imedi /  18 ივნისი 2021, 16:56 / სანდო წყარო

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეების გამოკითხვა დაასრულა

ეს ოთხი საარჩევნო უბანი ყველაზე პრობლემური იყო, რომლებიც ჩვენ, თავიდანვე, მეთოდოლოგიის საშუალებით შევარჩიეთ. ამ პროცესში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი რამ - დაშვებული შეცდომები, რომლებიც გავაანალიზეთ და სიღრმისეულად შევისწავლეთ, არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა და ვერ მოახდინა იმ შედეგებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებასთან, - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან და 89-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისგან ახსნა-განმარტებები მოისმინა.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ გამოკითხვის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის შეცდომები.

„ჩვენ ვაწყდებით შეცდომებს, რომლებიც მექანიკურად იყო დაშვებული. ვაწყდებით სიტუაციებს, სადაც უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება იყო და ვაწყდებით შეცდომებს, რომლებიც კომპეტენციის ნაკლებობიდან გამომდინარე იყო. ამის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიკრიბება ცალკე და გააანალიზებს გასაუბრებების შედეგებს“, - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2021, 13:05

მსოფლიო

ბრიტანელი ქალი, რომელსაც კოვიდინფიცირების ეშინოდა და სახლიდან 9 თვის განმავლობაში არ გადიოდა, ქუჩაში გასვლის პირველივე დღეს მანქანამ გაიტანა

ლიუისი ტაქსის დაელოდა, გზის გადაკვეთა დაიწყო, მაგრამ მისი მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, რადგან ჩანთიდან პირბადეს იღებდა. ქალი ვერც სატვირთოს მძღოლმა დაინახა და ლიუისი გაიტანა. ის მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

28 ივლისი 2021, 13:00

COVID19

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ჩაერთო

ინსპექციის თანამშრომელთა ვაქცინაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც პროცესის მიმდინარეობას ბათუმის მერისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ბათუმის მერის მოადგილემ თანამშრომლებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

28 ივლისი 2021, 12:59

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ლოკდაუნი 4 კვირით გახანგრძლივდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რომლის დედაქალაქიც სიდნეია, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:56

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში ამჟამად სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

"სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24-საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა.ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ.ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების საშუალებით ხორციელდება. სამუშაოებს, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს.აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახდება, ხოლო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება",- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:49

საზოგადოება

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე ახალი სკვერი ეწყობა

„პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყობა, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთის, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება. სკვერში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. უკვე მოეწყო LED განათების ქსელი, საყრდენი კედელი და გაბიონები. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს და ჯამში 240 ხე დაირგვება, ასევე, დაიგება რულონური ბალახი. სკვერში უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კალაძემ.

გარე განათება

28 ივლისი 2021, 12:43

საზოგადოება

კახა კალაძე: გარე განათების პროექტი ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებული ეკონომიის და არა ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსდება

„იმის მიუხედავად, რომ გარე განათების პროექტზე დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ თავის დროზე და დოკუმენტაციაშიც დეტალურადაა ასახული, რა პროექტი უნდა განხორციელდეს და რა არის ამ პროექტის დაფინანსების წყარო, მედიასაშუალებებში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მაინც არის მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, თითქოს, მერია გარე განათების პროექტის დაფინანსებას 90 მილიონი ლარით ბიუჯეტიდან აპირებს“, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

28 ივლისი 2021, 12:42

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, რა თემაზე იქნება ბრიფინგი.

28 ივლისი 2021, 12:39

COVID19

ტოკიოში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება

ტოკიოში ზედიზედ მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ტოკიოში კორონავირუსის 3 177 შემთხვევა დადასტურდა.

28 ივლისი 2021, 12:30

ეკონომიკა

საქართველოში ტურისტებზე ბინების გაქირავებამ 2019 წლის მონაცემებს გადაუსწრო

"ჯერჯერობით მოთხოვნა ნორმალურია, რაიმე სახის კლებას ვერ ვამჩნევთ. ზოგადად ჩვენ სექტორში, მაისიდან მოყოლებული დატვირთულობა კარგია. თბილისი ძალიან გააქტიურებულია. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ვემზადებოდით. ვფიქრობთ, რომ ამ ტალღასაც გადავაგორებთ", განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:26

საზოგადოება

კახა კალაძე: ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება დაუშვებელი გახდება

საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. 28 ივლისამდე თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესს და პროცედურას და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებით და სპეციალური რეჟიმებით, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე

28 ივლისი 2021, 12:24

საზოგადოება

კახა კალაძე: ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა დღევანდელ სიტუაციაში მასობრივი ვაქცინაციაა

„არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომას არ ესწრებიან გამგებლები, ჟურნალისტები. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო და ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა დღევანდელ სიტუაციაში ეს არის მასობრივი ვაქცინაცია. შესაბამისად, სახემწიფო მზად არის, ვაქცინაციის პროცესი წარმატებით წარიმართოს. მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ყველა უნდა ავიცრათ, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და ერთმანეთის სიცოცხლის უსაფრთხოებას“, - განაცხადა კალაძემ.

