ჟიგიმანტას პავილიონისი: ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ
ჟიგიმანტას პავილიონისი
ფოტო: DELFI / Karolina Pansevič
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისი ომი აქვს. ამის შესახებ ჟიგიმანტას პავილიონისმა რუს პრანკერებთან, ვოვანთან და ლექსუსთან ილაპარაკა.
ერთ-ერთმა პრანკერმა თავი ალექსეი ნავალნის თანამოაზრედ, ლეონიდ ვოლკოვად გაასაღა.
„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტს, კრის უოკერს ვკითხე, თუ რა იქნებოდა „დემოკრატიის“ სამიტის მთავარი თემები. მან მიპასუხა, რომ მთავარი თემა ფული იქნება. ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება. ეს ყველგან ხდება. ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
„დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნების კოლეგებთან გვაქვს საუბარი. ვეძებთ გზებს, თუ როგორ გავაკეთოთ ეს პოლიტიკა... როგორც კუბილიუსი განაზოგადებს, ეს არა პუტინის, არამედ დემოკრატიის შესახებაა. თუ როგორ მოვაბრუნოთ ეს ახალი ენერგია, მათ შორის ბაიდენის ენერგია დემოკრატიულ ან ევროპულ რუსეთზე. არსებული ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა, საცოდაობაა. გუშინ კარა-მურზას ვესაუბრე. ის კვირას მეწვევა. მან კარგი იდეები ჩამიდო თავში, რასაც დღეს კოლეგებთან ერთად განვიხილავ.
„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტს, კრის უოკერს ვკითხე, თუ „დემოკრატიის“ სამიტის მთავარი თემები რა იქნებოდა. მან მიპასუხა, რომ მთავარი თემა ფული იქნება. ეს არა მხოლოდ რუსეთს ეხება. ეს ყველგან ხდება. ახლა საქართველოში ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემს ომს ვაწარმოებ. ეს იგივეა. კარა-მურზა მეუბნება, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიაა, მაგრამ როდესაც მას ვკითხე, კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება. თუმცა როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობ, უფრო რთულია. ახლა ყველა ფონდი მოსკოვიდან ვილნიუსში ან სხვა ქვეყნებში გადადის, რომლებიც თქვენს დემოკრატებს ეხმარებიან. ეს ნორმალურია. შეიძლება უფრო მეტი სამუშაოა საჭირო.
„რადიო თავისუფლებაც“ ამბობს, რომ პუტინი მათ მოსკოვიდან დევნის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვაახლოთ ეს მექანიზმები. სტუდენტები? ვიზები? შესაძლოა. თუმცა, რუსებს თუ ვიზებს გაუხსნი, აქეთ „ფსბ“ ჩამოვა. ასე მარტივიც არ არის. ამიტომაც საუკეთესო ინსტრუმენტები უნდა გამოვნახოთ, თუ როგორ ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - ამბობს პრანკერთან საუბარში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.
მისი შეფასებით, არჩევნების შემდეგ ვაშინგტონი ჯერ გონზე არ მოსულა და ვაშინგტონი მხოლოდ ახლა ხდება ვაშინგტონად.
„2008 წლამდე, ბუქარესტის სამიტამდე ვგრძნობდი, რომ ამერიკელები დემოკრატიასა და თავისუფლებაზე მუშაობდნენ, რომ მკაფიო მიზნები ჰქონდათ, თუმცა ობამასა და ტრამპის დროს ეს გაქრა. ერთიც და მეორეც რაღაცას აკეთებდნენ, თუმცა იდეოლოგია არ იყო. ერთგვარი რეალ-პოლიტიკი იყო. ძლიერი ადამიანი. პუტინი ძლიერია, ჩრდილოეთ კორეა ძლიერია, ივანიშვილი ნორმალურია, მოდი ვიმუშაოთ - ეს ჩემს ნერვებზე მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ის გუნდი, რომელიც ახლა ვაშინგტონში მოვიდა, სხვანაირია. უფრო რეიგანის სტილისაა. თუ თქვენ, ამერიკელები ნორმალურები ხართ, მაშინ ნატოს გაფართოება უკრაინასა და საქართველოში, ნორმალური არჩევნები ბელარუსში და მაშინ ის, რასაც შენ რუსეთზე ამბობ, ანუ კრემლის რეჟიმის მარწუხებში მოქცევა. კრემლი უკვე ვაშინგტონშია. ის უკვე კაპიტოლიუმის შტურმს ახორციელებს. ის უკვე ამერიკის პრეზიდენტს ირჩევს. არ ხედავთ ამას? ჩინეთი სხვა ისტორიაა. ეს ხანგრძლივი ისტორია იქნება, ხოლო რუსეთი ხანგრძლივი ისტორია არ იქნება.
