IMEDI /  16 ივნისი 2021, 20:52 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის

2021 წლის 16 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კავკასიის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან.

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლოდროინდელი დინამიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში არსებითი შედეგების მიღწევის შესაძლებლობები.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით რუსეთის გააქტიურებული ნაბიჯები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები. დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გათავისუფლების აუცილებლობა და ამერიკელ პარტნიორებს ამ მიმართულებით ძალისხმევის კიდევ უფრო გააქტიურება სთხოვა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს, რათა მაქსიმალური ძალისხმევა იქნას მიმართული რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად. აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევაზე.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ინკლუზიური ჩართულობის გზით შეიმუშაოს ერთიანი და ყოვლის მომცველი სახელმწიფო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამასთან, დავით ზანკალიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დღის წესრიგში, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის აქტიურად და რეგულარულად დასმის კრიტიკულ მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის.

თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრის ბოლოს, ამერიკელმა პარტნიორებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უმნიშვნელოვანესი ფასილიტაციის გაწევისთვის, რამაც, მათ შორის აშშ-ის ჩართულობით მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო ბაქოსა და ერევანს შორის. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სომხეთს 15 მოქალაქე გადასცა, ხოლო სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.

თეონა გვაზავა

12 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.

პლატონ კალმახელიძე

12 ივლისი 2026, 11:18

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.