Imedi.ge /  22 ივნისი 2021, 15:28 / სანდო წყარო

ირაკლი ზარქუა: ეს ჭიჭე ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, გაბოროტებული კახა კალაძეს ეცა

ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისმწამებლური უწოდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან დეტალურად განმარტა, რა სქემა შეიმუშავა თბილისის მერიამ, რათა დედაქალაქში არსებული ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები ახალი და ეკოლოგიურად სუფთა სამარშრუტო ტაქსებით ჩანაცვლდეს.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს. გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ხუთი ქალბატონი მოიყვანა, ოთხი მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს და ისევ სიცრუე. საზოგადოებას რომ სიმართლე ვუთხრათ, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები - ამათი სიმბოლო, რაც ყველანაირად გამოუსადეგარი და მოძველებული იყო, ვთქვით, რომ უნდა ჩანაცვლდეს, მაგრამ იმ კომპანიამ, რომელსაც ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე წელი აქვს დარჩენილი, თქვა, რომ მათი ჩანაცვლების ფინანსური საშუალება არ გვაქვსო. ამიტომ, შეიმუშავეს სქემა და თბილისის ბიუჯეტის საფუძველზე, 36 მილიონად იყიდეს 300 ერთეული მიკროავტობუსი ისე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ფასი არ გაზრდილიყო. შემდეგ, მიაქირავეს კომპანიას, რომ საბოლოოდ გამოისყიდოს. მათ გამოისყიდეს აღნიშნული 300 მიკროავტობუსი. ისევ ხდება დამატებით 300 ერთეულის შესყიდვა, რომელსაც ისევ გამოისყიდის კომპანია და ასევე დამატებით 400 ერთეულ სამარშრუტო ტაქსს იყიდის. საბოლოო ჯამში, თბილისში 1 000 ერთეული ახალი, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი იმოძრავებს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დედაქალაქის მერმა სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების ოპერაციით, რომელიც ე.წ. „ყვითელი მარშრუტკების“ „ლურჯი მარშრუტკებით“ შეცვლას ეხება, ჩვეულებრივი კორუფციული თაღლითობა განახორციელა.

ყველა სიახლე

ბარაკ ობამა

04 აგვისტო 2021, 14:13

მსოფლიო

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ბარაკ ობამამ 60 წლის იუბილეზე დაპატიჟებული სტუმრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 60 წლის იუბილეზე დაპატიჟებული სტუმრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ ბარაკ ობამას ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

04 აგვისტო 2021, 14:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ

„ზოგადად არ ვართ სანქციების დაწესების მომხრე არ ვართ და საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებისკენ არ მოვუწოდებთ, მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ შეიძლება ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და აქედან პარტნიორები საერთოდ წავიდნენ. ამას ჯობია ყველაფერი. ამას ჯობია, რომ „ქართლი ოცნების“ ყველა წევრს დაუწესონ სანქციები“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ზაალ უდუმაშვილი

04 აგვისტო 2021, 14:09

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 14:05

საზოგადოება

,,ციფრული იუსტიციის სახლი“ - სერვისების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი

მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით, დისტანციურად შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 14:04

სამართალი

საქართველოში პირველად, ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება შენდება

რატი ბრეგაძის თქმით, საპატიმრო სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეკომენდაციებს.

04 აგვისტო 2021, 13:52

სამართალი

მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ,,ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს“

04 აგვისტო 2021, 13:52

სამართალი

რატი ბრეგაძე: დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მნიშვნელობაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

Probbox

04 აგვისტო 2021, 13:51

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს

„პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამავდროულად დაზოგავს ადამიანურ რესურსს“, - დასძინა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:48

სამართალი

რატი ბრეგაძე: არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:47

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: საქართველოში 2 700 სოფელი სრულად დამისამართდება, რითაც ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ადამიანს ზუსტი მისამართი ექნება

10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებული სამისამართო სისტემის ეფექტიანად განვითარების გზებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ყველა დასახლებული პუნქტის მისამართების სრულყოფილი ბაზა.

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:45

საზოგადოება

„მობილური იუსტიციის სახლი“ აგვისტოდან ამოქმედდება

„პირველ ეტაპზე პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და 6 რეგიონის ათეულობით სოფელს მოიცავს, საბოლოოდ კი, პროექტი სრულად დაფარავს საქართველოს ყველა იმ სოფელს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია“, - განაცხადა მინისტრმა.

04 აგვისტო 2021, 13:44

საზოგადოება

იუსტიციის სახლში პრემიუმ მომსახურების სივრცეები შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სახლი ,,პრემიუმ მომსახურების სივრცეების“ პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი იუსტიციის სახლში ბიზნეს სექტორის მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცეები შექმნას გულისხმობს.

04 აგვისტო 2021, 13:38

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება

რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი რეგისტრაციას საჭიროებს. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება".

რატი ბრეგაძე

04 აგვისტო 2021, 13:38

საზოგადოება

ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის

ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.

04 აგვისტო 2021, 13:37

საზოგადოება

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მეწყერი წყნეთში

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

კახა კალაძე წყნეთის მეწყერზე: სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს და საავტომობილო გზა აღდგეს

„ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა - ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 აგვისტო 2021, 13:33

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 13:32

საზოგადოება

დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

„12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ნიკოლეიშვილი

04 აგვისტო 2021, 13:03

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას ეკადრება

სანქციები არა და დახმარებას კი ვიღებთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთთანამშრომლობას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს სანქციებს არც უწესებენ.

04 აგვისტო 2021, 12:50

მსოფლიო

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ვიდეო

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.