imedi /  15 ივნისი 2021, 13:20 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის თემაში ტაბუდადებულ ეპიზოდებს ოდნავ მაინც ახადა ფარდა

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,მთავარ არხზე’’ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ტაბუდადებული ეპიზოდების წარმოდგენით 20 ივნისის თემას ოდნავ ნათელი მოეფინა.

,,გუშინდელმა გადაცემამ ირაკლი კობახიძესთან, როგორც იქნა, ოდნავ მაინც ახადა ფარდა იმ დიდ უხერხულობას, რასაც „20 ივნისის“ თემაში ის ტაბუდადებული ეპიზოდები წარმოადგენდა, რომლებმაც მაშინ საეჭვო შთაბეჭდილება დაგიტოვა, მაგრამ პარლამენტზე განხორციელებულმა შტურმმა მისი მოგერიების დროს გამოვლენილი, რბილად რომ ვთქვათ, „ხარვეზები“, თითქოს დაჩრდილა და ყველანი გიორგი გახარიას კოლექტიურ ადვოკატად გვაქცია“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის აზრით, ეჭვს იწვევს პარლამენტის შტურმის დროს დაშვებული ხარვეზები. ოპერაციაში იმ სპეცრაზმელების მონაწილეობა, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

მისივე განმარტებით, ასევე, უხერხულობას ქმნის ის მომენტიც, როდესაც პრემიერმა ბახტაძემ მეამბოხეებთან მიმართებაშიც გადამეტებული ძალის გამოყენება უარყო, თუმცა, ნახევარ საათში პირველი თვალდაკარგული ადამიანი მივიღეთ.

ექსპერტის ვარაუდით, გახარიამ შესაძლოა, ორი მთავარი კონკურენტის ირაკლი კობახიძის და მამუკა ბახტაძის მოშორება ამ გზით სცადა.

„ჭორაობას არც მე დავიწყებ, მაგრამ როდესაც ერთი-ორმა ჩემმა ყოფილმა კოლეგამ 20 ივნისს მსროლელ სპეცრაზმელებში 2011 წლის 26 მაისის დარბევის მონაწილენი ამოიცნო, რომლებიც მაშინაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, რა თქმა უნდა, კითხვა გებადება: ვინ, რატომ და რა მიზნით ამოარჩია სპეცრაზმელთა დიდ არმიაში მაინცდამაინც ეს თანამშრომლები? რა თქმა უნდა, თუ კი ეს ფაქტი სიმართლეს წარმოადგენს. მეორე უხერხული მომენტი, როდესაც არც თუ ისე ცუდ პრემიერ ბახტაძეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტები ეკითხებიან: ხომ არ იქნებოდა, თუნდაც მეამბოხეებთან მიმართებაში, გადამეტებული ძალის გამოყენება და მკაცრი უარყოფითი პასუხის შემდგომ, ზუსტად ნახევარ საათში პირველი თვალდაკარგული ადამიანი მივიღეთ.

მე ვერ გეტყვით, სულ ცოტა ხანში რამ განაპირობა მამუკა ბახტაძის გადადგომა, მაგრამ ახალგაზრდა თავმოყვარე ადამიანისთვის, არაა გამორიცხული, რომ ის უდიდესი სირცხვილი და უხერხულობა ყოფილიყო, რომელშიც საკუთარი პრემიერი შსს მინისტრმა ჩააგდო. ხოლო დღევანდელი გადასახედიდან, სპეცრაზმელების იმ გამიზნული სროლით, ნებსით თუ უნებლიეთ, მომავალმა პრემიერმა გახარიამ ორი პოტენციური კონკურენტი ხომ არ მოიცილა, მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძე. ის დარჩა, ესენი გადადგნენ, თუმცა ყველა არსებული ლოგიკით, ესენი უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო შსს მინისტრი გადამდგარიყო.

ახლა კი იმ ყბადაღებული თემის შესახებ, გიორგი გახარია რომ დღემდე იღებს ყველა იმდროინდელ გადაცდომაზე პირად პასუხისმგებლობას, რაც თითქოს და მის სასარგებლოდ და დადებითად უნდა ჩანდეს. ბოდიშს მოგიხდით და ეს ფაქტიც უკვე სულ სხვანაირად მეჩვენება. წარმატებული მენეჯერის პრინციპულობაზე ის კი არ მეტყველებს, სიტყვიერად საკუთარ თავზე რომ იღებს საკუთარი თანამშრომლების „გადაცდომებს“, მაგრამ არც თავად, არც ისინი არა თუ არ აგებენ ამ პასუხს, წინაურდებიან კიდეც - არამედ მინისტრს საკუთარი მოადგილე, ან შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი რომ დაესაჯა. გამოდის, რომ საკუთარი კლანის წევრთა პასუხისმგებლობის ზონიდან გამოყვანის ყველაზე უშეცდომო გზაა: ა) ყოველგვარი რისკის გარეშე საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი და ბ) „კანონგარეშე“ თანამდებობრივ მდგომარეობას მიაღწიო, რაც გიორგი გახარიას მიერ წარმატებულად იქნა განხორციელებული“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 15:43

სამართალი

ქალის მოტაცებისთვის 4 პირი დააკავეს

თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით, ოთხი პირი - 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:41

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა

გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:36

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავზარდოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოტენციალი, მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას და შერიგების პოლიტიკის მიზნების რეალიზებას

მან მადლობა გადაუხადა ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თითოეულ უცხოელ დიპლომატს და კოლეგას, რომლებთანაც გასული წლის მანძილზე, ინტენსიური თანამშრომლობით, პარტნიორობითა და თანადგომით მიღწეულია პროგრესი შესაბამისი მიმართულებებით.

03 აგვისტო 2021, 15:31

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეხვდა

„მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების რეფორმაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული მუშაობა. დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან განვიხილეთ, რეფორმის რომელ ეტაპზე რა რაოდენობის ფინანსები იქნება საჭირო“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ბექა დავითულიანი

03 აგვისტო 2021, 15:27

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ფაქტი და მოცემულობა გვიჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ვეღარ მოვა

„ოპოზიცია, ალბათ, ორ ნაწილად - შედარებით კონსტრუქციულად და რადიკალურ ოპოზიციად უნდა გავყოთ. ყოველი არჩევნების წინ, რადიკალური ოპოზიცია რაღაც ვნებებს უშლის თავის ამომრჩეველს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:20

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი, 85 კვალიფიციური ბიზნესპროექტის განაცხადი, რაც სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას ადასტურებს

ხაზგასასმელია, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

აიათოლა ალი ხამენეი ებრაჰიმ რაისი

03 აგვისტო 2021, 15:19

მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა.

03 აგვისტო 2021, 15:13

COVID19

აჭარაში ვაქცინაცია გაფართოვდა და აცრა ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული ეპიდვითარება განიხილეს. აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში, ვაქცინაცია 3000-მდე პირმა ჩაიტარა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთ-ერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენს წარმატებულ პარლამენტის წევრებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც აბსოლუტურად გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენზე. არიან წარმატებული ახალგაზრდები. მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს იმას, რომ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. მე მინდა, ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტების მოადგილეებად და ა.შ. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი წინაპირობაა, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ჩვენს ყველა მოქალაქეს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენებზე: ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა..

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პატივს ვცემთ IRI-სა და NDI-ს, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც საველე სამუშაოებს ატარებენ, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან და კონტროლდებიან

„ჩვენ არასდროს ვენდობოდით, ადგილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე

ჩვენ გვავიწყდება, რომ გვიყურებს და გვისმენს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხედვაზე და რეალური საქმით ვაჩვენოთ, რას ვაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორია ჩვენი ხედვა და როგორ ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:59

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში

„ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავლად მესახება განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. რას ვთავაზობთ. ჩვენ, პირდაპირ უნდა ითქვას, უნდა შევთავაზოთ გაცილებით მომხიბვლელი ალტერნატივა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. პირდაპირ, ღიად ვთქვათ, დღეს ამ ალტერნატივას, გარდა ერთგვარი ინიციატივებისა თუ წამახალისებელი და მომხიბვლელი მექანიზმებისა, ჩვენ ვერ ვთავაზობთ. ვთქვათ პირდაპირ, წარმოიდგინეთ რეალობა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მე გადავალ ცოტა პოლიტიკურ ნაწილში და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ, რამდენიმე თვის წინ არჩევანი გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს 9 პოლიტიკურ პარტიას, რომელთაგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში მონაწილეობაზე. რომელ ჭკუათმყოფელ და გონიერ ადამიანს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?! მე არ მინდა პესიმისტური შეფასებები გავაკეთო, ეს არის რეალობა, მეგობრებო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ",- განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები

„ოკუპირებულ რეგიონებზე შეზღუდული წვდომის და იმის გათვალისწინებით, რომ გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ქართული მოსახლეობა ეთნიკური დისკრიმინაციის გამო განსაკუთრებით მძიმე პირობებში იმყოფება, საწყის ეტაპზე შეიქმნება ამ ორი რაიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:47

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა

ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, დეოკუპაციის ძალისხმევასთან ერთად, ჩვენ ახალი ინიციატივებითა და ქმედითი ნაბიჯებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:45

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ორიენტირებული, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული, დეპოლიტიზირებული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას გააუმჯობესებს

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 აგვისტო 2021, 14:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სატელევიზიო არხების და პარტიების უმეტესობას სურთ, მთელი საზოგადოება დააზომბირონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ

„არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს, ვგულისხმობ სატელევიზიო არხებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მათ სურთ, მთელი საზოგადოება, ამ სიტყვას ვიტყვი - დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟითა და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, მე ამ რეალობაზე მსურს გესაუბროთ დღეს თქვენ და ჩვენს მოსახლეობას. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს, რა მესიჯებს იღებენ ჩვენგან. ისინი ხედავენ, რომ ჯერ ჩვენ შიგნით, პირდაპირ ვთქვათ, ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო 8 წლის განმავლობაში, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული რეალური, ეფექტური, ხელშესახები ნაბიჯები, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ნატოსთან მიმართებით ინტეგრაცია, ბაზრების გახსნა, ეკონომიკის რეალური ზრდა და ა.შ. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზების და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:40

COVID19

თეა ახვლედიანი: რწმენას გამოვთქვამ, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში

„რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობის როლს, საქართველოს პრეზიდენტის, ჩვენი პატრიარქის და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან ძალისხმევას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 14:37

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები დაგროვდა

„გამოწვევებთან ერთად, ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგების წელიც, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელთაც მივაღწიეთ დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

03 აგვისტო 2021, 14:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სულ რაღაც ცხრა თვეზე ნაკლებ პერიოდში უაღრესად ეფექტური ვაქცინა მივიღე - იმედია, ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაცია შეაქო უაღრესად ეფექტური ვაქცინისთვის და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა.