imedi /  22 ივნისი 2021, 16:19 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი „ნაცმოძრაობას“: რაც უფრო მეტად ცდილობთ დამალვას, მით უფრო მეტად ყარხართ

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას სადაც, ქართული მხარე დადანაშაულებულია კასეტური ბომბებით ომის დაწყებაში! - ასე ეხმიანება საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინტერვიუს.

მეგრელიშვილი სვამს კითხვას, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხსენებული პოზიტიური პუნქტები.

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას სადაც, ქართული მხარე დადანაშაულებულია კასეტური ბომბებით ომის დაწყებაში! გაყიდული ომის მთავარმა შემოქმედმა, მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის მინისტრობიდან იარაღით მოვაჭრედ ქცეულმა კეზერაშვილმა და გვამის მოყვარულებმა ომის დაწყება საქართველოს, საკუთარ ქვეყანას დააბრალეს, რათა იმავე რეზოლუციაში ტერმინი „ოკუპაცია“ გამოყენებულიყო და ჩვენთვის „პოზიტიური“ სხვა პუნქტებიც ჩაწერილიყო. რას ნიშნავს პოზიტიური პუნქტები ან რამ შეიძლება გაამართლოს საკუთარი ქვეყნის უკვე ხელმოწერილი დოკუმენტით გაყიდვა?! ამას ვერაფერი გაამართლებს! მაქვს კითხვა - ომის დაწყება რომ არ დაგებრალებინათ საკუთარი ქვეყნისათვის, ისე ცივილიზებული სამყარო რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებდა?! საქართველოს ისტორიაში მოძალადე, მოღალატე, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იყავით და ამადვე დარჩებით. რაც უფრო მეტად ცდილობთ დამალვას, მით უფრო მეტად ყარხართ! პოლიტიკურად ყარხართ!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

საპნის დოზატორი

04 აგვისტო 2021, 00:17

ტექნოლოგიები

Amazon-მა საპნის ჭკვიანი დოზატორი გამოუშვა, რომელიც ანეკდოტებს ჰყვება

მოწყობილობა LED-ეკრანით არის აღჭურვილი, რომელიც ხელების დაბანის დაწყებიდან 20 წამს ითვლის - ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, სწორედ ამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს პროცესი, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

04 აგვისტო 2021, 00:02

ტაბლოიდი

გერმანელ პენსიონერს, რომელიც ვილაზე ტანკსა და ქვემეხს ინახავდა, პირობითი პატიმრობა მიესაჯა

გერმანიის ქალაქ კილის სასამართლომ 14-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა პენსიონერს, რომელიც ვილაზე, ავტოფარეხში „პანტერას“ ტიპის ტანკს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საზენიტო ქვემეხს და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

03 აგვისტო 2021, 23:36

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

რობერტ სტურუა

03 აგვისტო 2021, 23:14

საზოგადოება

რობერტ სტურუა: კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ

ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა რობერტ სტურუამ განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 23:13

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოვხატავ

ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოვხატავ, რაც პროცესების გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 23:07

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: სიახლეების ფარგლებში ჩვენ, საარჩევნო კომისია, ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომ ამ რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოთ

„საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც რიგ შემთხვევაზე აზღვევს ბევრ იმ რისკს, რომლის შესახებაც გასულ არჩევნებთან დაკავშირებით არა თუ დარღვევები, კითხვის ნიშნები იყო. ამ სიახლეების ფარგლებში ჩვენ, საარჩევნო კომისია, ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რომ ამ რეფორმის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უნდა უზრუნველყოთ. ეს არის ის მექანიზმები, რომლებსაც სისტემა დაჰყავს იქამდე, რომ ყველა მანიპულაციის რისკი იქნება დაყვანილი მინიმუმზე, რაც არ მისცემს არცერთ მხარეს შესაძლებლობას, რომ კენჭის ყრის დღესთან ან ზოგადად საარჩევნო პროცესთან მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდეს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი

03 აგვისტო 2021, 22:59

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვემდგომი კომისიების წევრთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს

ცესკოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვემდგომი კომისიებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლებების განხორციელება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: რა იყო ისეთი, რაც დემოკრატიულ პროცესს სჭირდებოდა და ჩვენი მხრიდან არ შესრულდა?!

თვითმმართველობის არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში დასრულდება ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები და ქვეყანა შემდეგი სამი წლით მშვიდ საქმიან რეჟიმში გადავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ დანარჩენ რეფორმებზე საუბრისთვის „ქართული ოცნება“ მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ნორმალურ პოლიტიკაში დაბრუნდება. თუკი ეს არ მოხდება, თვითმმართველობის არჩევნებიდან ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები ზუსტად ერთ თვეში დასრულდება.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: IRI-ის კვლევების მიმართ ჩვენ რაიმე დამოკიდებულება კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება

საპარლამენტო არჩევნებზე მივიღეთ 48%. რა მოხდა იმის შემდეგ? „ქართული ოცნება“ არის უფრო ძლიერ პოზიციაზე, ვინაიდან ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და მერე შემოვიდა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება დააანონსეს და ვერც კი დაიწყეს, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება სურდათ და ვერ გააკეთეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა სურდათ და ბოლოს თავადაც მოხსნეს ეს საკითხი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ რაც არ უნდა წინასწარ იძახოს, რომ ეს არის ცუდი არჩევნები, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად

„მათ სურთ სახე შეინარჩუნონ ამგვარად, რომ შემდეგ თავის ამომრჩეველს უთხრან: „კიდევ ერთხელ წავაგეთ იმიტომ, რომ ბატონმა კალანდარიშვილმა წაგვართვა არჩევნები. თუმცა მერე ამის შემოწმებაც არ მოუნდებათ, იმ ყუთებსაც არ გახსნიან, იმ შედეგებსაც არ გადათვლიან და აი ასე იქნებიან საკუთარ ქვეყანასთან ცივი ომის რეჟიმში. რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისე განვაახლეთ თამაშის წესები, რომ ნებისმიერ ერთ ადამიანზე, თუნდაც ეს ცესკოს თავმჯდომარე იყოს, ვერ იქნება იმდენად პროცესი დამოკიდებული, რამდენადაც ეს იქნება ინსტიტუტზე, რომელიც მას აბარია და კანონზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ასევე, ჩამოვლენ დამკვირვებლები. გარწმუნებთ, რომ ოპოზიციამ რაც არ უნდა წინასწარ იძახოს, რომ ეს არის ცუდი არჩევნები (ჯერ არ ჩატარებულა და უკვე ამბობენ, რომ ცუდი არჩევნებია), არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და თავისუფლად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როდესაც აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ საჭიროა მრავალპარტიული მხარდაჭერით მიღებული რეფორმები, პირდაპირ შეგვიძლია ვნახოთ, ვინ უჭერს მხარს რეფორმებს და ვინ არა

„ქართული ოცნება“ 100 დღის განმავლობაში ასრულებდა მიშელის შეთანხმების პირობებს, მეორე მხარე კი არ იყო არცერთ კენჭისყრაზე, მეტიც, რვა ოპოზიციური პარტიიდან ოთხმა პარტიამ საერთოდ არ მოაწერა ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 22:37

მსოფლიო

Associated Press: პენტაგონის მახლობლად მომხდარ ინციდენტს პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა

პენტაგონის მახლობლად მომხდარ ინციდენტს პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაბალი ბარიერის მიმართ ზოგადად სიმპათია გვაქვს, ჩვენი სურვილია, რომ იყოს მრავალფეროვნება და რამდენიმე ძლიერი პარტია