28 ივლისი 2021, 12:22

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედება

„ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დაუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს ან თუ რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის განვითარებაში, წინსვლასა და მოწესრიგებაში და რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. ამიტომ, როგორც გითხარით, ფაქტის დადგენის შემთხვევაში ყველა კანონდამრღვევი იქნება დაჯარიმებული“, - განაცხადა კალაძემ.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 12:10

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ მილიონი ლარით გაზრდილიყო სწორედ კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა

„ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პრემიერის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით და მახსოვს თითოეული დეპუტატის მონდომება, რომლის შედეგიცაა, მიმდინარე წლის მარტში, განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფა, რამაც უნდა მისცეს ახალი სიცოცხლე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სამინისტროს ექვემდებარება და კიდევ უფრო ეფექტურად გააღრმაოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა“, - აღნიშნა წულუკიანმა.

28 ივლისი 2021, 12:10

COVID19

გერმანიის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია

გერმანიის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

28 ივლისი 2021, 12:07

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიადის 1/8-ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან (5), ორ სეტში - 4:6, 6:7 დამარცხდა.

თამარ გაბუნია

28 ივლისი 2021, 12:01

COVID19

თამარ გაბუნია: თეორიულად შესაძლებელია ვიმსჯელოთ საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე, თუმცა არ გვგონია, რომ ამის საჭიროება კრიტიკულად დადგება

„2 ათასი საწოლის რეზერვი ჯერ კიდევ არსებობს. მათი მობილიზაცია თუ დაგვჭირდება, ამას გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი სხვა მიზნებსაც ემსახურება და მხოლოდ კოვიდზე 12 ათასივე საწოლი ვერ გადავა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გარკვეულ შემთხვევებში მოგვიწევს სასტუმროებში უფრო მეტად აქტიური მკურნალობა და ასევე ბინაზე მკურნალობა, რაც დღესაც ხორციელდება. რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია ვიმსჯელოთ ალტერნატიული სივრცის მოწყობაზე, საველე ჰოსპიტლის მოდელი სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, თუმცა არ გვგონია, რომ ამის საჭიროება კრიტიკულად დადგება“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

28 ივლისი 2021, 11:59

COVID19

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზიდან, დაახლოებით 170 000 დოზა დაჯავშნილია

„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზიდან რაც ქვეყანაშია, დაახლოებით 170 000 დოზა დაჯავშნილია, დანარჩენი მიმდინარე პერიოდში გაიხსნება და შეძენილი 1 მილიონი დოზაც ასევე ეტაპობრივად, მოკლე ხანში შემოვა. ზაფხულის პერიოდში, ყველა ის ვაქცინა, რომელზეც დღეს გვაქვს ხელმისაწვდომობა, მათ შორის „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, იქნება შეუზღუდავი. ახლა იმ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ გათანაბრდეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და „ფაიზერის“ ამცრელი კაბინეტები დაემატება სხვა რეგიონულ წერტილებში, რათა მოსახლეობას ყველა ჰოსპიტალში ჰქონდეს „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

არჩილ ჩიქოვანი

28 ივლისი 2021, 11:59

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი: არცერთი დაზარალებული არ დაგვრჩება ყურადღების მიღმა

,,დროის მცირე მონაკვეთში მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითად ეს იყო ის მონაკვეთები, სადაც სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ჯერ არ არის დასრულებული. გარკვეულ ლოკაციებზე განვითრდა მეწყრული პროცესები. დაფიქსირდა რამდენიმე ხის წაქცევის შემთხვევა. მოქალაქეების მხრიდან ცხელ ხაზზე 150-ზე მეტი ზარი შემოვიდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იყო ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში. რაც შეეხება სხვა სახის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ზარალის აღწერა. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. უკვე ხორციელდება ქვაფენილიანი ქუჩების აღდგენითი ღონისძიებები. დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობას კომისია შეისწავლის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა და არცერთი დაზარალებული არ დაგვრჩება ყურადღების მიღმა“ - არჩილ ჩიქოვანი.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 11:57

სპორტი

თეა წულუკიანი: გვექნება ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გენეტიკური ანალიზის ჩატარება, რათა ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა

„სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლის თავზე ფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში - ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლა და სხვა ტიპის გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერა და მაგალითისთვის, ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, - განაცხადა მინისტრმა.

28 ივლისი 2021, 11:54

COVID19

კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების რისკს არ ზრდის

AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების რისკს არ ზრდის. აღნიშნულს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ცხადყოფს.