09 ივნისი 2021, 02:48 / სანდო წყარო

გახარიას ნეპოტისტური ქსელი - როგორ ასაქმებდნენ და აწინაურებდნენ გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პოლიტიკა გუნდური თამაშია. ინდივიდის წარმატებას ყოველთვის განაპირობებს მისი გუნდის მხარდაჭერა. ხშირად, მავანი პოლიტიკოსი წარმატებულის შთაბეჭდილებას ტოვებს იქამდე, ვიდრე საკუთარ გუნდს არ დაუპირსპირდება. თანამებრძოლებთან დაპირსპირებაში შესული პოლიტიკოსის კარიერა ყოველთვის კრახით მთავრდება. დღეს ამ გზას საქართველოს ყოფილი პრემიერი-მინისტრი, გიორგი გახარია ადგას.

მისი პრემიერის პოსტიდან სკანდალური გადადგომის შემდეგ, მოქალაქეებს გახარიასთან კონკრეტული შეკითხვები გაუჩნდათ, მათ შორის მთავარი კითხვაა, თუ რატომ მიატოვა ქვეყანა და გუნდი ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, რატომ ბრუნდება ის პოლიტიკაში?

პირველი კითხვაზე გიორგი გახარიამ საზოგადოებას უამრავი ვერსია შესთავაზა, თუმცა ყველა ურთიერთსაწინააღმდეგო და - არც ერთი დამაჯერებელი:

* „კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, საერთოდ, რაიმე სახის საპოლიციო ღონისძიების განხორციელების. ვერსიის გავრცელება, რომ გახარია მელიის დაკავების გამო გადადგა, არის სიცრუე“.

* „გადავდექი იმიტომ, რომ, ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ თავისი პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა“.

ცალსახა პასუხი არც მის პოლიტკაში შემობრუნების თემაზე არსებობს. პოლიტიკაში ხელმეორედ შემოსვლის ერთ-ერთ მიზეზად გიორგი გახარია კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლას ასახელებს და ამბობს:

* „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც სუსტი ინსტიტუტები აქვს და სადაც ნეპოტიზმის და კორუფციული რისკები არსებობს“.

მოქალაქეს, შეიძლება, გაუჩნდეს განცდა, რომ გიორგი გახარია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სისტემის შიგნით ებრძოდა ამ მანკიერებებს, მაგრამ როცა ეს ბრძოლა შეუძლებელი გახდა, ის გადავიდა ოპოზიციაში.

სინამდვილეში, გიორგი გახარია არათუ ებრძოდა ნეპოტიზმსა და კორუფციას, არამედ მას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავად შეუქმნია საკუთარი ნეპოტისტური ქსელი.

როგორ ასაქმებდა და აწინაურებდა გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში და ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს?

🔹 ნეპოტიზმი არის მეგობრებისადმი და ნათესავებისადმი განსაკუთრებული პრივილეგების მინიჭება, მათი დამსახურების მიუხედავად.

გიორგი გახარიას ნეპოტისტური კლანში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ძმებ ხოჯევანიშვილებსა და კახაბერ საბანაძეს.

1. გახარიას მარჯვენა ხელი - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი; გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დაკავშირება მოხდა გახარიას ცოლის ძმის, გიორგი ფანცულაიას მეშვეობით, რომელიც ხოჯევანიშვილის მეგობარია. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას შსს-ს მინისტრობის დროს დაინიშნა სამინისტროს გენინსპექციის უფროსად, ხოლო შემდეგ, გახარიას წყალობითვე, გახდა სუსი-ს უფროსის მოადგილე;

2. ალექსანდრე ხოჯევანშვილის ძმა - გიორგი ხოჯევანშვილი გახარიამ ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორად დაანიშნინა, შემდეგ კი, საპარლამენტო სიაში შეიყვანა. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრი და გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია;

3. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის და, გვანცა იორდანიშვილი დასაქმებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში;

4. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის კიდევ ერთი ცოლის და, ნათია იორდანიშვილი დასაქმდა „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“;

5. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის კიდევ ერთი და დასაქმებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში;

6. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ცოლის დის - გვანცა იორდანიშვილის მეუღლე, ნიკა გელაშვილი, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნისთანავე, დაინიშნა 112-ის დორექტორად, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრიდან - საზოგადებრივი უსაფრთხოების ცენტრის, 112-ის დირექტორის მოადგილედ;

7. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმის, გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე - ნათია ჯავახი დასაქმდა „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“;

8. გიორგი ხოჯევანიშვილის ცოლის და, თამარ ჯავახი დასაქმდა 112-ში, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ნიკა გელაშვილია;

9. გიორგი ხოჯევანიშვილის ქვისლი, თამარ ჯავახის მეუღლე, ალექსანდრე სანდოძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, მართლწესრიგის ოფიცრების მიმართულებით.

ძმები ხოჯევანიშვილების დაჯგუფებას განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა შიდა ქართლში.

10. გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო მეგობარი - ბაჩანა გვიანიშვილი დასაქმდა შიდა ქართლის წყალმომარაგების კომპანიის უფროსად;

11. გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი - ზაზა აბრამიშვილი დაინიშნა სატყეო დეპარტამენტის გორის განყოფილების უფროსად

12. გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი - ნუგზარ სამხარაძე დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ;

13. ასევე ხოჯევანიშვილების კადრია გორის ყოფილი ვიცე მერი - ერასტი ელიჯარაშვილი;

14. ერასტი ელიჯარაშვილის დედა, თამარ მელაქია დასაქმდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში;

15. გიორგი ხოჯევანიშვილის მეზობელი, ოლეგ ხუბულური დაინიშნა გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ;

16. გიორგი ხოჯევანიშვილის ახლო მეგობარი, ლექსო მახარაშვილი დაინიშნა გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში;

17. ამავე სააგენტოში დასაქმდა კიდევ ერთი მეგობარი - ვახტანგ ჯოხაძე;

გახარიას კლანი მხოლოდ ხოჯევანიშვილების დაჯგუფებით არ შემოიფარგლება; ასევე, მძლავრი ნეპოტისტური ქსელი შექმნა გახარიას უახლოესმა თანამებრძოლმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ:

18. კახა საბანაძის მამა, ემზარ საბანაძე 2017 წელს „ქართული ოცნებიდან“ არჩეულ იქნა ონის მერად, რომელმაც სკანდალით, ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა;

19. კახა საბანაძის მეუღლე - ანა ვახტანგიშვილი დაინიშნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში;

20. საბანაძის ცოლის და - გვანცა ვახტანგიშვილი დასაქმდა სახელმწიფო ელექტროსისტემაში;

21. საბანაძის ქვისლი, გვანცა ვახტანგიშვილის მეუღლე - კოტე ანანიაშვილი, გავლენიანი ქვისლის წყალობით, დაწინაურდა ჯერ აჭარის პოლიციის უფროსად, ხოლო შემდგომ - მთავრობის რეგიონული სამსახურის უფროსად;

22. კონსტანტინე ანანიაშვილის მამა, მერაბ ხუბულური დაინიშნა გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში;

23. გორის ყოფილი მერის მოადგილე, პაატა ივანიშვილი ასევე კახა საბანაძის მეგობარია;

24. საბანაძის კიდევ ერთი მეგობარი, გიორგი სამნიაშვილი, იგივე „ჩობანა“, დაინიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილედ;

25. კახა საბანაძის ქვისლის შვილი, თამაზ რიკრიკაძე დასაქმდა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში;

26. ამავე სააგენტოში დასაქმდა კონსტანტინე ანანიაშილის დეიდაშვილი - გივი ჯავახიშვილი;

27. კახა საბანაძის ნათესავი, ნუკრი ჯალაბაძე დაინიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოში, აქვე დასაქმდა კიდევ ერთი ნათესავი - ინალი ჯალაბაძე;

28. საბანაძის კიდევ ერთი ნათესავი, მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ;

29. კახა საბანაძის მეგობარი, გიორგი ჩოქური დაინიშნა შიდა ქართლის დეტექტივების სამმართველოს უფროსად;

კახა საბანაძის წყალობით, დასაქმდნენ და დაწინაურდნენ მისი სხვა მეგობრებიც:

30. გიორგი გობეჯიშვილი - საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი;

31. კახაბერ ფერსაშვილი - შსს-ს ვარიანის განყოფილების უფროსი;

32. გიორგი მეზვრიშვილი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი;

33. ვასილ როსტევანიშვილი - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი;

34. გიორგი ტეტუნაშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი;

35. სიმონ ჯიქიძე - შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;

36. დავით არჩვაძე - მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი.

ამასთან;

37. გახარიას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის მეუღლე, მარიამ რობაქიძე დასაქმებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ხოლო მამა - მიხეილ ქემოკლიძე - დიდუბის გამგეობაში;

38. გახარიას თანაგუნდელისა და პარლამენტის წევრის, ბექა ლილუაშვილის მეუღლე, თინათინ ავალიანი დასაქმებულია „საპენსიო სააგენტოში“. ბექა ლილუაშვილი თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული საპენსიო სააგენტოს შემქნის პროცესში;

39. დეპუტატისა და ყოფილი ბიზნესომბუდსმენის, მიხეილ დაუშვილის მეუღლე, ნანა კაპანაძე დასაქმებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროში;

40. ნათია მეზვრიშვილის და დასაქმებულია „საქართველოს ეროვნულ ბანკში“;

41. ნათია მეზვრიშვილის ახლო მეგობარი, თამარ ხვედელიანი დასაქმდა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის სამმართველოში უფროსის პოზიციაზე. ამჟამად ის გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის წევრია;

42. ნათია მეზვრიშვილის ახლო მეგობრის, თამარ ხვედელიანის მეუღლე, გიორგი გამეზარდაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად, ხოლო მოგვიანებით - სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილედ;

43. ნათია მეზვრიშვილის ნათესავი, მამუკა კვირიკაშვილი - მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე;

44. სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას სიძე, ზურაბ ერისთავი გიორგი გახარიამ მექსიკის შეერთებულ შტატებში დანიშნა საქართველოს ელჩად;

45. ალექსანდრე მოწერელიას დისშვილი, ანა ერისთავი, გავლენიანი ბიძის დახმარებით, ასევე დასაქმდა მთავრობის ადმინისტრაციაში;

46. სწორედ ალექსანდრე მოწერელიასთან მეგობრობის გამო მოხვდნენ თანამდებობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ფოთის მერის მოადგილე კონსტანტინე თოფურია;

47. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად დეპუტატისა და გიორგი გახარიას ახლო მეგობრის, შალვა კერესელიძის ცოლის ძმა, აკაკი ხუნწელია დაინიშნა მარტვილის მერის მოადგილედ;

48. გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, სამეგრელოს გუბერნატორად დაინიშნა მალხაზ თორია;

49. გიორგი გახარიამ მეგობრობის ნიშნით, დანიშნა გამოუცდელი კადრი, კლასელი თემურ კეკელიძე სასაზღვრო პოლიციის უფროსად, ხოლო სამინისტროში ვახტანგ გომელაურის მოსვლის შემდეგ - დანიშნა კვიპროსში საქართველოს ელჩად;

50. გახარიას ცოლის ნათესავი, ვლადიმერ წურწუმია დაინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის „სასაფლაოების მოვლა პატრონობის განყოფილების უფროსად“.

ეს ძალიან დიდი სია ნათელი მტკიცებულებაა, როგორც ებრძოდნენ ნეპოტიზმსა და კორუფციას გახარია და მისი გუნდის წევრები. სინამდვილეში. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ, სხვა თუ არაფერი, გახარია, მინიმუმ, ფარისეველია, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის ლოზუნგები კი - ისეთივე მოჩვენებითი, როგორც მისი იმიჯი.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ალექსეი გონჩარენკო

29 აგვისტო 2026, 21:01

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.

29 აგვისტო 2026, 20:49

სამართალი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.

29 აგვისტო 2026, 20:34

რეგიონი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.

29 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

29 აგვისტო 2026, 18:30

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.

ჯაბა ხუბუა

29 აგვისტო 2026, 18:19

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

29 აგვისტო 2026, 17:16

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.