NDI ხელისუფლებას თვითმმართველი ქალაქების შემცირების გამო აკრიტიკებს
NDI-ი საქართველოს ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმის და 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს:
"თვითმმართველობა 12 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემისგან შედგება. თითოეული თვითმმართველი ერთეული საკრებულოს და ადგილობრივ აღმასრულებელს ირჩევს. არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ხელისუფლებამ ცვლილებები წარადგინა. ერთ-ერთი ცვლილება 7 თვითმმართველი ქალაქის მეზობელ თემებთან შეერთებას გულისხმობს. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს (ნაცვლად 71-ისა), ასევე 5 თვითმმართველი ქალაქის მერს (ნაცვლად 12-ისა) და 59 თვითმმართველ თემს.
საკრებულოები შედგება პროპორციული წესით არჩეული და ერთმანდატიანი ოლქებიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისგან. საკრებულოების მაჟორიტარულ ოლქებს შორის ხმის თანაბრობის პრინციპი დაცული არ არის. ქალაქების მაჟორიტარული ოლქების ხმებს მეზობელ თემებთან შედარებით ნაკლები ძალა აქვს. პარლამენტმა რეფორმები მიიღო. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო. მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და პარლამენტს ვეტოს დაძლევა შეუძლია.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების და ოპოზიციური პარტიების თანახმად, რეფორმების შემუშავების პროცესი წარიმართა ნაჩქარევად, აკლდა გამჭვირვალობა და საკმარისად არ უზრუნველყოფდა მხარეთა ჩართულობას. 150-მდე ორგანიზაციამ ხელისუფლებას თვითმმართველ ქალაქებზე გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. შეშფოთება გამოთქვეს, რომ ცვლილებები ქალაქებში ადგილობრივ მოქალაქეებსა და არჩეულ თანამდებობის პირებს შორის დისტანციას გაზრდიდა. 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, იმ მოტივით, რომ სავალდებულო საჯარო კონსულტაციები არ ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და თითქმის ყველა კვალიფიციური პარტია მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, რეფორმისთვის ვეტო დაედო.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეფორმების განხორციელების დრო - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. რეფორმების სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართული არჩეული თანამდებობის პირებიც კი აღიარებდნენ, რომ საჭიროა უფრო სტრატეგიული, კარგად შესწავლილი და სისტემური მიდგომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხმის თანაბრობის პრინციპი და თანხების სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგეგმება თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება 7 თვითმმართველი ქალაქის მიმდებარე თემებთან შერწყმის შესაძლო შედეგებზე. ქალაქების მიერ საკუთარი ბიუჯეტის და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი შემცირდება. 6 ქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდება ხმის თანაბრობის პრინციპი, მაჟორიტარულ თემებთან შედარებით. ზუგდიდს, სადაც 50 000-მდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, საკრებულოში 5 მაჟორიტარი ეყოლება, ზუგდიდის მიმდებარე თემს, 70 000 რეგისტრირებული ამომრჩევლით - 30. ეს ზუგდიდის თემის მაჟორიტარულ ოლქებს ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებთან შედარებით 4-ჯერ მეტ ხმას მიაკუთვნებს. საკანონმდებლო პროცესში ჩართულმა პარლამენტარებმა არ უარყვეს ხმათა უთანაბრობის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცვლილება ქალაქებში მმართველი ძალის კლებადი მხარდაჭერით არის გამოწვეული.
პარტიებს, კანდიდატებს და ამომრჩევლებს არ აქვთ ნათელი წარმოდგენა, რა ტიპის საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები".
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი შეაფასა და რეკომენდაციები წარადგინა.
მისიამ ანგარიში ერთკვირიანი დაკვირვების შედეგად მოამზადა.
მისია შეხვდა "ქართულ ოცნებას", "პატრიოტთა ალიანსს", "ევროპულ საქართველოს", თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, პრემიერს, პრეზიდენტს და მედიას.
მისიას "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 23:05
ეკონომიკა
ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა - საქართველოში ინოვაციების განვითარების ახალი ეტაპი იწყება
ქალაქ ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად გაიხსნა.
24 ივლისი 2026, 23:00
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში
დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული ამოცანა და მიზანია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე საუბრისას.
24 ივლისი 2026, 22:43
მსოფლიო
ზელენსკი მოსახლეობას: რუსებმა უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის რაკეტები მოამზადეს, ეს შეიძლება უახლოესი 48 საათის განმავლობაში მოხდეს - გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს
უკრაინული და უცხოური დაზვერვის მონაცემებით, უახლოესი 48 საათის განმავლობაში რუსეთი უკრაინაზე ახალ მასშტაბურ დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ მოსახლეობას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აცნობა.
24 ივლისი 2026, 22:17
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვქმნით ხელსაყრელ პირობებს, რათა საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი მიმართულება გახდეს
ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონში ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ობიექტი პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა.