„ჩვენ დაბალი ბარიერის მიმართ ზოგადად სიმპათია გვაქვს. ეს იქნება 2, 3, 1, 4 პროცენტი - სწორედ ამაზე არის მსჯელობა. ამაზე არგუმენტები არსებობს, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენი გამოცდილებაც გვაქვს 1%-თან დაკავშირებით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით. ჩვენი სურვილია, რომ იყოს მრავალფეროვნება და რამდენიმე ძლიერი პარტია. ამას სჭირდება გარკვეული დრო. იმედი გვქონდა, რომ ამ 1%-იან ბარიერს, ამ პარლამენტს გამოიყენებდნენ ჩვენი ოპონენტები იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაემკვიდრებინათ პოლიტიკაში (ვგულისხმობ ახალ, პატარა პარტიებს). თითქმის 1 წელიწადი ჭიდილის ფორმატში გავიდა, დარჩენილია 3 წელიწადი. დიდი ალბათობით, პატარა პარტიები ვერ შეძლებენ დიდი ბარიერი გადალახონ, რაც კონსტიტუციური წესით არის გათვალისწინებული. ასე რომ ჩვენ ამ კუთხით ღია ვართ მსჯელობისთვის და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კომპრომისის მიღწევას ჩვენს ოპონენტებთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია?!

რატომ უნდა დავუშვათ კომპრომისი და რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია და რატომ უნდა წავიდეთ ისეთ კომპრომისებზე, რომელიც მოქალაქეებს ააცილებს თვითმმართველობის არჩევნების ძირითად მიზანს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა და დაასახელა ის არგუმენტებზე, თუ რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმებიდან.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე შეთანხმების ანულირებაზე: ოპონენტებს სურდათ, პოლიტიკური მეკობრეებივით მოქცეულიყვნენ

ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან. ორჯერ ერთსა და იმავე კომპრომისზე წასვლა მასთან, ვინც ომის დასრულებას ხელი არ მოაწერა, ალბათ იქნებოდა შეცდომა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

03 აგვისტო 2021, 22:20

მსოფლიო

ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ მძლავრი აფეთქება მოხდა

ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო უწყებები და საელჩოებია განთავსებული, მძლავრი აფეთქების შემდეგ სროლას ჰქონდა ადგილი.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2021, 22:16

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომ მოქალაქეებს აერჩიათ ის ადამიანები და პროგრამები, რომლებიც მათ საცხოვრებელ გარემოს უკეთესობისკენ შეცვლიან

„დღეს იწყება ის საარჩევნო კამპანია, რომელიც უშუალოდ თვითმმართველობაზე, ჩვენი მოქალაქეების მომავალზე იქნება კონცენტრირებული. ხოლო პარტიებს ექნებათ საშუალება უკვე ამ არჩევნების შემდეგ, მეათე მოწვევის პარლამენტში გააგრძელონ დებატები და დაუმტკიცონ მოქალაქეებს თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება უფრო კონკურენტული და რომელი აიღებს პასუხისმგებლობას უკვე 2024 წელს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, მას ინსტრუმენტად იყენებდნენ პოლარიზაციისთვის

თავის დროზე მას ჰქონდა ორი ძირითადი მიზანი: საბოტაჟის დასრულება და დეპოლარიზაცია. პირველი მიზანი შესრულდა, პარტიები შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა რამდენიმე დეპუტატი მაინც დარჩა გარეთ. რაც შეეხება დეპოლარიზაციის ნაწილს, ეს მიზანი არათუ ვერ შესრულდა, არამედ ბოლო პერიოდში ის პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამ შეთანხმებას ინსტრუმენტად იყენებდნენ სწორედ პოლარიზაციისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ ხინჩიგაშვილი

03 აგვისტო 2021, 22:07

საზოგადოება

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩიგაშვილი სპორტული კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.

ენდრიუ კუომო

03 აგვისტო 2021, 21:55

მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს. „არასდროს არავის შევხებივარ შეუსაბამოდ. ეს არ არის ის, ვინც მე ვარ და არც ის, ვინც ოდესმე ვყოფილვარ“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.