imedi /  09 ივნისი 2021, 13:30 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გულწრფელად გეტყვით, ამ ადამიანებმა ევროპული სულისკვეთება აბუჩად აიგდეს

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

გამოითქვა მოსაზრებები, რომ თურმე ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ვინაიდან არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონი. გულწრფელად გეტყვით, მგონია რომ ამ ადამიანებმა ეს სიტყვა (შარლ მიშელის დოკუმენტი) აბუჩად აიგდეს და ევროპული სულისკვეთება აიგდეს აბუჩად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას პარლამენტში, პლენარულ სხომდაზე განაცხადა.

„მე, როგორც ვიცი, ჩვენს ქვეყანაში ერთ კაცზე მორგებულ კანონებს არ ვიღებთ, ეს ასე, მაგრამ მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები საუბრობენ, რომ ეს კანონი სპეციალურად შექმნილია ნიკამ მელიასთვის, მერე გამოდის სხვა ოპოზიციონერი კოლეგა და გვეუბნება მზრუნველობითი ტონით, რომ თურმე მათ ეს კანონი (ამნისტიის) არ აინტერესებთ და იბრძვიან იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ცნობილი მოვლენების ( 20 ივნისი) დროს დაზარალდნენ. მოდით, ჩამოვყალიბდეთ რაა, სად ხართ?! თუმცა ჩემთვის და საზოგადოებისთვის კარგად არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ თქვენ, მხოლოდ თქვენი კონკრეტული, პარტიული ინტერესი გადარდებთ.

აქ, გამოითქვა მოსაზრებები, რომ თურმე ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, ვინაიდან არ მოსწონთ ამნისტიის შესახებ კანონი. გულწრფელად გეტყვით, მგონია რომ ამ ადამიანებმა ეს სიტყვა აბუჩად აიგდეს და ევროპული სულისკვეთება აიგდეს აბუჩად, როდესაც ადამიანები პირდაპირ უარყოფენ იმას, რაც არის მართლაც შეთანხმების ნაწილი და სულისკვეთება არის ის, რომ ჩვენ წინ გავიხედოთ და ვიაროთ იმ რეფორმებით, რომელმა რეფორმებმაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირამდე უნდა მიიყვანოს, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

28 მაისი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.

არჩილ გორდულაძე

28 მაისი 2026, 09:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.

28 მაისი 2026, 09:22

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

28 მაისი 2026, 09:08

საზოგადოება

დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება

დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge) 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

28 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში

28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ნანა კაკაბაძე

28 მაისი 2026, 08:38

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად

საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

28 მაისი 2026, 08:19

საზოგადოება

სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა

ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.

28 მაისი 2026, 08:16

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.

შიო მესამე

28 მაისი 2026, 08:08

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს

მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.

28 მაისი 2026, 08:05

პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.

28 მაისი 2026, 08:03

პოლიტიკა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.

28 მაისი 2026, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან

გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.

28 მაისი 2026, 08:00

სამართალი

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 03:18

მსოფლიო

ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლუიშ მონტენეგრუ

28 მაისი 2026, 03:07

მსოფლიო

პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.

28 მაისი 2026, 02:36

სპორტი

„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა

ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 01:44

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია

პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:18

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა

მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.