24 ივლისი 2026, 21:59
რეგიონი
მარიამ ქვრივიშვილი: საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესძინა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძველი, ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა - ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება
აქ, ერთ სივრცეში, თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 ივლისი 2026, 21:54
რეგიონი
მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება
24 ივლისი 2026, 21:51
მსოფლიო
ტრამპი ევროკომისიის მიერ Google-ის დაჯარიმებაზე: აშშ ევროპის „ყულაბა“ არ არის და არც არასდროს დავუშვებთ, რომ ასეთად იქცეს - ევროკავშირი ძალიან მაღალ საფასურს გადაიხდის ამ უკანონო და უაღრესად არაეთიკური ქმედებისთვის
ევროკავშირი ისევ ძველებურად აგრძელებს და, როგორც ყოველთვის, პირდაპირ ამოღებული ჰყავს მიზანში დიადი ამერიკული კომპანიები - მას შემდეგ, რაც სრულიად უმიზეზოდ $15 მილიარდით დააჯარიმეს Apple-ი, $3 მილიარდით - Meta, $2.5 მილიარდით - Amazon-ი და მრავალი სხვა, ახლახან შეგვატყობინეს, რომ Google-ს - ჭეშმარიტად მოწინავე და საოცარ ჯგუფს - ყოველგვარი განმარტების გარეშე კიდევ 1 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრეს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
24 ივლისი 2026, 21:40
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 ივლისი 2026, 21:35
სპორტი
24-26 ივლისს ფოთის „ოქროს ტბა“ ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩემპიონატის გახსნას განსაკუთრებული ელფერი თავდაცვის ძალების ვერტმფრენების საჩვენებელმა გადაფრენამაც შესძინა. სამი დღის განმავლობაში მაყურებელი სლალომს, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომებს იხილავს.
24 ივლისი 2026, 21:34
რეგიონი
პრემიერი: ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს
ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 ივლისი 2026, 21:30
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს
საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმიმ.
24 ივლისი 2026, 21:29
საზოგადოება
22 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად იხსნება - რა წესები უნდა დაიცვან მონადირეებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მონადირეები სეზონის დასაწყისს ელიან, გარემოს დაცვითი ზედამხედველობა კი კონტროლს ამკაცრებს. 22 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ოფიციალურად იხსნება.
24 ივლისი 2026, 21:25
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: ჩემი რჩევაა შეინარჩუნოთ რაც შეიძლება ნეიტრალური მიდგომა, როგორც რუსებთან, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან - უპირველეს ყოვლისა იფიქრეთ საქართველოზე და შეეწინააღმდეგეთ გარედან ზეწოლას
„თქვენ დიდი ძალის მეზობელი გყავთ რომელსაც აქვს დიდი სამხედრო ძალა, უდიდესი ბირთვული არსენალით, ასევე უდიდესი რესურსების პატრონი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი ექსპორტიორი. ჩემი რჩევაა შეინარჩუნოთ რაც შეიძლება ნეიტრალური მიდგომა, როგორც რუსებთან, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები შეძლებისდაგვარად ყველა მხარესთან. ძალიან ფრთხილად იყავით რუსეთთან ურთიერთობისას - საერთო საზღვარი გაქვთ. უპირველეს ყოვლისა იფიქრეთ საქართველოზე და შეეწინააღმდეგეთ გარედან ზეწოლას“, - აღნიშნა სტივენ ჯერმა.
24 ივლისი 2026, 21:22
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევის ოლქში, პოლიგონზე რუსეთის დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა
24 ივლისს, დღისით, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში მდებარე პოლიგონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმას, სადაც იმ დროისთვის შეიარაღების გამოფენა მიმდინარეობდა, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-მდე პირმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
24 ივლისი 2026, 21:20
რეგიონი
ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი იხსნება
ჰაბის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწრებიან.
24 ივლისი 2026, 21:14
მსოფლიო
ჯო უილსონი ამჯერად სერბეთს უტევს: მადლიერი ვარ, რომ ჩემი 41 ორპარტიელი კოლეგა შემომიერთდა მოთხოვნაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია სამხრეთ კაროლინაში გაიმართოს და არა სერბეთში - ვუჩიჩი აშშ-ის მოწინააღმდეგე სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება და ეს არ არის შესაფერისი ადგილი საერთაშორისო ღონისძიების ჩასატარებლად
მადლიერი ვარ, რომ ჩემი 41 ორპარტიელი კოლეგა შემომიერთდა მოთხოვნაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიური სესია სამხრეთ კაროლინაში გაიმართოს და არა სერბეთში, - წერს ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, X-ზე. უილსონის განცხადებით, სერბეთზე რუსეთს, ჩინეთსა და ირანს დიდი გავლენა აქვს და ეს არ არის ადგილი, სადაც რომელიმე საერთაშორისო ღონისძიების ჩასატარებლად.
24 ივლისი 2026, 21:12
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა
მეორე ფრონტის გახსნაზე უფრო კატასტროფული ცოტა რამე თუ იქნება საქართველოსთვის, - ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა გადაცემა „თბილისის დროით“ წამყვანის კითხვას, ბრიტანეთი და ევრობიუროკრატია საქართველოზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოზიციის დაკავების მოთხოვნით. საქმე ეხება სანქციების დაწესებას ან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.
24 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
სპეცოპერაციები თბილისში - პოლიციამ 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი და კუსტარულად დამზადებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და გავრცელების ბრალდებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. საპოლიციო მოქმედებები ლილოში, გლდანსა და დედაქალაქის სხვა უბნებში ერთდროულად ჩატარდა.
24 ივლისი 2026, 21:10
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: ევროპული ეკონომიკური კრიზისი შეიძლება, აღმოჩნდეს უკრაინაში ომის დასასრული. ამის ნიშნები უკვე არსებობს მას შემდეგ, რაც ევროპამ რუსული ენერგო რესურსებზე წვდომა მოიკვეთა
უკრაინაში მიმდინარე ომში ამერიკული ინტერესის კლების ფონზე, კიდევ უფრო მეტად სავარაუდოა, ევროპელთა შეთანხმება რუსულ მხარესთან სწორედ რუსული პირობებით, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმიმ.
24 ივლისი 2026, 21:06
კულტურა
ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ მსოფლიო პრემიერისთვის ვენეციის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული კინოს მორიგი საერთაშორისო წარმატება - ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ მსოფლიო პრემიერისთვის ვენეციის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები.


