www.imedi.ge /  01 ივნისი 2021, 20:32 / სანდო წყარო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას; ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ

მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, მედიის წარმომადგენლებო, გულითადად მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია. ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები პირისპირ და შემდეგ ჩვენს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. თურქეთი უკვე 14 წელია, არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთანავე, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენს სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ჩვენ წამოწყებული გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2026, 16:26

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირმა, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგოს

ევროკავშირმა მიმდინარე წელს, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგოს ირანული კრიზისისა და გლობალური კონკურენციის გაძლიერების გამო. ინფორმაციას Bloomberg-ი ევროკომისიის პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 16:10

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ანიტა ორბანი

03 ივნისი 2026, 15:45

მსოფლიო

მედია: უნგრეთის საგარეო საქმეთა ახალი სამინისტრო ათობით ჩინოვნიკს ათავისუფლებს, თუმცა ინსაიდერები ასობით დათხოვნილსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ

მიუხედავად ამისა, გამოცემა Telex-ის შიდა წყაროები ამტკიცებენ, რომ გათავისუფლებულთა რეალური რაოდენობა 200-ს აღწევს, ხოლო თავად დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

ვახტანგ ცინცაძე

03 ივნისი 2026, 15:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც ბანკმა არაერთი რეგიონის, მათ შორის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა.

03 ივნისი 2026, 15:24

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ნ. ბ-ის (მისამართი: აბაშა, თავისუფალების N67) ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას დადგინდა რომ ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

03 ივნისი 2026, 15:02

საზოგადოება

ზაქარია წიკლაური: მივიღე დაპირება, რომ №83 საჯარო სკოლის მოსწავლეები წლის ბოლომდე სწავლას გააგრძელებენ ახალ აშენებულ სკოლაში

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური, მუნიცაპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2026, 14:53

მსოფლიო

ტრამპმა აღიარა, რომ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს გიჟი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს გიჟი უწოდა.

დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2026, 14:37

მსოფლიო

ტრამპს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან შეხვედრა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეხვდებოდა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს აიათოლა მოჯთაბა ხამენეის.

03 ივნისი 2026, 14:35

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში 2 მილიარდ 738 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც გეგმის 96.6%-ს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2026, 14:33

მსოფლიო

ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით მოლაპარაკებების დროს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკას ბირთვული იარაღი არ ექნება.

მარკ რუტე

03 ივნისი 2026, 14:20

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 ივნისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.

გიორგი სოსიაშვილი

03 ივნისი 2026, 14:12

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია

სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „ქრონიკასთან“.

03 ივნისი 2026, 14:05

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ჯაბა ხუბუა

03 ივნისი 2026, 13:54

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო

უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან - ზაბარნისაგან ისწავლოს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.

თამარ იოსელიანი

03 ივნისი 2026, 13:53

ეკონომიკა

თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) მე-20 გენერალურ ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 13:51

მსოფლიო

Reuters: პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის, აეროპორტებისა და სკოლების მუშაობის პარალიზება გამოიწვია

პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვის გამო მატარებლების მოძრაობა გაჩერდა, ასობით ავიარეისი გადაიდო, ხოლო სკოლები დაიხურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ მეტრეველი

03 ივნისი 2026, 13:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია საზოგადოებას გააცნო, რომელსაც სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება.

03 ივნისი 2026, 13:28

საზოგადოება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება

მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 8 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსებულია 70 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მავნებლის პოპულაციის მონიტორინგი. ფაროსანას გავრცელების არეალისა და სიმჭიდროვის განსაზღვრის მიზნით, განთავსებულია 4000-მდე მონიტორინგის სისტემა. მიღებული მონაცემები თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში და აისახება სპეციალურ ინტერაქტიულ რუკაზე.

ლაშა ხუციშვილი

03 ივნისი 2026, 13:25

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.