imedi /  01 ივნისი 2021, 20:36 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. პირველ რიგში მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენდამი ასეთი გულთბილი მიღებისთვის. თურქეთი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი. თურქეთი, მრავალი წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-არსი, თბილისი-ერზრუმი. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა საკითხი მიმოვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ეხება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი ყოველთვის და ყველა ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ასევე, მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის ნათქვამს, რომელიც შეეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული საბჭოს მორიგ შეხვედრას, რომელსაც მოუთმენლად ველი. განგებამ ისე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამი სახელმწიფო, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ვართ ურთიერთდამოკიდებული, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენს შორის არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. ბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია, შევეხეთ ოკუპაციის საკითხებსაც. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. ამ პათოსითა და ოპტიმიზმით მე მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ მზად აქტიური თანამშრომლობისთვის და ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენი დიდი სურვილია, თქვენ გიხილოთ თბილისში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2026, 18:21

პოლიტიკა

პრემიერი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე: მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, არ არის დიდად საინტერესო მისი განცხადებები, მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები, როგორც წესი, ისე არ ხდება ხოლმე, რაც გულში უდევს სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის თქვა

კიდევ ერთხელ წამოსცდა რაღაც კაცს, მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:15

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობა იქნება ბევრად უფრო კომპლექსური, გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პეტერ მადიარი

03 ივნისი 2026, 18:15

მსოფლიო

ფრანგული გამოცემა Le Point: „არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი უკრაინასთან დაკავშირებით კურსს არ ცვლის

ვარშავის, ვენისა და ბერლინის შემდეგ, პეტერ მადიარი პარიზში იმყოფება - ორბანის სისტემის დამამხობელი ევროპულ დედაქალაქებს ისეთი ტემპით სტუმრობს, რაც ყველაფერს ამბობს მის ამბიციაზე: აჩვენოს, რომ უნგრეთი შეიცვალა, ბუდაპეშტი დაბრუნდა და ევროპას კვლავ შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს, - წერს ფრანგული გამოცემა Le Point-ი სტატიაში სათაურით „არც იარაღი და არც ფული უკრაინას“ - პეტერ მადიარი ორბანის სისტემაშია გაჭედილი“.

გიორგი კახიანი

03 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება. როგორც კახიანმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:06

პოლიტიკა

პრემიერი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა ასახულია შესაბამის რეიტინგებშიც

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 18:05

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისთვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს

ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით და ზოგადად პატიმრების მიმართ მიდგომებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება სინანული დანაშაულთან მიმართებით, თუ იქნება შესაბამისი მიმართვა, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი რეაგირება იყოს ამ ყველაფერზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

03 ივნისი 2026, 17:57

მსოფლიო

საბერძნეთმა უკრაინას საზღვაო დრონის გამო დემარში გამოუცხადა

საბერძნეთმა უკრაინას ოფიციალური დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა კუნძულ ლევკასთან აღმოჩენილი დრონის გამო. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:54

პოლიტიკა

პრემიერი: რაც იყო გაფუჭებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე, სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას

„ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესსა და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა. სამართლის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, სწორედ, ეს არის ამოსავალი წერტილი. სამართლის უზენაესობის პატივისცემა არის სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს

პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის კომენტირებისას.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:47

პოლიტიკა

პრემიერი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით

„2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:30

ეკონომიკა

პრემიერი: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.

ირაკლი კობახიძე

03 ივნისი 2026, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის

ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზაქარია გვიშიანი

03 ივნისი 2026, 17:24

ჯანდაცვა

მშობელი ზაქარია გვიშიანი პრემიერთან შეხვედრაზე: ეს იყო იმედის მომცემი შეხვედრა, შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია

გადაჭრით არცერთ მედიკამენტზე ყოფილა, თუმცა ოთხივე მედიკამენტზე იყო საუბარი რა გზებით შესაძლოა აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება. საუბარი იყო ეფექტურობაზე ოთხივე მედიკამენტზე. ეს იყო იმედის მომცემი შეხვედრა და შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მედიკამენტების მისაღებად აუცილებელია“, - აღნიშნა მან.

მიხეილ სარჯველაძე

03 ივნისი 2026, 17:23

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა. გაგრძელდება მსჯელობა და რა წამს მზად იქნება გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება მიღებული

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა. ამ საკითხებზე კვლავ გაგრძელდება მსჯელობა და რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ მზად იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებისთვის, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ.

მარკო რუბიო ჯეი დი ვენსი

03 ივნისი 2026, 17:22

მსოფლიო

ტრამპი: ვენსისა და რუბიოს გუნდი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუმარცხებელი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს წყვილი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუმარცხებელი იქნება.

03 ივნისი 2026, 17:19

სამართალი

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 17:06

რეგიონი

ქობულეთში Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა იწყება, ღონისძიებას პრემიერი ესწრება. LIVE

მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი ქობულეთში. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა იწყება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.

03 ივნისი 2026, 17:01

სამართალი

პროკურატურამ სენაკის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფატზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ზაალ ანჯაფარიძე

03 ივნისი 2026, 16:54

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას

წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.