IMEDI /  20 ივნისი 2021, 22:22 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე: სანდო ინსტიტუტების არსებობა აბსოლუტურად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა დემოკრატიისთვის

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ წინსვლა აქვს საარჩევნო რეფორმას , სხვადასხვა პარტიების მხრიდან ფართო მხარდაჭერით. ვნახავთ, რას იტყვის ვენეციის კომისია და ოდირი. ვიმედოვნებ და ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს დადებითი შედეგით და ინკლუზიურად, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონს, კვლავ ვიმედოვნებ რომ შესაძლებელია დამატებითი მუშაობა ამ მიმართულებით, რომ ის - ეს გახდეს მაქსიმალურად ინკლუზიური და ჭეშმარიტად ემსახურებოდეს ამნისტიის კანონის მიზნებს, საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სრული დაცვით. საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ვფიქრობ ძალიან გადამწყვეტ ნიშნულს უახლოვდება, სასამართლო რეფორმაა და ეს შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელა უზენაესი სასამართლოს 8 წევრი. ძალიან მტკიცე გზავნილი მოდის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ოპოზიციიდან და ასევე ჩვენგან, საერთაშორისო პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ევროსაბჭოსგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომ ნუ დააჩქარებთ პროცესებს, არამედ უზრუნველყავით, რომ კანონზე მუშაობა ხდებოდეს პარლამენტში და ის, სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის დასკვნას და მოსამართლეთა დანიშვნების პროცესი მიმდინარეობდეს ახალი კანონის საფუძვლების დაცვით, იყოს თანასწორი გარემო კანდიდატებისთვის, რომ მოხდეს ნდობით აღჭურვილი საუკეთესო კანდიდატების მოზიდვა, მაღალი კომპეტენციითა და კეთილსინდისიერებით“, - განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირი მრავალი წელია ამ ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის მუშაობს.

„სანდო ინსტიტუტების არსებობა აბსოლუტურად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა დემოკრატიისთვის. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მოსამართლეთა დანიშვნები ფართო პროცესის ნაწილია და უნდა უზრუნველვყოთ მათი სისწორე. ამ საკითხს ექნება გავლენა 19 აპრილის შეთანხმებაზე, ასევე თითქმის 300 მილიონი ლარის ოდენობის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებებზე. გარდა ამისა, გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის სტრუქტურაზე, რომელიც ფუნდამენტურად შენდება საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით. აქვე ვიტყვი, რომ ნდობა ის კი არ არის, რასაც იტყვი რომ გაქვს, არამედ ა ის არის, რაც უნდა ააშენო და მოიპოვო. იმედი მაქვს, როდესაც პარლამენტარები ამ საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავენ, სწორედ ამ კუთხით შეხედავენ ამ თემას“, - განაცხადა ჰარცელმა.

ყველა სიახლე

06 აგვისტო 2021, 08:05

თავდაცვა

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 დღეს დასრულდება

Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება. სამხედრო სწავლება საქართველოში ერთმანეთის პარალელურად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავს.

ენტონი ბლინკენი დმიტრო კულება

06 აგვისტო 2021, 01:07

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

06 აგვისტო 2021, 00:42

მსოფლიო

ათენის ჩრდილოეთით ტყის ხანძარი განახლდა

საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით ტყის ხანძარი განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 23:59

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას

ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურება დაუახლოვდეს, კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულის ანაზღაურებას - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და მთავარი მიზანია - მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შეუძლებელია ეფექტური ბიუროკრატიის - მაღალი კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეების გარეშე.

05 აგვისტო 2021, 23:41

სპორტი

ბათუმის „დინამო“ „სივასპორთან“ დამარცხდა

ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თურქულ „სივასპორს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე დამარცხდა.

05 აგვისტო 2021, 22:58

მსოფლიო

CNN: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შესწავლილი ვირუსების გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შესწავლილი ვირუსების გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

05 აგვისტო 2021, 22:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

გარდა იმისა, რომ ჩვენი პარტიის გამარჯვებაში ვარ დარწმუნებული, ასევე კახა კალაძის გამარჯვებაში კიდევ უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ კახა არის უალტერნატივო კანდიდატი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა, რომელსაც შესანიშნავი ხელმძღვანელი ჰყავს.

მამუკა მდინარაძე

05 აგვისტო 2021, 22:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრემიერის არცერთი შეხვედრა, რომელიც იყო დაგეგმილი და შეთანხმებული, არ ჩაშლილა და არც ჩაიშლება

დარწმუნებული ვარ, რადგან იყო რაღაც შეხვედრებზე საუბარი და მათთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა. ეს არის გამოგონილი ამბავი. სინამდვილეში შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო, შეხვედრაც იქნებოდა. თუ რომელიმე მედია ამბობს, რომ შეთანხმებულია შეხვედრა და ჩაიშალა, ეს არის ტყუილი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 22:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს

როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის ჯარები დგას და ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ურთიერთობების ნორმალიზება, ყველასთან ძალიან მნიშვნელოვანია.

ლიონელ მესი

05 აგვისტო 2021, 21:57

სპორტი

ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

„შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე

წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასა და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ, სამი საკვანძო რეკომენდაცია ასახულია

ჩვენ თავიდან ბოლომდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის ანგარიშში არსებული ჩანაწერის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

არჩილ ყარაულაშვილი

05 აგვისტო 2021, 21:37

პოლიტიკა

არჩილ ყარაულაშვილი: ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია

ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ესტონეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.

თეა მაისურაძე

05 აგვისტო 2021, 21:30

პოლიტიკა

თეა მაისურაძე: ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, არის სრული აბსურდი

„რაც შეეხება ვიზიტის გაუქმებას, ამასაც ვერ დავადასტურებ. ვიზიტი არ გაუქმებულა და მისი ორგანიზება უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ყოველთვის დღის წესრიგშია და ვადასტურებ, რომ მათ შორის პრემიერის ვიზიტი განიხილება და უკვე დიდი ხანია დღის წესრიგშია. ეს დარჩება დღის წესრიგში მანამ, სანამ არ მოხდება შეთანხმება ქართულ და ლატვიურ მხარეებს შორის ვიზიტის კონკრეტილ თარიღებზე“, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი ამილახვარი
კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: საარჩევნო კამპანია დახუნძლული იქნება ინოვაციებით, რეალისტური იდეებით და სწორი პროგრამით

მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს. ეს ჩემისთვის დიდი პატივია და რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ვერთვები საარჩევნო კამპანიაში მერობის გამორჩეულ კანდიდატთან ერთად ვერთვები, - ამის შესახებ კახა კალაძის საარცევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა, შტაბის გახსნაზე განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც მე ვეყრდნობი

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.მისი თქმით, დღეიდან, თბილისელებს აქვთ ადგილი, სადაც საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შეეძლებათ.

05 აგვისტო 2021, 20:38

COVID19

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორმა, ჯეფ ზინტსმა განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი

მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო შტაბის წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

გიორგი ამილახვარი

05 აგვისტო 2021, 20:15

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი თქმით, გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია.