ongo.ge: კეზერაშვილს გახარიას პარტიის ყრილობა 150 000 დაუჯდა
ფოტო: Facebook
„კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა“,- ამ სათაურით სტატიას ongo.ge ავრცელებს.
სტატიაში წერია რომ, მხოლოდ ყრილობა დავით კეზერაშვილს 150 ათას ლარამდე დაუჯდა. ნათქვამია ისიც, რომ კეზერაშვილი ამ დროისთვის გახარიას პიარის თანხას, ხელფასებს, ფეისბუქის „ბუსტის“ ფულს, ოფისების ქირისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს უფინანსებს.
აღნიშნულია რომ, ჯერჯერობით უცნობია, თანხის რა ლიმიტი აქვს გამოყოფილი კეზერაშვილს გახარიასთვის.
ყველა სიახლე
09 ივნისი 2021, 11:52
COVID19
სომხეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს დაუდასტურდა 11 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 223,384 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4,474 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 214,690.
09 ივნისი 2021, 11:50
COVID19
უკრაინაში კორონავვირუსის 1,385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1,385 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 2,218,039 შემთხვევა დადასტურდა, 51,410 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2,108,684 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
09 ივნისი 2021, 11:50
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. კახა კუჭავა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებს და პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, პარლამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა ფორმატზე იმსჯელეს. კახა კუჭავამ პალატის წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები გააცნო.
09 ივნისი 2021, 11:47
პოლიტიკა
გიორგი გახარიას განცხადება და საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებები
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელისუფლებო გუნდს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ პროცენტს აიღებს თვითმართველობის არჩევნებზე „ ქართული ოცნება“.
09 ივნისი 2021, 11:41
საზოგადოება
კახა კალაძემ ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღე მიულოცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ცნობილ ქართველ მეცნიერს, პედაგოგსა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღე მიულოცა. კახა კალაძემ რისმაგ გორდეზიანს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვა. „მინდა ცნობილ ქართველ მეცნიერს, ღვაწლმოსილ პედაგოგს რისმაგ გორდეზიანს მივულოცო დაბადების დღე. ბატონმა რისმაგმა ფილოლოგთა არაერთი თაობა აღზარდა.
09 ივნისი 2021, 11:38
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობას“ ვურჩევ გაეცნოს პარლამენტის რეგლამენტს
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები შეეცდებიან დესტრუქციული საქმიანობა განაგრძონ პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
09 ივნისი 2021, 11:37
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებისთვის ორ პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
„სამწუხაროდ, გვყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი მათთან მიმართებაში, ათეული წლებია, ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ ამ ოჯახებს მივეცით პირობა, რომ აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ, ამ ოჯახებს დააკმაყოფილებენ. რიგითობა და თანმიმდევრობა ძალიან მარტივი წესით - სოციალური ქულების მიხედვით განვსაზღვრეთ. ვისაც ჯერ კიდევ არ შემოუტანია განცხადება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ქულებს მოგანიჭებთ და რიგითობას დაიკავებთ. საუბარია, ჯამში, დაახლოებით, 3 000 ოჯახზე“.
09 ივნისი 2021, 11:35
COVID19
ენტონი ფაუჩი: აშშ-მა უფრო მეტი ადამიანი მანამდე უნდა აცრას, ვიდრე ქვეყანაში ე.წ. ინდური ვარიანტი გახდება დომინანტი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უფრო მეტი ადამიანი უნდა აცრას, ვიდრე კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტი ქვეყანაში დომინანტი ვარიანტი გახდება.
09 ივნისი 2021, 11:32
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში 19 აპრილის შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტია ასახული
„ჩვენი კონსულტაციები შედეგიანი ვერ არის, იქიდან გამომდინარე, რომ მათ (ოპოზიციას) უნდათ საკუთარი ვერსიის გატანა. ჩვენს ვერსიაში რეალურად ასახული არის შეთანხმებაში გაწერილი პრაქტიკულად ყველა პუნქტი. მეტიც, კონვენციის ფაქტორი გავითვალისწინეთ, განზრახ მძიმე დაზიანებას საერთოდ არ ვახებთ და ჩვენ გვგონია, რომ ეს არის ის, რაც ჩაიწერა შარლ მიშელის შეთანხმებაში. იქიდან გამომდინარე, ჩვენ გავიტანთ ჩვენს პროექტის. ამაზე იქნება მსჯელობა, კამათიც“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
09 ივნისი 2021, 11:30
საზოგადოება
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, 80 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბაგები-წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდა.
09 ივნისი 2021, 11:28
საზოგადოება
კახა კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც დრაივზე რიგის დაკავების მიზნით - დაჯარიმდება
„ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც დრაივზე რიგის დაკავების მიზნით და ის შეაფერხებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი“.
09 ივნისი 2021, 11:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რა სახის ცვლილებები შეიძლება შევიდეს ამნისტიის კანონპროექტში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში შენარჩუნებული უნდა იყოს მთავარი პრინციპი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული.
09 ივნისი 2021, 11:26
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ წინასწარი თანხმობის მუხლი ამოეგდო და ჩვენ ამოგვეღო ის მუხლი, რომელიც დაზარალებულის თანხმობას ითვალისწინებს
შეთავაზება იყო შემდეგი, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასწარი თანხმობის მუხლი ამოეგდო და ჩვენ ამოგვეღო ის მუხლი, რომელიც დაზარალებულის თანხმობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯაგალაძემ განაცხადა.
09 ივნისი 2021, 11:23
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი: ამნისტიის კანონპროექტი საზოგადოებისთვის და 19-20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის უნდა იყოს მისაღები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტი საზოგადოებისთვის და 19-20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის უნდა იყოს მისაღები.
09 ივნისი 2021, 11:16
საზოგადოება
კახა კალაძე: პირობას, რომ თბილისი ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე იქნება რეკრეაციული სივრცეებისა და მწვანე ზონების არსებობით, აუცილებლად შევასრულებთ
„იცით, რომ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცე იქნება დედაქალაქში ამ ეტაპზე, სადაც ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი შესაბამისი ზონა, იმისთვის რომ მათ დაისვენონ, განიტვირთონ, გაერთონ, ივარჯიშონ და ა.შ. პროექტი მართლაც შთამბეჭდავია. მას ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელსაც საჩუქრად გადასცემს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს აღებული, უნდა გაგრძელდეს, უნდა შენარჩუნდეს და უფრო მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. უფრო მეტი რეკრეაციული ადგილი უნდა გავაჩინოთ, დედაქალაქს ამის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, მომდევნო წლები იქნება ძალიან საინტერესო და პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული მოსახლეობისთვის, რომ თბილისი იქნება ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე რეკრეაციული სივრცეებისა და ზოგადად, მწვანე ზონების არსებობით, აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კალაძემ.
09 ივნისი 2021, 11:15
საზოგადოება
დღეს ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი“ დასკვნით ღონისძიებას მართავს
„საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს. ევროკავშირი, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და სისტემის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
09 ივნისი 2021, 11:13
საზოგადოება
კახა კალაძე: ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციაზე 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება
თბილისის მერია ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს.
09 ივნისი 2021, 11:12
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია და განახლება იწყება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია და განახლება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
09 ივნისი 2021, 11:11
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ტექნოლოგიურ სფეროში ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა ტექნოლოგიურ სფეროში ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, რომელიც აღნიშნული მიზნებისათვის ბიუჯეტიდან 250 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 32 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.
09 ივნისი 2021, 11:07
რეგიონი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოეწყო 13 კმ სიგრძის ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 კმ სიგრძის ბილიკს.


