (C8) გაწევრიანებაზე თანხმობა არასდროს განუცხადებია.
22 სექტემბერი 2026, 14:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა, რომელმაც ფორუმზე განსახილველ თემებზე და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
22 სექტემბერი 2026, 14:57
ეკონომიკა
ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა
თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 14:55
სამართალი
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
22 სექტემბერი 2026, 14:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
22 სექტემბერი 2026, 14:51
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი
„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
22 სექტემბერი 2026, 14:50
საზოგადოება
SARAS-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „აუდიტის ევოლუცია: მოთხოვნებთან შესაბამისობიდან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნდობამდე“ მიიღეს მონაწილეობა.
22 სექტემბერი 2026, 14:49
პოლიტიკა
ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ პარლამენტში 2025 წელს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული ტენდენციები წარადგინა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 14:48
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა?
„თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა? ეს არ არის აკრძალვა, ეს არის სპეციალური წვდომის შეზღუდვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოვლენების არაკეთილსინდისიერად გაშუქებით არიან დაკავებულნი“, - განაცხადა ვენსმა.
22 სექტემბერი 2026, 14:48
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ჰოკეის განვითარების ევროპის კომიტეტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბალახის ჰოკეის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს; საუბარი ასევე შეეხო ბალახის ჰოკეის მოედანს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ჰოკეის ფედერაციას საჩუქრად გადასცა.
22 სექტემბერი 2026, 14:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით
საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით, - ასე ეხმიანება ირაკლი კირცხალიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
22 სექტემბერი 2026, 14:45
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
„ჩვენი ვალია, რომ დავაფასოთ ჩვენი გმირები, ჩვენი მებრძოლები, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ჩვენს ქვეყანას. დღეს პატივს მივაგებთ მათ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
22 სექტემბერი 2026, 14:43
პოლიტიკა
ილია ღლონტმა ოქტომბრის ძალადობრივი აქციები დაგმო: ეს იყო კატასტროფა და ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა
მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა „ტიკ-ტოკის“ ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო.
22 სექტემბერი 2026, 14:41
პოლიტიკა
ზურა ქადაგიძე მუსიკოს კორძიზე: ვხედავთ პირდაპირ, ხელაღებით, შეურაცხმყოფელ მოქმედებას კონკრეტული პერსონის მხრიდან და ამას ფუთავენ ხოლმე კულტურით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ქრონიკასთან“ სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს.
22 სექტემბერი 2026, 14:38
ეკონომიკა
ნინო ჯელაძე People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 14:35
ეკონომიკა
თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიხსნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
22 სექტემბერი 2026, 14:32
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.
22 სექტემბერი 2026, 14:27
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: ბოლოს და ბოლოს გვითხრან, სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით
ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებულ „კორძის“ კონცერტის თემას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
22 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას
ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.