კრემლთან ამ ფულის საკითხზე მკაფიოდ უნდა ვიმუშაოთ. რაც შენ ბრძანე, საინტერესო აზრია - თუ როგორ უნდა მივიდეს დახმარება თქვენს ხალხამდე. ბრიუსელში არის ორგანიზაცია European Endowment for Democracy. ამ ორგანიზაციას კარგი ინსტრუმენტები აქვს. რუსეთის შემთხვევაში, ამის უკეთ გამოყენება შეიძლება, რადგან დღემდე ამ ორგანიზაციის ინსტრუმენტები სხვა ქვეყნებისთვის გამოიყენება. ამერიკელებთან შეიძლება მუშაობა ამ საკითხზე. იგივე „ამერიკის ხმა“ ან „რადიო თავისუფლება“, ან არსებობდა ევროპაში რუსული ტელევიზიის შექმნის იდეა, რომელიც რუსულ ენაზე სიმართლეს გაავრცელებდა. ეს ცივი ომის პერიოდის ინსტრუმენტებია, რომელიც ლიეტუვამდე აღწევდა. მამაჩემი უსმენდა ამას და ახლა თავისუფალი ვართ და კარგად ვცხოვრობთ.
როდესაც მათ შევხვდებით, ამ რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზულ სამუშაოზე ვისაუბრებთ, რათა მარწუხებში მოვაქციოთ. ეს უცებ არ გამოვა, თუმცა ნელ-ნელა გამოვა. რაღაცას მოვიგებთ. დემოკრატიულ ევროპულ რუსეთზე სტრატეგია არ გვაქვს. რუსეთს ჩვენთან მუშაობის სტრატეგია აქვს. ამერიკელებს ვკითხავთ. ჩვენ უკვე ვიცით პასუხები ბელარუსის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხებზე, მაგრამ რა ხდება რუსეთზე? ხედვა გაქვთ? თუ პუტინთან ითამაშებთ კიდევ“, - აცხადებს პავილიონისი.
აქ საუბარში ისევ პრანკერი ერთვება და ამბობს: „რასაც ახლა ვხედავ, მათ თავიანთი ძალები ტიხანოვსკაიაზე მიმართეს. არ ვამბობ, რომ ცუდია. ამის წინ მითხრეს, რომ ის „გუჩის“ ბუტიკში შენიშნეს. ადამიანი, რომელიც ბრძოლით უნდა იყოს დაკავებული, თავის თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მისცემს. საქართველოზე სწორად ბრძანე. საქართველო თავის თავს არ ეკუთვნის მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აირჩია. ანუ, სწორ გზაზე დადგნენ. საქართველო ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის. ამიტომაც ივანიშვილს მანდ ასეთი გავლენა არ უნდა ჰქონდეს, როგორც ახლა აქვს“.
„რა თქმა უნდა, კარგად თქვი ეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. პრიორიტეტები უნდა დავინახოთ. ჩვენთვის ბელარუსი ეგზისტენციალური საფრთხეა. კონფლიქტი სულ რაღაც 30 კილომეტრში შეიძლება გაჩაღდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. თუმცა, რუსეთი ბელარუსს რომ შევადაროთ, თქვენთან პროტესტი, სულ მცირე, ხუთჯერ ნაკლებია. მარტო მინსკში იმდენი ადამიანი გამოვიდა, რამდენიც მთელ რუსეთში. საჭიროა სტრატეგიულად მოქმედება. ეს წელი ბელარუსის წელია. თქვენც უნდა დაგვეხმაროთ. ის, რომ კარა-მურზა ჩამოდის, კარგი ნიშანია. უნდა გესმოდეთ, თუ ხალხი ბელარუსში გაიმარჯვებს, ეს დიდი შთაგონება იქნება თქვენთვის. ჩვენ ლიეტუველები ფოკუსირებული ვიქნებით ბელარუსზე, უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე.
