imedi /  15 ივნისი 2021, 09:52 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისს ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც მან ბაქოდან პრემიერს დაურეკა და დაინტერესდა თუ რა ხდებოდა, პასუხად მიიღო, რომ შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას.

„მისგან პასუხი მივიღე, რომ ეს შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. ეს იყო მისი პოზიცია, რაც მე გამიკვირდა, საერთოდ გაუგებარი იყო მისი ეს პოზიცია, კიდევ ერთელ გავიმეორებ. ეს იყო შეცდომა თუ შეცდომები, მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ, რადგან ახალ შეთქმულებაში უნდა გადავიდე“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იყო ეს შეცდომა თუ დანაშაული და რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ მოტივს გააჩნია.

„მოტივი შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით ისეთი, რაც იყო 17–18 თებერვალს. ანუ ის შეიძლება მოქმედებდა გარკვეული გავლენებით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ მას აქვს პირდაპირი კავშირი სააკაშვილთან, იმასთან თუ ამასთან, მე ეს არ ვიცი, ამაში ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია ის, რომ ლოგიკურად არსებობდა გარკვეული გავლენები, 17–18 თებერვალს პირდაპირი დამთხვევა, ორი დღე, ეს წარმოუდგენელი იყო, სხვა შემთხვევებშიც გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი არსებობდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ან შესაძლოა, ის მოქმედებდა გავლენებით“ - განაცადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გახარიას განცხადებასაც უპასუხა იმის შესახებ, თითქოს 20 ივნისს პარლამენტის შენობა დეპუტატებისგან დაცლილი იყო.

„როცა სიმართლე შენს მხარეს არ არის, მაშინ გადადიხარ არაეთიკურ გამონათქვამებზე. სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერი აკეთებს ამას. თითქმის ყველა დეპუტატი იყო იქ“, - განცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

როშელ ვალენსკი

31 ივლისი 2021, 08:31

COVID19

როშელ ვალენსკი: აშშ-ის ხელისუფლება ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობებს განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობებს განიხილავს, - ამის შესახებ Fox News-ის ეთერში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

31 ივლისი 2021, 08:22

სპორტი

დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა, ხოლო ძალოსნობაში, 96 კგ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას ანტონ პლესნოი ეცდება.

31 ივლისი 2021, 08:12

COVID19

საქართველო დღეს „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს არის ნაყიდი ვაქცინები. მისივე თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა.

31 ივლისი 2021, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 ივლისს ქუთაისში უმეტესად უნალექო დღე და +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო „ბოლი“

გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო „ბოლი“ - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

30 ივლისი 2021, 23:31

ტექნოლოგიები

Science Advances: მეცნიერებმა ტერაქტების პროგნოზირების ალგორითმი შექმნეს

მათემატიკოსებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობებისა და ღია წვდომაში არსებული სხვა მონაცემების საფუძველზე განხორციელებამდე ერთი კვირით ადრე ტერაქტების მოწყობის სავარაუდო დროისა და ადგილის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Science Advances-ი წერს.

30 ივლისი 2021, 23:02

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი გაფრთხილებაა, რამაც მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგოს

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი გაფრთხილებაა, რამაც მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგოს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 22:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს მკაფიო ნიშნები, რომ გიორგი გახარიას პარტია კიევიდან ფინანსდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კიევიდან დაფინანსების მკაფიო ნიშნები იკვეთება. ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 22:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე მისი მეგობარი გახარია

ვინ დარჩება მოგებული და წაგებული, ამას დავინახავთ ყველა ერთად 2 ოქტომბერს. მე გპირდებით, რომ ძალიან წაგებული დარჩება როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე მისი მეგობარი გახარია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 22:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: ვნახოთ, როგორ ჩამოვა, მაგის თავი არ აქვს, მშიშარა კაცია

ასე იმუქრება უკვე მერამდენე არჩევნებია და ვნახოთ, როგორ ჩამოვა. მაგის თავი რომ ჰქონდეს, აქამდე გააკეთებდა, მაგრამ ვიცით, რომ ამის თავი მას არ აქვს. მშიშარა კაცია და შესაბამისად ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ეს ხალხმაც ძალიან კარგად იცის და ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია საზოგადოებისთვის მისია ასეთი განცხადება, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.

ირაკლი კობახიძე

30 ივლისი 2021, 22:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი - რაც შეეხება ახალ შესაძლო დოკუმენტს, ეს ფურცელი გადაშლილია

დოკუმენტის საკითხი მთლიანად ამოწურულია და ეს იქნება ბავშვური თამაშები, რომ ხელმოწერაზე დაიწყოს საუბარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

30 ივლისი 2021, 22:02

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების გამო ჰოსპიტალიზებული პირების დაახლოებით 85% ვაქცინირებული არ იყო

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების გამო ჰოსპიტალიზებული პირების დაახლოებით 85% ვაქცინირებული არ იყო. აღნიშნულს საფრანგეთის სოციალური სამინისტროს სტატისტიკური სამსახურის მონაცემები ცხადყოფს.

30 ივლისი 2021, 21:40

COVID19

ჯანმოს კვლევით, საქართველოში ორი დოზით აცრილთა შორის კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა

ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, დაავადების მძიმე გართულებების და სიკვდილის რისკს - ამ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს .

თორნიკე რიჟვაძე

30 ივლისი 2021, 21:07

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: გვექნება აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება პირველივე ტურში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ,,ქართული ოცნების“ მიერ აჭარაში დასახელებულ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია თითოეული მათგანის დამაჯერებელ გამარჯვებაში.

30 ივლისი 2021, 21:05

COVID19

ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 100-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში არსებულ ცენტრალურ სამედიცინო კლინიკებში „სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“ პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ასამდე თანამშრომელს ჩაუტარდა.

პოლ ჯოიალი

30 ივლისი 2021, 20:45

პოლიტიკა

პოლ ჯოიალი: „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი რადიკალური პოლიტიკური პარტია, მანიპულაციების მზა სამიზნეა გარე ძალებისთვის

საქართველოს მოსახლეობამ ნათლად გამოხატა, რომ დასავლური გზა არის მისი არჩევანი. მოსახლეობის პრო-დასავლური რწმენებითა და მიდგომებით, შედეგად მიიღებთ მეტ ინვესტიციას, მასშტაბურ ტურისტულ ინდუსტრიას. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ჩვენ ამას განვაგრძობთ, ჩვენ უნდა წავახალისოთ მთავრობა რომ განაგრძოს სვლა პროდასავლურ გზაზე. ასევე უნდა წავახალისოთ სხვა პოლიტიკური პარტიები რომ შეუერთდნენ ქვეყნის მმართველობის პროცესს, - ამის შესახებ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელმა ანალიტიკოსმა, პოლ ჯოიალიმ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

პოლ ჯოიალი

30 ივლისი 2021, 20:33

პოლიტიკა

პოლ ჯოიალი: როდესაც გყავს რადიკალური, მთავრობის დამხობით შეპყრობილი ოპოზიცია, მესმის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების ლოგიკა

19 აპრილის შეთანხმების დატოვების შესახებ გადაწყვეტილებაში ლოგიკას ხედავს პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი ანალიტიკოსი პოლ ჯოიალი. ექსპერტის განმარტებით, მართალია, გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი, თუმცა არგუმენტირებულ საფუძველს დამყარებული. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციური ძალის პირობებში, აშკარაა, რომ შეთანხმების ანულირება გარდაუვალი იყო. როგორ აფასებს პოლ ჯოიალი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს და რა გარე საფრთხეს ხედავს რადიკალური ოპოზიციის პირობებში, ამ თემებზე ამერიკელ ანალიტიკოსს „ქრონიკა“ ესაუბრა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

30 ივლისი 2021, 20:21

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: თუ სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება, ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიძლება განთავსდეს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება, ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიძლება განთავსდეს.

არჩილ თალაკვაძე

30 ივლისი 2021, 20:18

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებები შევიტანეთ ისე, როგორც ეს მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმა პარლამენტმა სწორედ იმ სახით მიიღო, როგორც ამას მმართველი პარტიის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ავალდებულებდა.

მარია ვან კერხოვე

30 ივლისი 2021, 19:56

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ვირუსის თავდაპირველ შტამზე უფრო მომაკვდინებელი არ არის

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი არ არის, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი შტამი.