13 ივნისი 2021, 13:47 / სანდო წყარო

რას წერენ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების მიღწევაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე

ესპანურენოვანი პოპულარული გამოცემები (ევროპაპრესი, ელ მუნდო, ელ პაისი და სხვა) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერენ. მასალებში აღნიშნულია საქართველოს დადებითი პოზიციონირება შეთანხმების პროცესში.

„დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შეასრულა ჰუმანიტარული მედიატორის როლი აღნიშნულ მილაპარაკებაში”, - აღნიშნულია Europa Press-ის მასალაში.

ფრანგული პრესის გზავნილები:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორების შესახებ ინფორმაცია გადასცა";

„ბატონი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებული პირები აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაიგზავნებიან სომხეთში";

„ევროპულის საბჭოს პრეზიდენტი მიესალმება ნდობის აღდგენსკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს და მისი თქმით ევროკავშირი ბოლომდეც დაუჭერს მხარს აღნიშნულ ძალისხმევას";

„თავის მხრივ, რუსეთიც მიესალმება აღნიშნულ ფაქტს".

პოლონური პრესა:

„საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე, 15 დაკავებული აზერბაიჯანელი გადაეცა სომხეთის მხარეს“;

„მოსკოვმა და ვაშინგტონმა გამოხატეს კმაყოფილება სომეხი პატიმრების გათავისუფლების გამო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებებისადმი ერთგულებისთვის";

„აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებში ჩართული იყო რუსეთი, აშშ, საქართველო, ევროსაბჭოს და ევროკავშირის პარტნიორები".

შვედური პრესა:

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების შედეგია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ასევე შედგა ეუთოს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკინისა და ამერიკელი დიპლომატის ფილიპ რიკერის დახმარებით“.

შეთანხმებას ​წამყვანი არგენტინული გამოცემა La Nación-იც გამოხმაურება, სადაც წერია, რომ საქართველოს წარმომადგენლების შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 მოქალაქე გადასცა. ასევე, ავტორი ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ გამოხატულ მადლობას ჰუმანიტარული აქციის მხარდაჭერისთვის.

თურქული მედია:

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში”.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაწეული ძალისხმევისთვის“.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში

26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 თებერვალი 2026, 09:19

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.

26 თებერვალი 2026, 09:14

საზოგადოება

ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.

26 თებერვალი 2026, 09:02

მსოფლიო

რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

26 თებერვალი 2026, 08:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 08:54

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.

მარიამ ლაშხი

26 თებერვალი 2026, 08:45

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.

26 თებერვალი 2026, 08:30

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, იმედსა და პოსტივიზე თავდასხმაში ხედავს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 08:25

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას

ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.

26 თებერვალი 2026, 08:16

სპორტი

სპორტის მინისტრმა MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან, ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა გამართა

მინისტრმა მათ ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებსა და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

26 თებერვალი 2026, 08:14

საზოგადოება

„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.

26 თებერვალი 2026, 08:05

კულტურა

გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

26 თებერვალი 2026, 08:00

საზოგადოება

ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

26 თებერვალი 2026, 03:16

მსოფლიო

AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს

უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 03:01

მსოფლიო

ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.

26 თებერვალი 2026, 02:52

მსოფლიო

CNN: კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 02:08

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.

იოჰან ვადეფული

26 თებერვალი 2026, 01:21

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა

უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ირაკლი კირცხალია

26 თებერვალი 2026, 01:01

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. ჩვენ გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელი სამშვიდობო პოლიტიკაც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ილონ მასკი

26 თებერვალი 2026, 00:59

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანულ პოლიტიკურ პარტია Restore Britain-ს მხარდაჭერას უცხადებს - „ის გაიმარჯვებს. მან უნდა გაიმარჯვოს. ბრიტანეთის გადასარჩენად“

ტექნოლოგიური გიგანტი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია ახალი მოძრაობის, Restore Britain-ის შესახებ, რომლის რეიტინგიც უკვე 7%-ს აღწევს.