არსებობს იმედი, რომ ბაიდენთან ერთად ამის გაკეთებას შევძლებთ. რეიგანმა გააკეთა ეს ჩვენთვის. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიაა, რომ კომუნიზმი უნდა დაეცეს. იქნება თუ არა ბაიდენი ახალი რეიგანი, რომელიც ამას იტყვის? ვფიქრობ, ამის გაკეთება მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პუტინმა ამერიკაში გააკეთა, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ამის საფასური უნდა გადაიხადოს. უნდა შევთანხმდეთ ამერიკელებთან, რომ ეს ასეა. თუ ისინი ამას იტყვიან, მაშინ შეგვიძლია ევროპაში ვიმუშაოთ, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ კალაპოტში არიან, პოლონელები ვერ იტანენ რუსულ იმპერიალიზმს. თუ ბერლინში „ქრისტიანულ/მწვანე“ კოალიცია იქნება, ვფიქრობ, მათთან მუშაობა შესაძლებელი იქნება.
მერკელი მიდის. ეს მცირე ტრავმა იქნება, თუმცა თუ „მწვანეები“ მოვლენ, ისინი ავტოკრატებს ვერ იტანენ. თუ ისინი საგარეო უწყებას ჩაიბარებენ, შესანიშნავი იქნება. ასევე საჭირო იქნება ფრანგებთან მუშაობა. თუმცა თუ გერმანია, ჩრდილოეთ ევროპა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ბრიტანეთი, ამერიკა ჩვენთან იქნებიან, საფრანგეთთანაც შვთანხმდებით. არსებობს ამის იმედი. თუმცა ყველაფერი მაინც ვაშინგტონში დაიწყება“, - პასუხობს პავილიონისი.
პრანკერი ინტერესედება აქვს თუ არა კონტაქტები პავილიონისს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან, სენატორ მენენდესთან.
„კარგი კონტაქტები მაქვს კონგრესთან. ვაშინგტონში კონგრესი სიწმინდეა. ადმინისტრაციაზე უფრო მეტია. შემიძლია დაგაკავშირო კუბისა და ლათინურ „მაფიასთან“ (შენიშვნა: იგულისხმება წარმოშობით კუბელი და ლათინო სენატორები). ეს ლობისტური ჯგუფია, რომელიც კონგრესში სიძლიერით მეორეა. მათ შორის მენენდესიცაა. ბალტიისპირეთის ჯგუფი უფრო მცირეა, მაგრამ მანდ ძალიან გავლენიანი ჩიკაგოელი სენატორი დურბინია. ის ობამასთვის ნათლიმამასავითაა. როგორ გააკეთა სააკაშვილმა ეს? როდესაც ობამა ხელისუფლებაში მოვიდა, ობამა სააკაშვილს ვერ იტანდა. მაშინ ქართული დიპლომატია, თემურ იაკობაშვილი, ღმერთო ჩემო, მათ ვაშინგტონი აიღეს. არ არსებობდა ადგილი, სადაც საქართველოს არ განიხილავდნენ. სადღაც 6-12 თვეში ობამას სააკაშვილი შეუყვარდა. ვერ ვიჯერებდი. ეს იყო ქართული ღვინო, ქართული სამზარეულო. ასეთი ლობის შექმნაა საჭირო. დიდ „სინკ ტენკებთანაა“ საჭირო საუბარი, რომლებსაც გავლენა აქვთ. აი კარლ ჰერშმანი, ის უკვე პენსიაზე გადის. აგერ ჩემს სურათზე დგას. ის უკვე მიდის, თუმცა ის რეიგანმა დატოვა. ის ღმერთი და მეფეა. საჭიროა საუბარი მასთან. ვაშინგტონში წასვლაა საჭირო. შემიძლია მენენდესთან შეხვედრა მოგიწყო. სხვებთანაც კონტაქტი საჭიროა. იგივე რიოტგენი, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატი. საუკეთესოა გერმანიაში. ეს დიდი ინსტრუმენტია. გერმანელმა ქრისტიან-დემოკრატებმა ჩვენ შეგვქმნეს, მე შემქმნეს. მე მათი პროდუქტი ვარ. ეს დიდი ძალაა. მწვანე ფონდიც. მოკლედ ჩემს გუნდთან უნდა დაგაკავშირო, რომლებთან მე ბელარუსის, საქართველოს და ა.შ. საკითხებზე ვმუშაობ. თუმცა ეს დიდი სამუშაოა. საჭიროა სტოკჰოლმში წასვლა და საუბარი. 2-3 წელი ვმუშაობდი, რომ მათ ეს ბელარუსისთვის გაეკეთებინათ. ახლა შვედებს თბილისში ფრონტი უჭირავთ, ივანიშვილზე, ისინი ახლა ჩვენი ხმა არიან. კარა-მურზა ყოველთვის მახსენებს, ჟიგის, თუ ამას რუსეთში ვერ გავაკეთებთ, მაინც არაფერი გამოგივა ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოში და ა.შ. ავტოკრატიებთან ნორმალურად ვიბრძვით თუ არა? რას ვშვრებით? ტვინი თუ ძალა არ გვაქვს? კრემლი მათ მუხლებზე დააყენებს? არ ვშვრებით ამას? რატომ“, - ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.
პრანკერი პავილიონისს პასუხობს, რომ მთავარია, რომ მათ პრეზიდენტს ესმოდეს.
