imedi /  10 ივნისი 2021, 22:32 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საქართველოს თემატიკა ნატოს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი. ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ასახულია განსახილველი საკითხები და მათ შორის საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში სახელწოდებით- „Support rules-based international order“.

„დარწმუნებული ვარ, რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება, ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის სამიტზე საქართველოს მოწვევის საკითხზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრი უსაფუძვლო შენიშვნა გაჟღერდა, რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საქართველოს საკითხი სრულფასოვნად განიხილება ნატოს მოახლოებულ სამიტზე, რაც მინისტრის შეფასებით, სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური საქმიანობის შედეგი და დიდი წარმატებაა.

ამასთან, ზალკალიანის ინფორმაციით, დეკლარაციაში ასახული ასევე იქნება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოს თითოეულ წევრ ქვეყანასთან,ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან,ასევე ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები, ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მაქსიმალურად იყო გამოყენებული, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული,რადგან ეს გახლავთ მოსამზადებელი სამიტი შემდგომი, 2022 წლის სამიტისა, ჩვენ მაქსიმუმ შედეგს დავდებთ და ამას საზოგადოება იხილავს,როცა გამოქვეყნდება ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაციები და განცხადებები.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატოს ბრიუსელის სამიტი 2021 წლის 14 ივნისს იმართება.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე
ლოურენს ვონგი

22 ივლისი 2026, 10:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს

„საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ენდი ბერნემი

22 ივლისი 2026, 10:32

მსოფლიო

Bloomberg: ბერნემმა ირანზე აშშ-ის დარტყმებისთვის ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უფლება მისცა აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის ბრიტანეთის სამხედრო ბაზები გამოიყენოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 10:28

ტექნოლოგიები

გაერო: ადამიანთა 30%-ზე მეტისთვის ჯანსაღი კვება ძვირია

ორგანიზაციის ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2,69 მილიარდ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მრავალფეროვანი საკვები და ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე არსებული მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. 2030 წლისთვის შიმშილის აღმოსაფხვრელად „უზარმაზარი“ სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო.

22 ივლისი 2026, 10:13

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა.

22 ივლისი 2026, 10:11

ეკონომიკა

ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირვლეი ავიარეისით ვიმგზავრე. ჩვენ გავეცანით საქართველოს მიმართულებას, ძალიან გვახარებს თბილისის ულამაზესი ხედების ხილვა. მიღებულ შთაბეჭდილებებს სულ უფრო მეტ მგზავრს გავუზიარებთ, რათა მათ ჩვენი ავიკომპანიის საშუალებით ჩინეთიდან საქართველოში იმოგზაურონ. მოხარულნი ვართ, რომ გვეძლევა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ველოდებით, რომ მომავალში პარტნიორობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ”,-აცხადებს China Eastern Airlines-ის წარმომადგენელი სტივენ ლი.

ოლექსანდრ სირსკი

22 ივლისი 2026, 10:06

მსოფლიო

ოლექსანდრ სირსკი: ვტოვებ უკრაინის მთავარსარდლის თანამდებობას. მემკვიდრეს ვუტოვებ არმიას, რომელიც შეტევაზეა გადასული

უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაყენებულმა მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

22 ივლისი 2026, 09:58

საზოგადოება

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყის ხანძრების რისკი იზრდება - სპეციალისტები მოსახლეობას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები.

დონალდ ტრამპი მოჰამედ ბინ სალმანი

22 ივლისი 2026, 09:41

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა საუდის არაბეთთან ისტორიული ბირთვული შეთანხმება დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან ისტორიული ბირთვული შეთანხმება ოფიციალურად დაამტკიცა, რომელიც სამეფოს სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული პროგრამის განვითარებას ითვალისწინებს და მომავალში ქვეყნის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების შესაძლებლობასაც შეიძლება გაუხსნას გზა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 09:37

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან, სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს, ჩვენ ბევრ ინვესტიციას ვდებთ დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდება ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებელ დირექტორს.

ჯანი ინფანტინო დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2026, 09:16

მსოფლიო

The New York Post: ტრამპს სურს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტი FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავოს

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს. ინფორმაციას The New York Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმების მორიგი სერიის შესახებ იუწყება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, გვიან ღამით ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ზედიზედ მე-11 ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

22 ივლისი 2026, 08:43

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს საქართველოში

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ამინდს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

22 ივლისი 2026, 08:29

რეგიონი

ონში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა

სწორედ ამ შეჯიბრების შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები, რომელიც სლოვაკეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

22 ივლისი 2026, 08:27

კულტურა

პრემია „მაჩაბელი“ 5 ნომინაციაში გაიცა

თითოეულ საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცათ პრემია 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ეროვნული ბიბლიოთეკა გამარჯვებული ავტორების წიგნებს გამოსცემს.

ირაკლი ხელაძე

22 ივლისი 2026, 08:18

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: პეტერ ფიშერი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში

ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე.

გიორგი ჩაკვეტაძე

22 ივლისი 2026, 08:11

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

22 ივლისი 2026, 08:04

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს - დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში ის ადგილი დაათვალიერეს, საიდანაც მიწის მასა ჩამოიშალა. პირველადი შეფასებით, ადგილზე ახალი გააქტიურების კერები არ შეინიშნება, მდინარე დაუბრკოლებლად გაედინება.

ირაკლი კობახიძე

22 ივლისი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სინგაპურში ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება

სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტი ფარგლებში, დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება, მომდევნო დღეებში კი დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 04:47

მსოფლიო

ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.

22 ივლისი 2026, 03:02

მსოფლიო

Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა

სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.