„არ მიაქციო ყურადღება. ახლა მთავრობა ჩვენ ვართ. ინგრიდა, ჩემი პრემიერი, ჩემნაირად ფიქრობს. საგარეო საქმეთა მინისტრი ჩემნაირად ფიქრობს. ჩვენ ყველაზე დიდი პარტია ვართ. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. პრეზიდენტი სიმბოლურია. იგი ამის წინააღმდეგ არ გამოვა. შეიძლება რამე ისე არ თქვას, მაგრამ ყურადღება არ მიაქციო“, - აცხადებს პრანკერთან საუბარში ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.
25 სექტემბერი 2026, 23:31
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.
25 სექტემბერი 2026, 22:42
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა
საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
25 სექტემბერი 2026, 22:03
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.
25 სექტემბერი 2026, 21:47
კულტურა
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.
25 სექტემბერი 2026, 21:44
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 21:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.
25 სექტემბერი 2026, 21:30
საზოგადოება
„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
25 სექტემბერი 2026, 21:05
სამართალი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
25 სექტემბერი 2026, 21:05
რეგიონი
სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.
25 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
25 სექტემბერი 2026, 20:52
საზოგადოება
ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.
25 სექტემბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.
25 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
ვის და რას ეხვეწება ეკა გიგაური - ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასებული საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარის მოხსენება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანტიქართული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას.
25 სექტემბერი 2026, 20:37
პოლიტიკა
ოპოზიცია შერიგების პოლიტიკის წინააღმდეგ - ნიკა გვარამიას უცვლელი რიტორიკა, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიად შეფასდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როცა ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებსა და შერიგების პოლიტიკაზე საუბრობს, ნიკა გვარამია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპოზიციონერის განცხადებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.
25 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
დეზინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკა აბათილებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები ისევ მტკიცებულებების გარეშე და მიღებული ახალი დავალება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ნარკორეალიზატორების მფარველობასა და სხვადასხვა დროს მომხდარ მკვლელობებში ადანაშაულებს, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ.
25 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - ასე ფასდება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე.
25 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეაზე და შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიჟეტი
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობის გრძელვადიანი მნიშვნელობა და ამ კონტექსტში მიმართვა აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რეგიონული უსაფრთხოება და შუა დერეფანი, ეკონომიკური ზრდა, მულტილატერალიზმი და საერთაშორისო თანამშრომლობა, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული პარტნიორობა - ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზავნილებზე, თითქმის ათ წუთიან გამოსვლაში ისაუბრა.
25 სექტემბერი 2026, 20:20
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეები“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პერსპექტივების შექმნა.
25 სექტემბერი 2026, 20:10
სპორტი
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 7500 ბავშვი ესწრება
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას მართავს. გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.


